პომიდვრებით გუნდაობა ესპანეთში „ლატომატინა“

პომიდვრებით_გუნდაობა_ესპანეთში_„ლატომატინა“820X547

პომიდვრებით გუნდაობა ესპანეთში „ლატომატინა“/ როგორც ყველა კულტურაში ესპანეთშიც მრავლად გვხვდება თავისებური დღესასწაულები, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული „La Tomatina“,

რომელიც განსაკუთრებით მხიარული ხასიათისაა და დიდი პოპულარულობით სარგებლობს, როგორც ესპანელებში ისე ტურისტებში.

დღესასწაული აღინიშნება სოფელ ბუნიოლში, ვალენსიის მახლობლად, ყოველ წელს, აგვისტოს თვის ბოლო კვირაში, ოთხშაბათ დღეს.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება ფასიანია. სპეციალურად ამ დღისთვის ტურისტებისთვის იგეგმება ტურები სხვადასხვა ქალაქებიდან ბუნიოლის მიმართულებით.

დღესასწაულის ორგანიზებაში ჩართულები არიან აგრიკულტორები  და ქალაქის მმართველობა.

თავად მერია უზრუნველყოფს სატვირთო მანქანებით დანიშნულების ადგილზე დროულად იყოს მიტანილი განსაკუთრებით მწიფე პომიდორი.

პომიდვრებით_გუნდაობა_ესპანეთში_„ლატომატინა“820X546

„ფიესტის“ არსი იმაში მდგომარეობს რომ მონაწილეებმა ერთმანეთი ბოსტნეულით უნდა „დაბომბონ“.

მწიფე პომიდორს მართლაც ჭურვის ეფექტი აქვს და სროლისას სკდება, ამიტომ  თვალების წვა რომ თავიდან აიცილონ და მხედველობის არეალი არ დაკარგონ „ლატომატინას“ მონაწილეები წყლის სათვალეებით შეიარაღებულები მიდიან დღესასწაულზე.

ადგილობრივი მმართველობა აქტიურად ზრუნავს დღესასწაულის მიმდინარეობისას დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

ისტორია თუ როგორ დაიწყო ყველაფერი?!

„ლატომატინა“, რომელიც ახლა მხიარულებას და გართობას უკავშირდება თავდაპირველად სრულიად საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია.

ყველაფერი დაიწყო 1945 წელს ფრანკოს დროს, სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში, ესპანეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპოქაში.

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სიტუაციისა ბუნიოლში მაინც აღნიშნავდნენ სოფლის დღესასწაულს. ტრადიციულად გამოტანილი ქონდათ გიგანტი და დიდთავა თოჯინები.

მოედანზე როგორც წესი გამოტანილი იყო დახლები და ადგილობრივი გლეხები ყიდიდნენ მოწეულ მოსავალს.

ამ წელს მერიის ორგანიზებით მოეწყო კონკურსი. მონაწილებას იღებდა ადგილობრივი ახალგაზრდების ორი ჯგუფი,

კონკურსის შედეგად უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული გუნდი რომელიც წახალისების მიზნით, მიიღებდა მცირე ფულად ჯილდოს.

თუმცა მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი ფაქტი, დამარცხებულმა გუნდმა ვერ აიტანა მარცხი რის გამოც გაიმართა საშინელი შეხლა-შემოხლა და ხელჩართული ჩხუბი.

მოჩხუბრებმა იარაღად გამოიყენეს ყუთებში განთავსებული ბოსტნეული რასაც საბოლოოდ პოლიციის მხრიდან მოყვა ხალხის დაკავებები.

მომდევნო წელს ჩხუბის განმეორების შიშით საკრებულომ სოფლის მფარველი წმინდანის დღესასწაულიც კი გააუქმა.

მაგრამ ამას ახალგაზრდებისთვის ხელი არ შეუშლია ახალი სკანდალის გამოსაწვევად.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყუთებით მიიტანეს პომიდვრები და ერთმანეთს დაუშინეს. იმ დღიდან მოყოლებული ასე მეორდებოდა პომიდვრის სროლის რიტუალი ყოველ წელს.

პომიდვრებით_გუნდაობა_ესპანეთში_„ლატომატინა“820X546
პომიდვრებით_გუნდაობა_ესპანეთში_„ლატომატინა“820X547

ამ ორიგინალურ დაპირისპირებას იმდენად დიდი რეზონანსი მოყვა, რომ ფაქტიურად ფრანკოს დიქტატურის საწინააღმდეგო ხასიათი მიიღო რაც რეჟიმისთვის ერთგვარი გამოწვევა გახდა, დაემყარებინა დისციპლინა.

რის შედეგადაც  უკვე 1956 წელს სახელმწიფო დადგენილებით აიკრძალა სოფლის მფარველი წმინდანის დღესასწაული.

თუმცა დაუმორჩილებელი ახალგაზრდების ჯგუფი არც მომდევნო წელს დანებდა, ამჯერად მათ მოაწყვეს ტომატის დრამატული დასაფლავება, სამგლოვიარო მარშით და გლოვით.

ბუნიოლის მერია საბოლოოდ იძულებული გახდა ახალი თაობის ეს სიურეალისტური წამოწყება ოფიციალურ დღესასწაულად ექცია.

უკვე 1959 წელს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად „ლატომატინას“ მიენიჭა ქალაქის დღესასწაულის სტატუსი

და ტარდებოდა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, ლიმიტირებული დროით, ერთი საათის განმავლობაში.

ეს უჩვეულო ზეიმი მთელი ესპანეთისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა რაც ერთ-ერთმა სატელევიზიო გადაცემამ გააშუქა.

2021 წელს ამ ფესტივალზე, რომელსაც დაახლოვებით 22 000 ადამიანი ესწრებოდა 140 000 კილო პომიდორი იქნა გამოყენებული.

როგორც ამბობენ სროლისთვის გამოყოფილი ბოსტნეული ადამიანის საკვებად უვარგისია თუმცა ეს ცოტა საკამათო თემაა.

წყარო: მასალა ითარგმნა და მომზადდა foodandwineespanol- ზე დაყრდნობით

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI