“Hanson Robotics”-მა ახალი რობოტი ანდროიდი წარმოადგინა. ანდროიდი სახელად “სოფია” ადამიანის მიმიკებს ფლობს. “YouTube”-ზე განთავსდა “სოფია”-ს პირველი ინტერვიუ, სადაც ის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
“სოფია”-ს ძალიან სურს წავიდეს სკოლაში, მიიღოს უმაღლესი განათლება, ჰყავდეს შვილები და წარმატებული ბიზნესის მფლობელი იყოს, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი მისთვის შეუძლებელია. მისი უფლებები კანონმდებლობით დადგენილი არაა. შესაბამისად, უმოქმედო მდგომარეობაში რჩება. ინტერვიუს ბოლოში სოფიას ეკითხებიან: აპირებ თუ არა კაცობრიობის განადგურებას? ანდროიდმა უპასუხა – “კი, გავანადგურებ”.
“სოფია”, იმ ანდროიდ რობოტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანის მიმიკას და რეაქციებს იმახსოვრებენ და შემდგომ საუბარში იყენებენ, ანუ სოფიაც განვითარებადი ანდროიდია.
https://youtu.be/YohO5zoEu_w
წყარო: Marketer.ge