რა არის მაღაზიის ჯარიმა და რა უნდა ვიცოდეთ?! Antecedentes penales y policiales

რა-არის-მაღაზიის-ჯარიმა-და-რა-უნდა-ვიცოდეთ?!-Antecedentes-penales-y-policiales1200x675

რა არის მაღაზიის ჯარიმა და რა უნდა ვიცოდეთ?! ალბათ ხშირად გაგიგიათ – „მაღაზიის ჯარიმა მაქვს გადახდილი, სხვა პრობლემა არ მქონია ესპანეთში“.

რეალურად ამ „მარტივი“ შემთხვევის მიღმა უდიდესი პრობლემა იმალება, რასაც ნასამართლეობა ჰქვია.

არ აქვს მნიშვნელობა, შოკოლადის ერთ ფილას მოიპარავთ თუ ბინას გაქურდავთ, პრინციპით „ნემსის და აქლემის ქურდი, ორივე ქურდიაო“.

როდესაც პოლიცია ფაქტს დააფიქსირებს, სამწუხაროდ, თქვენ უკვე „ნასამართლევი“ ბრძანდებით. მიუხედავად იმისა გამოცხადდებით თუ არა სასამართლოზე, გადაიხდით თუ არა ეგრეთწოდებულ ჯარიმას ან იტყვით თუ არა რომ – „შემთხვევით რაღაც ნივთი გაგყვათ“.

როგორც წესი, ინციდენტის დროს ხდება პოლიციის გამოძახება. იმისთვის რომ უსიამოვნება თავიდან აირიდოთ, ჯობს დაცვას არ შეეწინააღმდეგოთ და ნაქურდი ნივთების ღირებულება ადგილზევე გადაიხადოთ. ეს ქმედება დაგეხმარებათ, რომ ნასამართლეობას გადაურჩეთ.

მაგრამ, თუ ამანაც არ გაჭრა, ყოველთვის გირჩევთ გამოცხადდეთ სასამართლოზე, აღიაროთ დანაშაული, მოიხადოთ ბოდიში და ადგილზევე ჩაიბაროთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ჯარიმის ფურცელი.

სასამართლოზე გამოცხადება იმისთვისაა საჭირო, რომ გადაწყვეტილების სასამართლოებში ძებნა არ დაგჭირდეთ ადვოკატის ჩარევით.

თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, ისევ თქვენს საქმეს წაადგება.

ესპანეთში, არსებობს ნასამართლეობის ორი ტიპი, სასამართლო და საპოლიციო ნასამართლეობა (Antecedentes penales o judiciales y policiales)

ამ ორ ნასამართლეობას შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს რომ სხვადასხვა უწყება განიჭებთ ნასამართლეობას.

პოლიციის შემთხვევაში სასამართლო არც არის საჭირო, რადგან მსუბუქ დანაშაულებზე თავადვე გაცხადებენ ნასამართლევად (delito de faltas), ან სწრაფი სასამართლოს მეშვეობით (hurto y delitos leves).

რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, როდესაც ესპანეთში გაქვთ ნასამართლეობა?

მოგეხსენებათ, როდესაც ბინადრობის და მუშაობის ნებართვაზე პირველად შეგვაქვს მოთხოვნა აუცილებელი პირობაა საქართველოდან წარვადგინოთ ნასამართლეობის ცნობა, სადაც ეწერება რომ არ ხართ „ნასამართლევი“ და არ ხართ „ძებნაში“.

ხართ თუ არა ნასამართლევი ესპანეთში, ამ ცნობას საემიგრაციო სამსახური არ ითხოვს, რადგან თქვენს შესახებ ინფორმაციას პირდაპირ იუსტიციის სამინისტროდან იღებს შიდა საკომუნიკაციო არხებით.

რა პრობლემას გვიქმნის ნასამართლეობა?

ბარსელონაში მოღვაწე ქართველი ადვოკატი ნათია ქარდავა აცხადებს, რომ ბინადრობის ნებართვაზე საემიგრაციოდან უარის მოსვლის ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დამალვის გამო აქვთ.

„სამწუხაროდ კლიენტების ძირითადი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ ეგრეთწოდებული „მაღაზიის ჯარიმა“ რეალურად ნიშნავს ნასამართლეობის ქონას

უარის გამო განაწყენებული კლიენტები კი ადვოკატს ადანაშაულებენ არაპროფესიონალიზმში, რაც არარაციონალური საქციელია ვინაიდან საქმის დაწყებისთანავე მომხმარებელი, პროფესიონალს არ აწვდის შესაბამის ინფორმაციას რაც დიდი შეცდომაა და რომლის მოგვარებაც ადვოკატს შუძლია – აცხადებს ესპანეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი.

უარის წინაშე დგანან რეზიდენციის მქონე ემიგრანტებიც, ბინადრობის ნებართვის განახლებისას.

რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუკი საქართველოში ან ესპანეთში გაქვთ ნასამართლეობა?

თუ საქართველოდან ჩამოხვედით ნასამართლეობით ან იმყოფებით ძებნაში, უნდა მიმართოთ საქართველოში მყოფ კომპეტენტურ ორგანოებს იმისთვის რომ მოხდეს ნასამართლეობის გაქარწყლება ან ძებნის შეჩერება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აიღებთ სუფთა ნასამართლეობის ცნობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და ესპანეთის საემიგრაციოდან, ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაზე მოგივათ უარი.

რაც შეეხება ესპანეთს, როდესაც საქმე გვაქვს ქურდობასთან, ან მცირე დანაშაულთან (Hurto), სტანდარტული ვადით სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 6 თვე, იმისთვის რომ გაქარწყლების პროცედურა დაიწყოთ.

მძიმე დანაშაულების (delitos penales) შემთხვევაში, ეს პერიოდი შესაძლოა ორი წელი ან უფრო მეტიც იყოს.

რაც შეეხება თავად ნასამართლეობის გაქარწყლების პროცესს, ესპანეთში, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 3-დან 6-თვემდე. ზოგ შემთხვევაში 12 თვეც შეიძლება დაიგვიანოს.

როგორც ნათია ქარდავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა ესპანეთის სვადასხვა რეგიონებში, როგორიცაა ბასკეთი და კატალონია, ნასამართლეობის გაქარწყლება ბევრად უფრო პრობლემატურია,

რადგან ამ რეგიონებში ნებისმიერი დანაშაულის ჩადენას აქვს ორმაგი კვალიფიკაცია რის გამოც ნასამართლეობის გაქარწყლება უნდა მოხდეს ორ ინსტანციაში, როგორც სასამართლოში ისე პოლიციაში (Mossos d´escuadra y ministerio de justícia).

რა ხდება, როდესაც პიროვნებას უკვე აქვს ესპანეთში ბინადრობის და მუშაობის უფლება და შემდეგ გაასამართლეს?!

რეზიდენტის შემთხვევაში საქმე ბევრად რთულად არის რადგან, როდესაც საბუთების განახლება გიწევთ და ამავდროულად ვერ ესწრება ნასამართლეობის გაქარწყლება, ორივე ინსტანციაში, საემიგრაცი სამსახურიდან მოგდით – უარი.

სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში საბუთები იკარგება და ყველაფრის ნოლიდან დაწყება გიწევთ. პირობითის შემთხვევაში, საბედნიეროდ ასე არ ხდება.

თუკი, როდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხართ, კონკრეტულ თემებზე ინფორმაციის მოსაგროვებლად და კონსულტაციისთვის, მათ შორის ნასამართლეობის გაქარწყლებასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ, ვოთსაფზე და ჩვენი გუნდი მოგემსახურებათ.

ჩვენი რჩევაა, თუ ჯარიმის გადახდიდან უკვე გასულია 6 თვე, დაგვიკავშირდით, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ ნასამართლეობის გაქარწყლება.

ჩვენს ოფისში აგრეთვე მოგემსახურებიან როგორც საემიგრაციო ისე ადმინისტრაციულ საკითხებში.

WHATSAPP

ჩვენთან დასაკავშირებლად დააწკაპუნეთ ვოთსაფის ღილაკზე.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI