რა არის RAI და როგორ მოვითხოვოთ SEPE-ს 5,280 ევროიანი დახმარება?!

რა-არის-RAI-და-როგორ-მოვითხოვოთ-SEPE-ს-5,280-ევროიანი-დახმარება?!1200X675

ესპანეთის სახელმწიფო დასაქმების სამსახური რომელიც ჩვენთვის SEPE-ს სახელით არის ცნობილი ყველა, 45 წელს გადაცილებულ ადამიანს სთავაზობს განსაკუთრებულ დახმარებას,

რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩა უმუშევარი და დიდი სირთულეები აქვს შრომით ბაზარზე დასაბრუნებლად.

ამ დახმარების თანხა, შეადგენს 480 ევროს თვეში, 11 თვის განმავლობაში (სულ 5,280 ევრო), რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია სულ სამჯერ.

მას ეწოდება აქტიური ჩართვის შემოსავალი, იგივე – RAI (renta adctiva de incerción) და განკუთვნილია 45 წელს გადაცილებულთათვის.

RAI-ს შემთხვევაში სხვა დახმარებებისგან განსხვავებით, აუცილებელი არ არის უმუშევრად დარჩენისთანავე მოითხოვოთ.

მისი მოთხოვნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, თუკი უმუშევარი იქნებით.

როგორც განსაკუთრებული დახმარება (ayuda extraordinaria), მისი მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება სხვა უმუშევრობის დახმარებები და სუბსიდიები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ამ დახმარების მისაღებად არის ის, რომ უმუშევარმა არ უნდა ჰქონდეს საკუთარი

შემოსავალი, რომელიც აღემატება 810 ევროს თვეში (2023 წლის მინიმალური ხელფასის 75%) და რომ საოჯახო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლის ზღვარს,

ანუ ოჯახის ყველა წევრის მიერ მიღებული თვიური შემოსავლების ჯამი (მიმღები, მისი მეუღლე და მისი 26 წლამდე შვილები ან უფროსი შშმ პირები ან არასრულწლოვანი შვილი) გაყოფილი თოთოეულ ოჯახის წევრზე, არ უნდა აღემატებოდეს 810 ევროს თვეში.

ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც მას განასხვავებს 45 წელს გადაცილებულთათვის სხვა სუბსიდიებისგან, რადგან ეს სუბსიდია განკუთვნილია უმუშევრებისთვის, რომლებიც ამ ასაკს აღემატებიან, მაგრამ არ აქვთ ოჯახური ვალდებულებები.

გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ხანგრძლივი დროით უმუშევარი (მინიმუმ 12 თვე), ასევე უნდა იყოს დასაქმების მაძიებლად რეგისტრირებული უწყვეტად, მინიმუმ ერთი წელი (INEM/SOC).

უმუშევრობის პერიოდის გამოთვლისას არ ითვლება პერიოდი, თუ თქვენი სამუშაო კონტრაქტი გაგრძელდა 90 დღეზე ნაკლები დროით.

თუმცა, საზღვარგარეთ გასვლის შემთხვევაში ცხადდება შეწყვეტილად, გარდა განსაკუთრებული საპატიო მიზეზისა, რაც შეიძლება იყოს:

ქორწინება, შვილის დაბადება, მეუღლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალება ან სერიოზული ავადმყოფობა ან აუცილებელი საჯარო და პირადი მოვალეობის შესრულება, რომელიც უნდა მტკიცდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, თქვენი საზღვარგარეთ ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

ასევე, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ბენეფიციარი არ უნდა იყოს ამ დახმარების მიმღები, ბოლო 365 დღის განმავლობაში და არ უნდა ჰქონდეს ამოწურული სამი განაცხადის ლიმიტი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ RAI არის ყოველწლიური დახმარება და მისი მოთხოვნა შესაძლებელია მაქსიმუმ სამჯერ, მაგრამ არასოდეს თანმიმდევრულად.

ყოველი განაცხადის შუალედში უნდა იყოს გამოტოვებული მინიმუმ ერთი წელი.

და ბოლოს სუბსიდიის მოთხოვნისას, მიმღებმა პირმა უნდა მიიღოს პროგრამის ვალდებულებები, როგორიცაა:

სამუშაოს აქტიური ძიება, შეთავაზებული სამუშაოს მიღება, როდესაც შესაძლებლობა წარმოიშობა და მონაწილეობა სპეციალურ ორმაგ,

სასწავლო და პროფესიული ჩართვის ღონისძიებებში, რაც სამუშაო კადრის გადამზადებას და აქტუალიზაციას გულისხმობს.

თამარ-ბურდულის-ონლაინ ოფისი-ესპანეთში1290X860
დააწკაპუნე ფოტოზე

ინსტაგრამი, დააწკაპუნე ლოგოზე

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI