რა ელით წითელ საბუთიანებს?! ესპანეთის ახალი საემიგრაციო რეგლამენტი უცხოელებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლებისა და საერთაშორისო დაცვის მსურველი პირებისთვის (ASILO).
აღნიშნული ცვლილება, პირდაპირ აისახება ემიგრანტთა შესაძლებლობაზე, ისარგებლონ “Arraigo”-ს მექანიზმით — ეს არის ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტების ლეგალიზაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.
აღნიშნული კანონის რეგლამენტის შედეგად, ათობით თავშესაფრის მაძიებელი აღმოჩნდა არარეგულარულ მდგომარეობაში: „გვაიძულებენ, დავკარგოთ საბუთებიც და სამუშაოც“– აცხადებენ სასოწარკვეთილი ემიგრანტები და ხელისუფლების წარმომადგენლებს ადეკვატურობისკენ მოუწოდებენ.
ზემოთ აღნიშნული რეგლამენტის მიღების შემდეგ, მიგრაციის სამართლის ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მიგრაციის ექსპერტებმაც გამოთქვეს შეშფოთება ახალი დებულების ზოგიერთი პუნქტის შედეგებთან დაკავშირებით და საქალაქო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანეს ორი საჩივარი.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საემიგრაციო სამსახურის ვეპ გვერდები დიდი შეფერხებით მუშაობს. 20 მაისისთვის საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა დაანონსეს გაფიცვა სამუშაო კადრების დამატების მოთხოვნით, თუმცა მთავრობაში ამის შესახებ უკვე გააკეთდა განცხადება, რომ საემიგრაციო სამსახურში კადრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
იქნება თუ არა ეს სიმართლე, ამას სამუშაოს შესრულების დრო გვიჩვენებს.
მოდით განვიხილოთ ის პუნქტები, რომელიც საჭიროა ვიცოდეთ.
რა არის Arraigo?
Arraigo ესპანეთში ლეგალური ცხოვრების ერთ-ერთი გზაა, როცა ადამიანს გარკვეული დრო უნდა ჰქონდეს ქვეყანაში გატარებული.
მაგალითისთვის ამ კანონის ძირითადი პუნქტებია:
- მინიმუმ 2 წელი ესპანეთში ჩაწრის ქონა (არალეგალურად ცხოვრება)
- სამუშაო შეთავაზება კონტრაქტით (precontrato) ან ოჯახური კავშირების ქონა
- ამ ძირითადი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლია მოითხოვო ბინადრობა „გამონაკლისის წესით“ (POR CIRCUNSTANCIAS EXCEPCIONALES).
ახალი წესებით, რაც დაზუსტებით ვიცით, Arraigo-ს კანონით ორწლიანი პერიოდის ლოდინის გარეშე, მხოლოდ თავშესაფრის მთხოვნელი ის პირები ისარგებლებენ, რომლებსაც 20 მაისამდე ეთქვათ სახელმწიფოსგან უარი და უარიდან გასულია ან გავა 6 თვე.
ეს ცვლილება, პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ თავშესაფრის პროცესში გატარებული წლები, ახალი რეგლამენტის მიხედვით 20 მაისიდან- მთლიანად ნულდება და ესპანეთში ყოფნის პერიოდის ათვლა იქამდე არ დაიწყება სანამ თავშესაფრის მთხოვნელ აპლიკანტს არ მოუვა ოფიციალური უარი ან თავად არ განაცხადებს მასზე უარს.
განვიხილთ ეს ვარიანტები
- სამინისტროდან, როდესაც მოდის უარი 20 მაისმდე, 6 თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ (20 მაისიდან) შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი Arraigo-ს კანონის მიხედვით (2 წლიანი პერიოდის ლოდინის გარეშე).
- თუ უარი ჯერ არ მოგსვლიათ, საკუთარი ნებით განაცხადეთ უარი წითელ საბუთზე, 20 მაისამდე ან 20 მაისის შემდეგ – ახლიდან დაიწყება თქვენი ესპანეთში ყოფნის პერიოდის ათვლა და მინიმუმ 2 წლის გასვლის შემდეგ, შეძლებთ, ბინადრობის მოთხოვნას Arraigo-ს კანონით.
აღსანიშნავია, რომ შეიძლება ნაწილობრივ მოხდეს ესპანეთში გატარებული დროის ანაზღაურება (ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადასტურებული) თუ თავშესაფრის მოთხოვის პროცესში მოგიწიათ ლოდინი პირველი პროცედურების დაწყებამდე. მაგალითად პოლიციაში დაჯავშნეთ ვიზიტი ასილოს მოთხოვნაზე და მოგიწიათ დალოდება პირველი გასაუბრებისთვის.
(პირვანლდელი ინფორმაციით, არც ეს დრო არ ითვლებოდა Arraigo-სთვის (ორი წელი) საჭირო ვადაში, თუმცა ამჯერად ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს).
ანუ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად იყოს ესპანეთში, მაგრამ თავშესაფრის მთხოვნელის სტატუსის პერიოდში ეს დრო უბრალოდ “იკარგება” — ანუ, Arraigo-სთვის მთელი ეს პერიოდი დაკარგულად ითვლება. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ პატარ-პატარა შეღავათები შეიძლება იყოს გათვალისწინებული დროის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად.
და მაინც, რა შეიძლება შეიცვალოს ბოლო ინსტრუქციის თანახმად?! (საბოლოო კორექტირება ჯერ არ მომხდარა)
ახალი რეგლამენტის მიხედვით, თუ თავშესაფრის მაძიებელი 20 მაისამდე თვითონ თქვა უარი თავშესაფარზე ან 20 მაისის მერე უთხრეს უარი (ან მას უარს ეტყვიან და ის არ გაასაჩივრებს), მაშინ:
- ითვლება, რომ ის აღარ არის თავშესაფრის მაძიებელი და მას უკვე შეუძლია განაახლოს ესპანეთში ყოფნის დროის ათვლა, რომელიც საჭიროა Arraigo-სთვის.
მარტივი მაგალითი როდესაც ვთქვით, რომ შესაძლოა გარკვეული დღეების შენარჩუნება მაინც მოხერხდეს:
დავუშვათ:
- ემიგრანტი ჩამოვიდა ესპანეთში 2022 წლის იანვარში;
- თავშესაფარი ოფიციალურად მოითხოვა მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში;
- ანუ, მანამდე თითქმის 1 წელი ცხოვრობდა ესპანეთში, რაც ჩაეთვლება Arraigo-სთვის საჭირო დროში;
- შემდეგ, მოითხოვა თავშესაფრი და პასუხს ელოდა 2025 წლის მაისამდე — ეს დრო არ ითვლება არაიგოსთვის;
- ახლა, 2025 წლის 15 მაისს, ის უარს ამბობს თავშესაფარზე.
ამ დღიდან, მას შეუძლია გააგრძელოს ის დრო, რაც ჰქონდა დაგროვებული 2022 წლის დეკემბრამდე.
ანუ Arraigo-სთვის საჭირო 2 წლიდან უკვე აქვს 11 თვე, და დარჩენილი აქვს მხოლოდ 1 წელი და 1 თვე.
თუ თავშესაფრის მაძიებელი ადამიანი თმობს თავშესაფრის მოთხოვნას (ანუ ოფიციალურად უარს ამბობს), მაშინ: ის აღარ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად;
წითელ საბუთზე უარის თქმა შეგიძლიათ მხოლოდ ეროვნულ პოლიციაში, ადგილზე მისვლით (უფასოდ)
რეკურსოს გაუქმება შესაძლებელია ადვოკატის დახმარებით (მომსახურება ფასიანია)
ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის, ჩანიშნოთ ვიზიტი, „ჯეოლექსის“ იურიდიულ ოფისში ქვემოთ მითითებულ ნომერზე ვოთსაფის საშუალებით:
+34 652 62 28 84 / +34 611 68 09 42


