ნინი ჩეჩელაშვილის-მეორედ ბრძოლა სიცოცხლისთვის

ნინი ჩეჩელაშვილის-მეორედ-ბრძოლა-სიცოცხლისთვის1080X1080

ნინი ჩეჩელაშვილის-მეორედ ბრძოლა სიცოცხლისთვის/ნინი ჩეჩელაშვილზე ერთხელ უკვე მოგიყევით ემიგრანტის პროფილში, სადაც გაგაცანით ემიგრანტი რომელმაც უმძიმესი სიმსივნე დაამარცხა (პალადარის კიბო). თუმცა ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, 6 თვის შემდეგ განმეორებით კონტროლზე აღმოჩნდა რომ დაავადებამ მოახდინა-რეცეზია.

ეს დიაგნოზი ნიშნავდა ყველაფრის ახლიდან დაწყებას, „ჯოჯოხეთის ხელმეორედ გამოვლას“, მაგრამ ნინიმ ეს კიდევ შეძლო და კიდევ ერთხელ გადალახა ის უმძიმესი გზა რომელზეც სოციალურ ქსელში გვესაუბრება და გვეუბნება რომ

-„სიმსივნე განაჩენი არ არის“ ასევე უდიდეს მადლობას უხდის როგორც ოჯახის წევრებს, ისე ახლობლებს, მეგობრებს და ემიგრანტებს რომლებიც მას დაეხმარნენ და ეკონომიურად თუ მორალურად გვერდით დაუდგნენ.

მინდა იმ 15 საათიან ოპერაციაზე მოგიყვეთ, რამაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ჩემი სახის ყურება მიხაროდა, რაღაცნაირად მომწონდა საკუთარი სახე.

საოპერაციოდან ასეთი გამოვედი, პირველმა რეაქციამ სარკეში ჩახედვისას დამანგრია, აღარ მიფიქრია კიბოზე, ჩემს ავადმყოფობაზე, ვფიქრობდი მხოლოდ სახეზე.

დამჭირდა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მორფინის გარეშე ტკივილს ვერ ვიყუჩებდი, მერე გავიგე დამოკიდებულება იცისო და თავად ვძლიე თავს, თუმცა მაკანკალებდა ისე მინდოდა ხოლმე.

რამდენჯერმე ლამის დავიხრჩე, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, ყელში ტრაქეა იყო საშინელება, მეორე ფოტოზე რასაც ხედავთ ეს „გრუაა“, ასე ჰაერში დაკიდებულს მაბანავებდნენ, ნახევრად გათიშულს.

ტკივილისგან და ტანჯვისგან განადგურებულს, პირველ ხანებში ბავშვების ნახვაზე უარი ვთქვი, არ მინდოდა ჩემს ფიზიონომიას შეეშინებია,

ერთი წამი არ მომშორებია ჩემი ქმარი, ღამეებს მითებდა, თან ეშინოდა და ზოგჯერ პალატიდან გარბოდა რომ არ შემემჩნია.

ჩემი დაქალი ნინა, რომელიც სამსახურის მერე მოდიოდა, ბევრჯერ გადამარჩინა, როცა ვიხრჩობოდი მთელი ძალით ვუჭერდი თითებზე თითებს.

ჩემი მეგობარი თამო, რომლისგანაც არ ველოდი ამ თანადგომას, მოდიოდა და მამხნევებდა თავისი ამბებით,

რობო რომელიც ჩემს თითოეულ ამოსუნთქვას აკვირდებოდა ჩემს ქმართან ერთად ღამეების მანძილზე.

მე კი სულ მცირე ათი დღე ლაპარაკი არ შემეძლო, მხოლოდ ვწერდი და ისე ვპასუხობდი, მერე ისევ ვიღლებოდი და ვიძინებდი.

ისიც მახსოვს ტკივილისგან ექიმების და ექთნების თითებს რომ ვებღაუჭებოდი, მინდოდა ჩავჭიდებოდი და ხელი არ გაეშვათ ჩემთვის, მინდოდა სიახლოვე მეგრძნო მაშინ როცა პროცედურებს მიტარებდნენ, მე კი ვერც ვინძრეოდი…

ყოველ დღე შემოდიოდნენ ექიმები და ყოველ დღე წინ მიიწევდა ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი, თუმცა –

„გავტყდი“, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა განადგურდა, ძალიან რთული იყო ამის გაძლება.

მერე იყო სახლში გამოწერა, საჩუქრად ცხვირში ზონდი გამომაყოლეს, მაგით ვიღებდი საჭმელს, ისე დავხელოვნდით მე, ჩემი ქმარი და ჩემი ბიჭი ზონდის მოხმარებაში, ჩემი გოგოც კი იყო ჩართული პროცესში.

