ნინი ჩეჩელაშვილს ბოლო გზაზე საქართველოში გააცილებენ / ნინი ჩეჩელაშვილი, ქართველი ემიგრანტი, რომელიც უმძიმეს დაავადებას, სიმსივნეს ებრძოდა 2024 წლის 21 მარტს, მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გამთენიისას გარდაიცვალა.
ნინის, სიმსივნის დიაგნოზი პირველად სამი წლის წინ დაუსვეს, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია თავის არეში. მას შემდეგ გადიოდა ძალიან რთულ რეაბილიტაციის პერიოდს, თუმცა არასდროს უკან არ იხევდა.
პირველი ოპერაციის შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების შესახებ ჩვენს გაზეთში სტატიაც კი დაიწერა, თუმცა მოგვიანებით მოხდა დაავადების რეცესია.
თავად ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ ამ ვერაგ დაავადებას დაამარცხებდა, მისმა სულის სიმტკიცემ ყველა გამოწვევას გაუძლო, მაგრამ სამწუხაროდ სხეულმა უმტყუნა.
ნინი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში, როგორც ძლიერი და უდრეკი ადამიანი. ადამიანი, რომელმაც ბოლო წუთებშიც კი მეუღლის პირით დაგვიბარა „კიბო განაჩენი არ არის, იბრძოლეთ და არ დანებდეთ-ო“.
დიდი იმედი გვქონდა ჩვენი გოგო ამ დუელში გამარჯვებული გამოვიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა რეალობა გვაქვს…
მადრიდის საელჩოს მხარდაჭერით, ნინი ჩეჩელაშვილის საქართველოში გადასვენება მოხდება სამშაბათს, სადაც შემდგომში დაიკრძალება წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში.
გარდაცვლილ ემიგრანტს ბოლო გზაზე გააცილებენ მისი შვილები და ოჯახის წევრები.
ნინის მეუღლე მადლობას უხდის ყველა ადამიანს, საქართველოსა და ემიგრაციაში, მძიმე წუთებში მისი ოჯახის მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
როგორც თავად გვითხრა, ამიერიდან, შვილების კეთილდღეობისთვის იბრძოლებს და მეუღლის ყველა დანაბარებს სისრულეში მოიყვანს. გეგმაში აქვს უახლოეს პერიოდში შვილებთან ერთად ესპანეთში დაბრუნება და ყველაფრის ნულიდან დაწყება.
იხილეთ მსგავსი სტატიები, წასაკითხად დააწკაპუნეთ ფოტოზე:
ნინი ჩეჩელაშვილის-მეორედ ბრძოლა სიცოცხლისთვის
