რა კავშირშია, კასტანიადა, მიცვალებულთა დღე და ჰელოვინი?

რა-კავშირშია,-კასტანიადა,-მიცვალებულთა-დღე-და-ჰელოვინი?1195X720

რა კავშირშია, კასტანიადა, მიცვალებულთა დღე და ჰელოვინი? შემოდგომა, ტრადიციულად ყველა ქვეყანაში ასოცირდება, მოსავალთან და სოფლის ნობათთან.

ალბათ, ამიტომაც შემოდგომის პერიოდში არსებულ ყველა დღესასწაულის მორთულობასაც, ხშირად განაპირობებს შემოდგომაზე მოწეული მოსავალი.

დღესასწაული „castañada“ აღინიშნება ოქტომბრის ბოლოს, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში და დასაბამს იღებს წარმართული ეპოქიდან.

ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, თავსაფრიანი დედაბერი, რომელიც ქუჩაში, მაყალზე დანთებულ ცეცხლზე წვავს წაბლს და გაზეთში გახვეულს ყიდის. ისევე როგორც საქართველოში ყიდიდნენ მზესუმზირას ჩვენი ბებიები.

ეს დღესასწაული უკავშირდება წაბლის (Castaña)  მოსავალს რომელიც უხვადაა წელიწადის ამ დროს.  

ძველად ამ პერიოდში ზედიზედ, ორი მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა ხდებოდა. ოქტომბრის თვის უკანასკნელ დღეს, პატივს მიაგებდნენ მოსავლის ღვთაებას, მომდევნო დღეს კი მიცვალებულებისთვის, ძღვენად მიქონდათ მარცვლეული და წაბლი.

თუმცა, როგორც ხალხში გავრცელებული წარმართული დღესასწაულების უმრავლესობა, ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ ქრისტიანული ადაპტაციით გვევლინება.

„კასტანიადას“ შემთხვევაში შემოდგომის ეს ყველაზე დიდი დღესასწაული უცვლელად შეინარჩუნეს და მხოლოდ მოსავლის ღვთაება ამოაკლეს.

რაც შეეხება 1 ნოემბერს, კათოლიკური ეკლესია, საეკლესიო დღესასწაულს „ყველა წმინდანის დღესასწაულს“ (El día de todos los santos) ზეიმობს.

რომელიც როგორც ძველი რწმენით ისე ახლაც, მიცვალებულების დღედ ითვლება და კათოლიკეები გარდაცვლილი ოჯახის წევრის საფლავის მოსანახულებლად მიდიან.

ეს დღე, თავის მხრივ იგივე, ჰელოვინის დღესასწაულის ანალოგიაა ესპანეთში. ჰელოვინი კი მოგეხსენებათ კელტური კულტურის გადმონაშთია და ისიც მოსავლის აღებას და მიცვალებულთა სულებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ხალხის ძველი რწმენით, 31 ოქტომბრის ღამით, 1 ნოემბრის დილამდე, ესპანეთში, სახლიდან გასვლის ეშინოდათ,

რადგან ჯეროდათ, რომ ამ ღამით მიცვალებულთა სულები დასეირნობდნენ ქუჩებში და თუკი, მათ სხეულს, მოხეტიალე სული შეეხებოდა, თავადაც მოჩვენებად გადაიქცეოდნენ.

ხალხის მონაყოლით 31 ოქტომბერს ღამით, პირველი ნოემბრის გათენებამდე, ეკლესიის ზარები გაუჩერებლად რეკავდნენ და თან, ლოცულობდნენ მოჩვენებების დასაფრთხობად.

რაც შეეხება მიცვალებულთა დღეს, ლათინო ამერიკაში, მოგეხსენებათ, რომ თავის მხრივ, ესპანელმა „კონკისტადორებმა“, შეძლეს ესპანური კულტურის, ენის და რელიგიის გავრცელება, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ადგილობრივებში.

ეს სწორედ ის შემთხვევაა როდესაც ლათინურმა ქვეყნებმა შეაზავეს საკუთარ კულტურასთან დამპყრობლებისგან აღებული ტრადიციები.

დღესდღეობით ყველაზე შთამბეჭდავ დღესასწაულად მიიჩნევა, მიცვალებულთა დღე მექსიკაში, რომელიც საოცარი სანახაობაა ამ ქვეყანაში.

რომელიც მდიდარია, როგორც დეკორაციული კუთხით, ისე ლეგენდებით და თქმულებებით.  

ამ ტრადიციული დღესასწაულის შინაარსს შესანიშნავად აღწერს, ანიმაციური ფილმი, მუზიკლი, კოკოს (COCO) თავგადასავლი მიცვალებულთა სამყაროში მოგზაურობის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვის ბოლო შაბათ-კვირას, ესპანეთის ნებისმიერ გასართობ ცენტრში შეხვდებით, კასტანიერას, მიცვალებულთა დღის და ჰელოვინისთვის დამახასიათებელი დეკორაციების ნაზავს.

1 ნოემბერი, მთელს ესპანეთში, დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI