ნადალმა ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდი მოხსნა

ნადალმა-ჩოგბურთის-ისტორიაში-რეკორდი-მოხსნა650X450

ნადალმა ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდი მოხსნა. რაფა ნადალი 21 გრანდ-სლემის მფლობელია. იგი დღეს გახდა რეკორდსმენი გრანდ სლემის მფლობელ მამაკაც სპორტსმენებს შორის და შესაბამისად მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელიც.

მას შემდეგ რაც ავსტრალიის Open de Australia-ის შეჯიბრებას სერბი ტენისისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა იყო მოლოდინი, რომ რუს ჩოგბურთელს დანილ მედვედევს ქონდა შეჯიბრში გამარჯვების შანსი.

თავდაპირველად, მართლაც ფინალურ შეხვედრაში რაფაელ ნადალი რუს სპორტსმენთან მარცხდებოდა, თუმცა მე-5 სეტში შეხვედრა ესპანელი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრამ 5 საათსა და 24 წუთს გასტანა. რაფაელ ნადალის კარიერაში ეს მეორე ყველაზე ხანგრძლივი თამაში აღმოჩნდა.

პირველი ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა ჯოკოვიჩთან ქონდა 2012 წელს ქ. მელბურნში რომელიც 5 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

ნადალის გამარჯვებას მთელი ესპანეთი ოვაციით შეხვდა განსაკუთრებით კი მის მშობლიურ მხარეში ბალეარესში.

„რაფა გვიჭირს შენი შეფასება. არ არსებობს არანაირი წინაღობა მათთვის ვისაც არ აქვს ლიმიტი. შენ წარმოადგენ მსოფლიოში საუკეთესო ტენისს“.

ამ სიტყვებით გამოეხმაურა ნადალის გამარჯვებას სამეფო ოჯახი.

ხოლო მთავრობის მეთაური პედრო სანჩესი ტვიტერის პირად გვერდზე ჩოგბურთელს მიმართავს კომენტარით: „დიდებული ხარ, რაფა ნადალ!“

https://twitter.com/sanchezcastejon/status/1487792389515354113?s=20&t=Iml92sTJoKFWFAYteFMwaQ

მილოცვებს უერთდებიან მადრიდის „რეალი“ და მისი ისტორიული მეტოქე სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ესპანელმა ჩოგბურთელმა 17 წლიანი კონკურენციის მანძილზე ისტორიული მეტოქეები ჯოკოვიჩი და რობერტ ფერერი მისი დღევანდელი გამარჯვებით დაჩრდილა.

იგი ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა მიღებული ჯილდოების რაოდენობით.

ესპანელი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ „ეს მის კარიერაში ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებაა“. მოულოდნელობაში გულისხმობს იმასაც რომ ნახევარი წელია სპორტული ტრავმის გამო გამოთიშული იყო საერთაშორისო შეჯიბრებებს.

35 წლის სპორტსმენის კარიერის გაგრძელება სერიოზულად იდგა ეჭვქვეშ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI