როგორია ბიზნეს შესაძლებლობები ესპანეთში? ესპანეთში ბიზნესის დაწყებას ან გაფართოებას აქვს უამრავი უპირატესობა, აქედან ყველაზე მთავარი არის ბიზნესის სტაბილურობა, რაც ბევრი ქვეყნისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.
ესპანეთი ასევე გამოირჩევა ახალი ბიზნესის დაწყების სიმარტივით.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ესპანეთის ეკონომიკა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.
უფრო მეტიც, გაეროს მიერ მომზადებული ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით, პროგრესი შეინიშნება ესპანელების ცხოვრების ამჟამინდელ ხარისხშიც.
რაში მდგომარეობს მარტივი პროცედურები ბიზნეს საქმიანობისთვის?
კომპანიის გახსნის ან შექმნისას ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა არის, პროცედურებისა და საგადასახადო ვალდებულებების საკითხი.
ესპანეთში, ყველა ეს პროცედურა საკმაოდ ხელსაყრელი და ვალიდურია უცხოელი ინვესტორებისთვის.
მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ესპანური რეგულაციები ორივე შემთხვევაში ბიზნესის შექმნის საშუალებას იძლევა.
ქვეყანაში ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო იქნება უცხოელთა ცენტრალურ რეესტრში რეგისტრაცია და NIE-ეს ნომრის მინიჭება, რაც ქვეყანაში ბიზნესის დასაწყებად ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს.
სტრატეგიული მდებარეობა
დღესდღეობით გლობალიზაცია სულ უფრო აქტუალური ხდება კომერციული ურთიერთობების დამყარებისას და ამ მხრივ იბერიის ნახევარკუნძული სარგებლობს უპირატესობით და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად ბიზნესმენებისთვის.
გარდა იმისა რომ ესპანეთი ევროკავშირის ქვეყანაა, ის ასევე საკვანძო როლს ასრულებს სამხრეთ ამერიკასთან და აფრიკის კონტინენტთან კავშირების დამყარებაში.
რა შესაძლებლობებია უცხოელებისთვის?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოელისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, ესპანეთში გახსნას საკუთარი კომპანია.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა ხელმისაწვდომს ხდის ვიზის მიღებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის და მეწარმეებისთვის.
ამ თვალსაზრისით, ესპანეთში ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი უპირატესობა დაკავშირებულია ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან, რომელიც იძლევა ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის უფლებას ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის.
ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო ქსელი
ესპანეთში არსებული ფართო სარკინიგზო ქსელი, ქვეყნის სტრატეგიულ ზონებში განლაგებული პორტები და აეროპორტები, ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების მოქნილად და ეფექტურად წარმართვას და მნიშვნელოვანი თანამშრომლობების დაწყებას.
სოციალური პრესტიჟი
ესპანეთში ბიზნესის დაწყების ერთ-ერთი უპირატესობა განპირობებულია იმ სოციალური პრესტიჟით, რომელსაც თქვენი პარტნიორების თვალში მოიპოვებთ.
რეპუტაციის შექმნით და ესპანეთის ბაზარზე თქვენი ჩართვით, თქვენ შეძლებთ დაუკავშირდეთ სხვადასხვა ინვესტორებს, პარტნიორებს და პროფესიონალებს,
რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმ მეწარმესთან დაკავშირებით, რომელიც გამოირჩევა საზოგადოებისთვის საინტერესო შეთავაზებებით.
ესპანეთში თქვენი კომპანიის არსებობამ, სამომავლოდ შეიძლება გაგიხსნათ შესაძლებლობები, თქვენი ბიზნეს მიზნების მიღწევაში და რაც თქვენი კაპიტალის გაზრდის საწინდარია.
გინდა დაიწყო შენი ბიზნეს საქმიანობა ესპანეთში?
დაუკავშირდი ქართველ „ხესტორს“, მიიღე ამომწურავი ინფორმაცია და დაგეგმე შენი ბიზნესი პროფესიონალების გუნდთან ერთად, სწრაფად, მარტივად და გაუთვალისწინებელი რისკების გარეშე.

საკონტაქტო:
Elko & Associates
Rambla Catalunya 115 bis planta 7ª
08008 Barcelona
+34 93 033 99 33
+34 693 988 330
ქართულად მოგვწერეთ მეილზე 👇
eka@elkoassociates.com
იხილეთ სტატია სმგავს თემაზე ⬇️
