რა არის დეკლარაცია (declaración de la renta) და რატომ უნდა გავაკეთო? ამ კითხვას ძალიან ბევრი ადამიანი სვამს, ამიტომ ვეცდებით აგიხსნათ თუ რას ნიშნავს, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოიყენო.
საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია იგივე IRPF (Impuesto sobre la Renta de las Personas Físicas) არის ყოველწლიური პროცედურა, რომლის გაკეთებასაც გვავალდებულებს ესპანეთის საგადასახადო სააგენტო, როგორც ესპანეთის მოქალაქეებს ისე რეზიდენტებს.
2024 წლის 3 აპრილიდან დაიწყო წინა წლის (2023) დეკლარაციის წარდგენა და გაგრძელდება ამავე წლის, 26 ივნისამდე.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანი, არ არის ვალდებული საგადასახადოს წარუდგინოს ყოველწლიური დეკლარაცია.
ასე რომ ქვემოთ მოგიყვებით ამ დეტალებს.
რა არის პირადი საშემოსავლო გადასახადი (IRPF) ?!
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირადი საშემოსავლო გადასახადი (IRPF) არის გადასახადი, რომელიც ესპანეთში მცხოვრებმა ფიზიკურმა პირებმა უნდა გადაიხადონ ყველა იმ სარგებელის ან შემოსავალის შემთხვევაში, რომელიც მიიღეს წინა ფისკალური წლის განმავლობაში.
ანუ გამოქვითვადი ხარჯების გამოკლების შემდეგ მიღებული, წმინდა შემოსავალის მთლიანი სარგებელი.
იგი მოიცავს როგორც ხელფასის (nómina), ასევე თვითდასაქმებულის (autónomo) სახით მიღებულ შემოსავალს, იგულისხმებიან პენსიონერებიც.
მართალია, საშემოსავლოს გადასახადი, ზოგადად ძალიან არასასიამოვნო პროცესად ითვლება, როცა გადახდა გვიწევს,
მაგრამ სამწუხაროდ ეს გარდაუვალი ფაქტია და საბოლოოდ მაინც მოგვიწევს გადახდა, ამიტომ ჯობს თავი არ აარიდოთ გადასახადებს.
(თუ არ გაქვთ ერთიანად გადახდის საშუალება, შეგიძლიათ თვეებზე გადაანაწილოთ).
თუმცა რიგ შემთხვევებში შეგიძლიათ მათგან ბენეფიტებიც მიიღოთ.
მაგალითად, ზოგ შემთხვევაში დეკლარაციის გაკეთების შემდეგ, შესაძლოა სახელმწიფომ უკან დაგიბრუნოთ იმ თანხის ნაწილი (devolución del IRPF), რაც მთელი წლის განმავლობაში იხადეთ გადასახადების სახით.
თანხის დაბრუნება, დამოკიდებულია თქვენს ოჯახურ გარემოებაზე, ასაკზე, იმაზე თუ რამდენ ადამიანს ინახავთ, მუშაობს თუ არა თქვენი მეუღლე და გყავთ თუ არა პენსიონერი მშობლები (65 წლის ზემოთ).
ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ შვილები ან მეუღლე, ლეგალურად იმყოფებიან თუ არა ესპანეთში, მთავარია რომ ცხოვრობდეთ ერთ მისამართზე და ქმნიდეთ ერთ ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ ვისაც ბინის კონტრაქტის ხელშეკრულებები გაქვთ გაფორმებული ან იპოთეკით გაქვთ ბინა შეძენილი 2015 წლამდე, თქვენ გამოგექვითებათ IRPF-დან გარკვეული თანხა და უკან დაგიბრუნდებათ (se desgraba),
ასევე დაგექვითებათ ელექტრომობილის თანხაც, თუ ასეთი ავტომობილი შეიძინეთ ბოლო წლებში.
პირადი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება ეს არის, დასაბრუნებელი წილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი და თქვენი ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაფარად, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
ვინ არის ვალდებული, გააკეთოს წლიური დეკლარაცია (RENTA) ?
როგორც სახელმწიფო გვერდზე ვკითხულობთ
- ნებისმიერი ადამიანი ვინც რეგისტრირებული იყო 2023 წელს, როგორც ინდმეწარმე (autónomo o cuenta propia).
- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იღებს მინიმალურ საარსებო დახმარებას (Beneficiarios del ingreso mínimo vital) ან არის ბენეფიციარი არასრულწლოვანის ოჯახის წევრი (დედა, მამა, მეურვე).
- ვისი საერთო შემოსავალიც აღემატება, წლიურად 22.000 ევროს (ვანგარიშობთ „ბრუტოს“).
- ვისი შემოსავალიც არ აღემატება წლიურად 15000 ევროს, მაგრამ ჰყავს ორი გადამხდელი.
ერთხელ, რომ გავაკეთებ დეკლარაციას (RENTA) სულ უნდა ვაკეთო?
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო რომ ეს, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული აზრი, რომელიც რატომღაც ჩვენს ემიგრაციულ საზოგადოებაში დომინირებს თითქოს: თუ ერთხელ წარადგენთ დეკლარაციას, მერე ვალდებული ხართ ყოველწლიურად აკეთოთ, ეს არის ტყუილი.
როგორც უკვე ზემოთ წაიკითხეთ, დეკლარაციის წარდგენა ხდება თქვენი წლიური შემოსავლის და მგომარეობის მიხედვით (თუ გექნებათ მარალი შემოსავალი – წარადგენთ, თუ არა – არ წარადგენთ)
რა მოხდება, თუკი არ გავაკეთებ სავალდებულო წლიურ დეკლარაციას?
- რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, დიდი ალბათობით მიიღებთ წერილს საგადასახადო სააგენტოდან, რომ გაქვთ გარკვეული ტიპის დავალიანება (multa) და მოგცემენ რაღაც ვადას თანხის გადასახდელად.
- შესაძლოა საემიგრაციო სამსახურმა მოგთხოვოთ დოკუმენტი საგადასახადო სააგენტოდან, რომ არ გაქვთ სახელწიფო დავალიანება (certificado acreditativo de encontrarse al corriente de sus obligaciones tributarias).
ამ წელს, უამრავი საბუთის განხილვა შეწყდა, მანამ, სანამ წინა წლის დეკლარაცია არ გაკეთდა და დავალიანება არ დაიფარა.
- შესაძლოა, SEPE-მ არ მოგცეთ სუბსიდიები (paro, ayuda), სანამ წინა წლების სავალდებულო დეკლარაციას არ გააკეთებთ და დავალიანება არ გასწორდება.
- სკოლებში, კვების ან სხვა მოთხოვილი ნებისმიერი დახმარების დროს შესაძლოა უარი გითხრან თუკი რენტას არ წარადგენთ, მიუხედავად იმისა, ვალდებული ხართ თუ არა აკეთოთ დეკლარაცია.
რა მოხდება, თუკი არ ვარ ვალდებული გავაკეთო ყოველწლიური რენტა და მაინც ვაკეთებ?
შეგეძლებათ სახელმწიფო სტრუქტურებში მოითხოვოთ სხვადასხვა ტიპის სუბსიდიები და სოციალური დახმარებები, ასევე თავიდან აირიდებთ ნებისმიერ გაუგებრობას სახელმწიფო სამსახურებთან და შესაძლოა თანხაც კი დაგიბრუნონ უკან.
გინდა გააკეთო წლიური დეკლარაცია?! დაგვიკავშირდი და ჩვენი პროფესიონალების გუნდი მოგემსახურებათ უმაღლეს დონეზე. დააწკაპუნე ფოტოზე ან მოგვწერე ვათსაფზე: