რას ვნანობ? ე მ ი გ რ ა ნ ტ ო ბ ა ს…
დაკარგულ წლებს,
ტკივილით სავსე დღეებს,
მონატრებაში გატარებულ,
კვირებს, რომლებიც წლებად იქცა.
უჩემოდ გაზრდილ შვილს,
რას ვნანობ?
ახლობელი, საყვარელი ადამიანების გამოტოვებულ ქორწილებს, დაბადების დღეებს, ოჯახის წევრების დაკარგვას, ისე რომ მათ უკანასკნელ გზაზეც ვერ აცილებ.
მათ საფლავთან მისვლა არ შეგიძლია და ამასობაში გადის წლები ისე რომ ვერც ასწრებ დათვლას..
რას ვნანობ?
არცერთი სასწავლო პროცესის დაწყებისას, შვილის გვერდით არ ყოფნას.
რას ვნანობ???
ახალგაზრდული წლების ოთხ კედელში გამოკეტილ ცხოვრებას!!!
რას ვნანობ???
მოსამართლის გარეშე, საკუთარ თავზე შეფარდებულ, უვადო პატიმრობას…
რას ვნანობ???
ყველა არასწორ ნათქვამ სიტყვას ბოროტი ბრბოსგან!! რაც ემიგრანტობამ გამოიწვია…
რას ვნანობ???
არასწორი ცხოვრების დაუწერელ კანონებს… როცა ხარ საზღვარ გარეთ, და მოიწესრიგებ თავს, გახალისდები, ცოტა ხნით ერთ ფოტოს გადაიღებ და გეუბნებიან: „შენ რა გიჭირს“, „რა კარგად ხარ“.
მაგრამ არავინ ფიქრობს, შენ რამდენ გაჭირვებას, ცრემლებს, დამცირებას, მონატრებას, უძლებ, მაინც ის ერთი ლამაზი ფოტო მოუდით თვალში…
ძალიან ეადვილებათ სხვისი განსჯა, რადგან მათ არასდროს გაუვლიათ ის გზა რასაც ემიგრანტი გადის… არ იციან რას ნიშნავს მონატრება, არ იციან რას ნიშნავს ყველაფერზე მოწყვეტა, ყველაფრისგან შორს ყოფნა.
ვერც ვერასდროს გაიგებენ!!! და იცით რატომ?!
მათ ყველაფერი აქვთ რაც უნდათ, მაგრამ მაინც ემიგრანტის ერთი დღის, ერთი ლამაზი ფოტო უკვირთ და სალაპარაკო არ ელევათ, ოღონდ ცუდი სალანძღავი სიტყვებით.
რას ვნანობ???
არასწორად წარმართულ ცხოვრებას , როცა გეგმები სხვანაირად გაქვს დაწყობილი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ვითარდება. ეს ყველაზე მეტი ტკივილია.
რას ვნანობ?? ე მ ი გ რ ა ნ ტ ო ბ ა ს!!!
ფუჭად, უხალისოდ, უღიმღამოდ ჩავლილ წლებს.
ვინ არის ამაში დამნაშავე?!
არავინ გარდა უკუღმართი ბედისწერისა, საკუთარი თავის და უკუღმა არასწორად განვითარებული მოვლენებისა..
და მაინც რას ვნანობ???
მხოლოდ და მხოლოდ არასწორად დახარჯულ ცხოვრებას, ახალგაზრდული წლების უფერულად დახარჯვას.
და მაინც!!! რას ვნანობ???
ემიგრანტობას!
ეადვილებათ სხვას სხვისი ცხოვრების განსჯა, რადგან მათ არასდროს უვლიათ იმ ფეხსაცმელით, რითაც ჩვენ გავდივართ, არასდროს დაკლებიან ქორწილს, დაბადების დღეებს, შვილების ყველაზე ლამაზ და ბედნიერ წუთებს.
აი ასეთი ხალხი ამას ვერ გაიგებს ვერასდროს!
მათ არ იციან რას ნიშნავს იყო ემიგრანტი. იცით ბევრისგან ისიც გამიგია რა ტვინი შეჭამე ამ ემიგრანტობით, თუ არ გინდა ადექი და წადი სახლშიო.
ხვდებით ამ სიტყვებში რამდენი ტკივილია? ან რა დარტყმას აყენებთ ადამიანს ამ სიტყვებით?
არა, არ გიფიქრიათ!
რადგან თქვენ გაგებაშიც კი არ ხართ რას ნიშნავს ეს, რადგან რომ გვქონდეს იმის ბედნიერება რო ავდგეთ და წავიდეთ სახლში, მაშინ არ ვიქნებოდით ემიგრანტი …
რადგან არ გვაქვს ჩვენ ეს ფუფუნება იმიტომ ვართ საზღვრებს გარეთ და არა სიამოვნებისთვის…
ვინ რა იცის რამდენი ღამე, ცრემლებით დასველებულ ბალიშზე დაუძინია ემიგრანტს, ვინ რა იცის როდის რა: ეწყინა, ეტკინა, ავად გახდა, თუ კარგადაა!!! არავინ! საკუთარი თავისა და მისი ბალიშის მეტმა.
ნუ გეადვილებათ თქვენი გადასახედიდან ემიგრანტობა, ეს არ არის ასე ადვილი, მაგრამ არც თქვენ ხართ დამნაშავე ამაში, მაგრამ ადამიანობა მაინც უნდა შეგეძლოთ..
რას ვნანობ?
ემიგრანტობას, რადგან წლები უკან არ ბრუნდება და ყველაზე საუკეთესო წლები, ახალგაზრდობა, ზუსტად ასე რომ ილევა!!! არაფრის ხალისი და ფერები რომ არ აქვს!! აი ეს მტკივა, ოთხ კედელში, სხვის სახლში, უცხო მიწაზე, უცხო ქვეყანაში გალეული ცხოვრება მტკივა…