ნახევარ სახეს, თავს, ტუჩებს ვერ ვგრძნობ, გასიებული მაქვს ყბა და ჩემი სარკეში ჩახედვა ყოველდღიურად სიკვდილის ტოლფასია.

არაფერი მამშვიდებს ამ სახეს რომ ვუყურებ, მიუხედავად იმისა რომ ვიცი დრო უნდა და ჩაცხრება, მეტ-ნაკლებად დაუბრუნდება ფორმას,

ამასთანავე რთულია უმოძრაო, გასიებული სახე, ტკივილებს იწვევს და მგონია, რომ 100 კილო რაღაც მაქვს სახეზე დაკიდებული.

ყოველ პარასკევს ექიმთან დავდივარ, ძალიან მამხნევებენ, ზონდი აღარ მაქვს და ყოველ პარასკევს გახარებული ვბრუნდები სახლში, გუშინ კი ბედნიერი დავბრუნდი, ბიოფსიის პასუხი მოვიდა.

ლამის გულწასული შევედი ექიმთან, ექიმმა კი მითხრა „საერთოდ აღარ დარჩა შენს ორგანიზმში სიმსივნე, სრულიად ამოიკვეთა, აღარ გჭირდება ქიმიოთერაპია, მხოლოდ სხივები-ო“.

იმდენად ემოციებში ჩავვარდი, ვტიროდი და ვკანკალებდი სიხარულისგან, სამივე ექიმი მეხუტებოდა და მილოცავდა, ბავშვივით მეფერებოდნენ და ცრემლებს მწმენდნენ.

მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა მძიმე განსაცდელი მეორედ მომივლინა, ასევე მეორედ მომცა გამარჯვების საშუალება, მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის.

ჩემი მშობლებიც მინდა ვახსენო, ჩემი ძმაც და მათი სევდიანი თვალები, ყველანაირად რომ ცდილობდნენ სევდა არ ეჩვენებინათ ჩემთვის,

უდიდესი ტკივილი მივაყენე ჩემს საყვარელ ხალხს, იმედს ვიტოვებ რომ ეს იყო ბოლო განსაცდელი

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც დრო გამონახა და ჩემს სანახავად მოვიდა, იმათაც ვისაც უნდოდა და ვერ მოახერხეს.

მადლობა ყველას თითოეული გამამხნევებელი მესიჯისთვის, ისინიც კი გვერდით დამიდგნენ ვისთანაც არ მქონდა კარგი ურთიერთობა, მადლობა იმათ ვინც ჩემზე ლოცულობდა.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ხათოს, თამოს, მაკუნას და თამარს ჩემი პოსტების ატვირთვისთვის, საოცარი თანადგომა გამოიჩინა ხალხმა, პირველი პოსტის შედეგად დაახლოებით-1000€ ჩაირიცხა, მეორეპოსტის-600€-ზე მეტი და ახლაც 900€-მდე.

მადლობა ხალხს ჩემი თანადგომისთვის, სასწაული მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში, მადლობა იმათაც ვინც პოსტებს აზიარებდა.

ამ პოსტების დახმარებით ცოტა ამოვისუნთქე, რაღაც სანერვიულო მაინც მომაკლდა, ეს იყო არნახული მხარდაჭერა ხალხისგან…

მიუხედავად იმისა რომ სარკეები შემძულდა და დეპრესიას ვერ ვუმკლავდები, ვიცი რომ ერთ დღეს ყველაფერი გაივლის, უბრალოდ მე ვჩქარობ, ყველამ მინდა იცოდეს

– კიბო განაჩენი არ არის და აუცილებელია დროული მკურნალობა. რთული და ქარტეხილებით სავსე გზაა გასავლელი, მაგრამ თავს უნდა ვაიძულოთ გავლა…

მე თქვენ მართლა მიყვარხართ, მიყვარს ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა, მეამაყებით და ვერასდროს გადავიხდი ამ ვალს

პ.ს აქ კიდევ არ მეტყობა რამდენად დიდად მაქვს სახე გასიებული.

ნინი ჩეჩელაშვილი მაგალითია იმისა თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ და დავყაროთ ფარ-ხმალი მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა.

ასევე თვალნათლივ გვიჩვენებს ესპანეთის სამედიცინო სისტემის ეფექტურობას, როდესაც ასეთი მძიმე ოპერაციის ჩატარება ქვეყანაში სრულიად უფასოა

თუკი სახელმწიფო ხანდაცვის სადაზღვევო ბარათი გაქვთ იგივე „tarjeta sanitaria“ (იხ. ვრცლად)

განსაკუთრებით აღსანიშნავია, თბილი დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან რაც პაციენტს დიდ სტიმულს აძლევს და ნინიც ხაზგასმით გვესაუბრება მედ-პერსონალის მხრიდან გამორჩეულ კეთილგანწყობაზე.

ჩვენი გაზეთის რედაქციის სახელით ნინის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI