რატომ და სად იკრძალება „პატინეტები“?!

რატომ და სად იკრძალება „პატინეტები“?! უკვე საბოლოოდ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ 1 თებერვლიდან ბარსელონას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იკრძალება ელექტრო სკუტერების (Patinete eléctrico) შეყვანა.

აკრძალვა გაგრძელდება 6 თვის მანძილზე სანამ საბოლოო რეგულაციები არ დამტკიცდება.

ჩნდება კითხვა თუ რამ გამოიწვია მსგავსი გადაწყვეტილების ასე მოულოდნელად მიღება?!

როგორც აღმოჩნდა დაახლოვებით ერთი თვის წინ, დეკემბრის თვეში, „ფეროკარილის“ ვაგონში ერთ-ერთ მგზავრს უეცრად აუფეთქდა სკუტერი.

საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა მგზავრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ დააყოვნა ბარსელონას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაქციამ და მყისიერად მიიღეს აკრძალვის დროებითი კანონი.

რომელიც დარღვევის შემთხვევაში 200 ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს შეზღუდვა ვრცელდება „მონოციკლებზეც“.

როგორც ჩანს ბარსელონა, ლონდონის შემდეგ მეორე ქალაქია ევროპაში, რომელმაც ელექტრო სკუტერების საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეყვანა აკრძალა.

როგორც „არეა მეტროპოლიტანა დე ბარსელონამ“ აღნიშნა მეტროების და „ფეროკარილების“ გაჩერებებზე ამ პოპულარული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სპეციალურ შემნახველ ყუთებს (Bicibox) დააყენებენ, რომლებიც მათზე იქნება ადაპტირებული.

ამ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოყვა ბარსელონას მოსახლების მხრიდან, რის გამოც „სანტ ესტაციონის“ გაჩერებაზე საპროტესტო აქციაც გაიმართა.

რატომ-და-სად-იკრძალება-პატინეტები“?!882X556

მინდა გითხრათ, რომ შარშან მეც შემემთხვა ანალოგიური ინციდენტი ჩემს საცხოვრებელ სახლში და სულაც არ იყო სახუმაროდ საქმე.

დამტენზე შეერთებულმა სკუტერმა, მოულოდნელად დაიწყო უცნაური ხმის გამოცემა, გამოიფრქვა დიდი რაოდენობით შავი კვამლი და რომ არა ჩვენივე მყისიერი რეაქცია, შესაძლოა ინციდენტი ძლიერი აფეთქებით დასრულებულიყო.

ცეცხლმოკიდებულ სკუტერს, მოვახვიეთ სველი პირსახოცები და გავიტანეთ აივანზე, მაგრამ რომ გვეგონა ჩავაქრეთ… მისი ბატარია განახლებული ძალით ახლიდან იწყებდა შიშინს და კვამლის გამოფრქვევას.

მოგვიანებით უკვე გავიგეთ, რომ ამ ტიპის ბატარიების ჩაქრობა ძალზედ რთულია. მხოლოდ ცეცხლმაქრი გამოდგა ეფექტური.

შემდეგ უკვე მოვიძიე ინფორმაცია აფეთქების სავარაუდო მიზეზების შესახებ და აღმოვაჩინე, რომ ესენი შეიძლება იყოს:

ზედმეტი გადახურება მზისგან, ან დიდი ხნით დამტენზე შეერთება, ძლიერი დარტყმა, ან მოკლე ჩართვა.

ჩემს შემთხვევაში მიზეზი იყო, მანქანასთან მსუბუქი შეჯახება, თუმცა სკუტერს გარეგნული დაზიანებები დიდად არ ეტყობოდა და საფრთხედ არ მივიჩნიე.

გირჩევთ, თუკი სახლში არ იქნებით ეს მოწყობილობა დახურულ სივრცეში არ შეინახოთ, მაგრამ არც მზეზე არ უნდა დატოვოთ, რადგან მზისგან გადახურებაც საფრთხის შემცველია.

რაც დრო გადის, ამ ერთი შეხედვით უწყინარი სატრანსპორტო საშუალების შესახებ პოლემიკა არ წყდება და ნელ-ნელა, სულ უფრო და უფრო მეტი რეგულაციები ემატება საგზაო კანონმდებლობას მათ შესახებ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI