ნინო თამაზაშვილის და ბაკურ კვარაცხელიას „სამშობლო“

ბაკურ კვარაცხელია
ნინო-თამაზაშვილის-„სამშობლო“826X509
ნინო თამაზაშვილი

ნინო თამაზაშვილის და ბაკურ კვარაცხელიას „სამშობლო“. / პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე ინგლისური ენის ფილოლოგს და პედაგოგს ნინო თამაზაშვილს და მის მეგობარს ბაკურ კვარაცხელიას,

სამშობლოს სიყვარული საშუალებას არ აძლევს თვალი მშვიდად ადევნოს საქართველოში, განსაკუთრებით კი მის მშობლიურ ქალაქ ბათუმში ულიმიტოდ შემოსული რუსი „ტურისტების“ ნაკადს.

როგორც ნინო ამბობს საქართველოს ოკუპაციის ფონზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოში უსაფრთხოების შეგრძნება მინიმალურია.

აგრესორი ქვეყნიდან შემოსული რუსი ეროვნების ხალხი, რომლებსაც ჯერ თავადაც არ გადაუწყვეტიათ ლტოლვილები არიან, თუ ტურისტები, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას მალე გადააჭარბებს რაც თავისთავად საფრთხის შემცველია.

მისი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში უკვე ძნელია ქართული საუბრის გაგება, უძრავი ქონების უმრავლესობაც ბათუმში, სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე სხვისდება.

ამბობს რომ ხელისუფლების მხრიდან პასიურობას ასეთ მნიშვნელოვან და მწვავე თემებზე ვერანაირად ვერ ეგუება.

უკვე რამდენიმეჯერ მოითხოვა ბათუმის ერთ-ერთი ქუჩისთვის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელი დაერქმიათ, თუმცა ამაოდ.

ასევე აღნიშნავს რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლო ნამგალი და ურო რომელიც ბათუმის ცენტრშია წამოჭიმული და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას საბჭოური სიმბოლიკის აკრძალვის თემაზე, მაგრამ ქალაქის მერიამ არაერთი მიმართვის მიუხედავად მონუმენტი არ აიღო.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართელი მებრძოლი, მიშა თედორაძე

მიუხედავად ამისა იგი მაინც არ წყვეტს აქტიურობას და მტკიცე რწმენით „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ აგრძელებს დასახულ გზას.

სამოქალაქო აქტიურობის ფაზიდან ახალ საფეხურზე გადადის და ახალ პარტიას „სამშობლოს“ აფუძნებს იმ იმედით, რომ პარლამენტში მოახერხებს შესვლას და საკუთარი სათქმელის დაფიქსირებას როგორც დეპუტატი.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია.

რაც შეეხება მის თანამოაზრეს და პარტია „სამშობლოს“ თანადამფუძნებელს ბაკურ კვარაცხელიას, მისი მიზანია, უკრაინაში დაღუპული ძმის სახელით და უკრაინაში დაღუპული სხვა მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩაერთოს აქტიურად სახალხო პროტესტში და უკვე საქართველოში გააგრძელოს ანტისაუკოპაციო მოძრაობა..

ანტისაოკუპაციო სახალხო მოძრაობა “სამშობლო”-ს მთავარი  იდეაა სამშობლოს განთავისუფლება რუსი ოკუპანტებისაგან და რუსული  იმპერიის   ზეგავლენისაგან.

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი გმირის ედიშერ კვარაცხელიას ძმა ბაკურ კვარაცხელია და მე ნინო თამაზაშვილი ვაფუძნებთ ამ მოძრაობას 29 იანვარს, კვარას დაბადების დღეს.

ჩვენ ვიბრძოლებთ ამ გმირების იდეის განსახორციელებლად და სამშობლოს უკეთესს  მომავალის  აუცილებლად  მოვიყვანთ. საქართველო ჩვენია და ჩვენ ამას შევძლებთ!

რადგან არსებული მთავრობა ვერ  ასახავს ხალხის ინტერესებს და ხალხის ენაზე არ საუბრობს ის ამცირებს ხალხის ნებას უყვარდეს თავისი გმირები.

ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ გმირების სახელით ვიბრძოლოთ

სამშობლოსთვის ბრძოლა ეს არჩევანი არააა ეს ჩვენი ვალდებულებაა და ამ ვალდებულებას ჩვენ შევასრულებთ!ნინო თამაზაშვილი

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელია დაკრძალვა
გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI