რატომ ზეიმობენ ბარსელონაში-„La Mercè“-ს იგივე გულმოწყალების დღესასწაულს?!

რატომ-ზეიმობენ-ბარსელონაში-„La-Mercè“-ს1187X879

რატომ ზეიმობენ ბარსელონაში-„La Mercè“-ს იგივე გულმოწყალების დღესასწაულს?!მოგეხსენებათ ესპანეთი გამოირჩევა რელიგიური ხასიათის დღესასწაულებით, რომელიც უკვე ტრადიციადაა ქცეული.

მოსახლეობა ამ დღესასწაულებს დიდი ენთუზიაზმით ზეიმობს განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

პირველ რიგში იმიტომ რომ დღესასწაულს ყოველთვის თან ახლავს დასვენების დღეები და გართობა.

თანამედროვე მუსიკალური კონცერტების პარალელურად იმართება არაჩვეულებრივი ფოლკლორული ხასიათის კონცერტები, გამოფენები, ტრადიციული ცეკვები, მსვლელობები.

რაც განსაკუთრებით ხელს უწყობს ადგილობრივი კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ახალ თაობაში.

ნუ დაგვავიწყდება ტურისტების ფაქტორიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ესპანეთში რომელიმე კონკრეტულ დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოდიან.

არსებობს ისეთი რელიგიური დღესასწაულებიც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში, ქალაქში ან სოფელში აღინიშნება.

სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს ბარსელონას, La Mercè-ს დღესასწაულების შემთხვევაში. რომელიც იგივე „მოწყალების დღესასწაულს“ ნიშნავს და ტარდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში.

დღესასწაულის თარიღი მოძრავია და უნდა ემთხვეოდეს შაბათ-კვირას.

სადღესასწაულო მოქმედებები 2024 წელს, დაიწყო პარასკევს, 20 სექტემბერს და დასრულდება სამშაბათს, 24 სექტემბერს.

24 სექტემბერი, ბარსელონას მუნიციპალიტეტში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

დღესასწაული წელიწადში ერთხელ იმართება ბარსელონაში და ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია (Fiesta mayor),

რომელიც ბარსელონას მფარველი წმინდანის „მოწყალების ღვთისმშობლის“ (la Mare de Déu de la Mercè) საპატივცემულოდ აღინიშნება.

La orden de la merced – მოწყალების ორდენი (ქრისტიანების გადასარჩენად შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია ესპანეთში)

მოწყალების ღვთისმშობელსვე უკავშირებენ ბარსელონაში მომხდარ რამდენიმე სასწაულს, მათ შორის ქალაქის მოსავლის გადარჩენას კალიების შემოსევისგან.

ხალხის რწმენით, ღვთისმშობლის მიმართ აღვლენილი ლოცვის შემდეგ, კალიების შემოსევა მოულოდნელად შემწყდარა და შიმშილობა არიდებიათ თავიდან.

ლეგენდის თანახმად  „მოწყალების ღვთისმშობელი“ იგივე „la Mercè“ 1218 წლის 24 სექტემბერს, ერთდროულად გამოეცხადა რამდენიმე ღვთისმოშიშ მორწმუნეს

მეფე ხაიმე I, წმინდა პედრო ნოლასკოს და წმინდა რაიმონდ პენიაფორტს.

რომლებსაც უბრძანა შეექმნათ ქრისტიანთა დაცვის ორდენი სახელად „Merced“ (რაც ნიშნავს მოწყალებას).

როგორც გადმოცემით ირკვევა, ორდენის მთავარი მისია იყო, გამოეხსნათ ტყვედ ჩავარდნილი ქრისტიანები მუსულმანთა მონობისგან და გადაერჩინათ იძულებითი გადასახლებისგან.

ორდენი იმდენად ძლიერი რელიგიური ხასიათის იყო, ტყვედ აყვანილ ქრისტიან ქალებსა და ბავშვებს, თუ ვერ გამოიხსნიდნენ თავად ენაცვლებოდნენ ტყვეებს.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური დღესასწაულები საუკუნეების მანძილზე ეკლესიის გავლენისა და სიძლიერის დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა.

როდესაც ესპანეთში რესპუბლიკური ხელისუფლება მოვიდა ეს ტენდენცია მოისპო.

რესპუბლიკელების მმართველობის პერიოდში, 20/30-იან წლებში პრაქტიკულად აღარც კი აღინიშნებოდა რელიგიური დღესასწაულები,

რაც ფრანკოს მოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

უკვე, მოგვიანებით ბარსელონას მერიის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, რაც „ფრანკიზმის“ ეპოქის დასრულებას მოყვა დღესასწაულის რელიგიური ფაქტორი შესამჩნევად შემცირდა

ამიტომ საზეიმო ცერემონიები ძირითადად კულტურულ-ფოლკლორულ ღონისძიებადაა გარდაქმნილი.

24 სექტემბერს, ბარსელონაში133 მოქმედებაა ჩანიშნული სხვადასხვა ლოკაციაზე. პროგრამის სანახავად დააწკაპუნეთ დაბლა ფოტოზე და გადადით ბმულზე.

სადღესასწაულო მოქმედებების უმეტესობა ღია ცის ქვეშ იმართება. როგორც წესი, სადღესასწაულო მარათონი კულმინაციას მიაღწევს ღამით და დაიხურება პირო-მუსიკალური სანახაობით.

მუნჯუიკის მთაზე, მუსიკის ფონზე, შთამბეჭდავი ფოიერვერკები დაიწყება 22:00 საათზე, რომელიც დაახლოვებით 30 წუთამდე გაგრძელდება.

ასე რომ ბედნიერ უქმე დღეს ვუსურვებთ ბარსელონას ბინადრებს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI