როგორია კატალონიის სასკოლო კალენდარი და რეგისტრაცია?!/დავასრულეთ ზაფხულის არდადეგები და კატალონიის წლევანდელი, 2024/2025 წლის სასწავლო კალენდარი ასე გამოიყურება:
საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასები, მათ შორის „ესო“ და პროფესიული სასწავლო კურსები (básico) განახლდება 9 სექტემბერს.
ხოლო 12 სექტემბერს დაიწყება „ბაჩიერატო“, „გრადო მედიო“, „გრადო სუპერიორი“, პროფესიული სასწავლო კურსები (medio y superior), ხელოვნების, სპორტის და სრულწლოვანთა სკოლები (Escuela de Adultos) და ა.შ.
რაც შეეხება კერძო სკოლებს და უნივერსიტეტებს, ან რომელიმე სპეციფიკურ კურსს, შესაძლოა ჰქონდეთ განსხვავებული შიდა კალენდარი, რომელიც თავად ამ კონკრეტულ დაწესებულებებში უნდა დააზუსტოთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თითოეულ ქალაქს ჰყავს თვითმმართველობები და ასევე აქვს ადგილობრივი დღესასწაულები, რის ნიადაგზეც თითოეულ ქალაქში შესაძლოა იყოს ადგილობრივი კალენდრის მიხედვით შერჩეული დასვენების დღეები, ამიტომ ზუსტი კალენდარი მოიძიეთ თქვენი თვითმმართველობის ან სკოლების ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ვისაც ბავშვები ჯერ არ ჩაგიწერიათ სკოლებში, შეგიძლიათ განცხადებით მიმართოთ ქალაქის მერიას ან ორშაბათიდან, 2 სექტემბერს, პირდაპირ მიაკითხოთ სკოლებს.
დაგვიანებული რეგისტრაცია (solicitud de preinscripción fuera de plazo)
მოგეხსენებათ, რომ ბავშვების სასწავლო კურზე ჩაწერა ხორციელდება სასწავლო კურსის მიმდინარეობისას, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მარტის თვეში.
ამ ვადების გათვალისწინება, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ მოსწავლეების დროული გადანაწილება მოხდეს სხვადასხვა სასწავლებლებში, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.
რაც შეეხება დაგვიანებულ რეგისტრაციას, ან შუა სემესტრის დროს როცა გსურთ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა, უნდა აკმაყოფილებდეთ გარკვეულ კრიტერიუმებს.
აქვე დავამატებ, თუკი თქვენს მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებში არ არის ადგილი, ამ შემთხვევაში, ბავშვი ჯდება მომლოდინეთა სიაში და ელოდებით როდის გამოგინახავენ ადგილს.
დაბლა გთავაზობთ ამ კრიტერიუმების ჩამონათვალს:
პირველ რიგში, უნდა იყოთ ჩაწერილი საცხოვრებელ მისამართზე, შემდეგ კი უნდა მოძებნოთ ის სასწავლო ცენტრი, რომელიც თქვენი ჩაწერის მისამართთან ახლოს არის, რადგან სასწავლო დაწესებულების მინიჭება იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ სასწავლო დაწესებულებასთან ხართ ახლოს.
- უნდა წარადგინოთ დოკუმენტი, იმის შესახებ რომ გამოიცვალეთ საცხოვრებელი სახლის მისამართი.
- უნდა წარადგინოთ სასწავლებლის გამოცვლის აუცილებლობის გამომწვევი და დასაბუთებული მიზეზი, მაგალითად თუ ბავშვი იყო ბულინგის, გენდერული თანასწორობის ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
თუკი ბავშვი სხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანეთ და ესპანეთში არ გყავდათ არც ერთ სასწავლებელში რეგისტრირებული, დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
- ბავშვის დაბადების მოწმობა (ესპანურ ენაზე)
- აცრების ფურცელი (ესპანურ ენაზე)
- ბავშვის პასპორტი ან ნიე (რეზიდენციის ბარათი)
- მშობლების პასპორტები ან ნიე.
- ჩაწერის ფურცელი საცხოვრებელი ადგილიდან, ან მშობლების სამუშაო ადგილიდან ცნობა, საიდანაც დაინახავენ რომ ის მოთხოვნილი სკოლა ახლოს არის ამ მისამართებთან.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ისე ადგილზე მისვლით, როგორც მერიაში (oficina municipal de escolarización), ისე სკოლებში.
- ონლაინ რეგისტრაცია (რეგისტრაციის ბმულზე გადასასვლელად, უნდა დააწკაპუნოთ აქ)
- გაითვალისწინეთ, ონლაინ რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ ელექტრონული სერტიფიკატი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ ამავე ბმულიდან თუკი აქ დააწკაპუნებთ.
გამოიწერეთ ჩენი ინსტაგრამი (დააწკაპუნე აქ) და ფეისბუქ გვერდები (დააწკაპუნე აქ)
იხილეთ სტატია მსგავს თემაზე დაბლა. წასაკითხად დააწკაპუნე ფოტოზე