როგორია ლტოლვილობა ევროპაში?! ხშირად ისმის სოციალურ ქსელებში კითხვა როგორ ჩავბარდე?! პასუხად ძირითადად მოისმენთ: „ამჟამინდელი სიტუაციით ძალიან რთულია ჩაბარება“, ან პირდაპირ მიახლიან „არ ჩამოხვიდეთ ქუჩაში დარჩებით“, „სად მოდიხართ კი მაგრამ?!“
რაც ხშირად პოტენციური ემიგრანტების გაღიზიანებას იწვევს.
იშვიათად მაგრამ ზოგი პირიქით ჩამოსვლას ურჩევს თანამემამულეებს და უკეთესი ცხოვებისთვის გარისკვას…
მოდით განვმარტოთ რამ გამოიწვია ეს სირთულეები რაზეც ემიგრანტები ხშირად მიუთითებენ და საუბრობენ.
მოგეხსენებათ ევროპამ რამდენიმე წელი იცხოვრა მკაცრი კარანტინის პირობებში, დაღი დაასვა ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა სექტორს.
თუმცა ასე თუ ისე ევროპამ გადალახა ეს სირთულეები და ხანგრძლივი ჩაკეტილობის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა ნელ-ნელა დაიწყეს საზღვრების გახსნა. საქართველოდან კვლავ მოიმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა.
გარკვეულ ეტაპზე ვინც მოასწრო შემოსვლა შეიძლება ითქვას გაუმართლა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, გამოიწვია უკრაინიდან ლტოლვილების დიდი ნაკადის შემოდინება რამაც ბევრ ქვეყანაში განაპირობა საემიგრაციო სამსახურების და თავშესაფრების კოლაფსი.
ლოგიკურად ყველაზე მეტი გადატვირთვა მოხდა დიდ ქალაქებში ამიტომ ზოგი ქალაქის საემიგრაციო ორგანიზაციებმა დროებით შეწყვიტა ემიგრანტების მომსახურეობა.
შეუძლებელი გახდა ლტოლვილების არა თუ ბინებით, არამედ საკვებით დაკმაყოფილებაც კი. ამიტომ ლტოლვილის სტატუსის მსურველებმა მიაშურეს პატარ-პატარა სოფლებსა და ქალაქებს ბედის ძიებაში. ზოგს გაუმართლა, ზოგი კი მაინც ქუჩაში დარჩა.
მაგალითად ავიღოთ ესპანეთში არსებული სიტუაცია, ჯერ კიდევ კორონა ვირუსამდე უამრავი ოჯახი ამოიღეს პროგრამიდან, შეუჩერეს ბინების დაფინანსება, ჩამოართვეს მუშაობის უფლება და საბუთები.
აქედან გამომდინარე, უამრავი ადამიანი რომელიც მანამდე მუშაობდა უბრალოდ ჰაერში აღმოჩნდა სამსახურისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე, თუმცა მალევე გამოვიდა ახალი კანონი ემიგრაციის შესახებ რომელმაც ასეთ ადამიანებს სულზე მოუსწრო.
მაგალითად, თუკი ნამუშევარი აქვთ 180 დღე და შეუჩერდათ სტატუსი და ჩამოერთვათ ლტოლვილის საბუთები, მათ შეუძლიათ ხელახლა მოითხოვონ ესპანეთში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.
უამრავმა ოჯახმა ვერც ამ კანონის პირობები ვერ დააკმაყოფილა და საერთოდ ბედის ანაბარა დარჩა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის რადგან მათი დაბინავება ან შეფარება თითქმის შეუძლებელია.
არიან ოჯახები რომლებიც სიხარულით გადაიხდიდნენ ნებისმიერ თანხას ბინის საქირაოდ თუმცა ეს ესპანეთში ძალიან რთული საკითხია და არა თუ ბინას ოთახსაც კი ვერ ქირაობენ რადგან ბავშვიან წყვილებს მაქსიმალურად ერიდებიან.
ესპანეთში გასათვალისწინებელი ძირითადი პრობლემები
- სამთვიანი კარანტინის შემდგომ პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ვიზიტის ჩანიშვნა საემიგრაციო უწყებებში საბუთების გასაახლებლად.
- შემოღებული რეგულაციების გამო დღემდე ვიზიტის გარეშე მოქალაქეებს თითქმის არც ერთი ორგანიზაცია აღარ ემსახურება, ამიტომ სადაც არ უნდა წახვიდეთ თითქმის ყველგან ვიზიტის დანიშვნას და ისე გამოცხადებას ითხოვენ.
- ყველაზე რთული პოლიციაში ვიზიტის დანიშვნაა დევნილის სტატუსის მისაღებად.
- აგვისტოს თვეში შეფერხებულია სახელმწიფო სამსახურების ისედაც ნელი ტემპი და ორგანიზაციების უმეტესობაც ოფისებს ხურავს ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეს თვე დაკარგულია.
- არიან ადამიანები რომლებიც ცრუ იმედებს აძლევენ საქართველოდან მომავალ ახალბედებს, პირდებიან დევნილის სტატუსის მოპოვებაში და ამაში თანხას სძალავენ. გაითვალისწინეთ, მათ არავითარი გავლენის მოხდება არ შეუძლიათ ორგანიზაციებზე, თუკი თქვენ საჭირო არგუმენტები და დოკუმენტაცია არ გაქვთ თავშესაფრის მოთხოვნაზე.
- ნებისმიერ ორგანიზაციას ყავს უფასო თარჯიმანი მოითხოვეთ და სრულიად უფასოდ მოგემსახურებიან.
- გაითვალისწინეთ, თუკი ორგანიზაციებმა არ მოგცეს თავშესაფარი ძალიან ძნელია ოთხის ქირაობა. ყველაზე რთულია ბავშვიანი ოჯახებისთვის ოთახის პოვნა. სასტუმროს ხარჯებს კი დიდ ხანს ვერ გაწვდებით.
- ქუჩაში ღამის გათენების შემთხვევაში, არსებობს ბავშვების ჩამორთმევის დიდი საფრთხე რაც არა ერთხელ მომხდარა. ბავშვების უკან დაბრუნება ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს მოითხოვს, პირველ რიგში უნდა დაამტკიცოთ რომ ბავშვებისთვის შეძლებთ საჭირო პირობების უზრუნველყოფას რაც ძალიან ძნელი განსახორციელებელია. ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილად.
- თან იქონიეთ ესპანურად ნათარგმნი დოკუმენტაცია როგორიცაა, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, გეგმიური აცრის ფურცელი ბავშვებისთვის. (საბუთები ათარგმნინეთ იუსტიციის სახლში).
- გაითვალისწინეთ 3 წლამდე ბავშვისთვის ბაღები ფასიანია და ძალიან ძვირი ჯდება. თუკი სასადილოში არ დატოვებთ ყველაზე ეკონომიური ფასი დილის 9 საათიდან შუა დღის 12-მდე , დაახლოვებით 250 ევრომდეა საფასური. ესპანეთში სკოლაში შედიან 3 წლიდან რომელიც მოსამზადებელი პერიოდია სკოლამდელი ბავშვებისთვის და თუ სასადილოში არ დატოვებთ საჯარო სკოლა უფასოა. მხოლოდ წლიური გადასახადია 200 ევრომდე.
- სამსახურის არსებობის შემთხვევაში ისე წამოდით, ევროპაში თუ არ გაგიმართლათ უკან დასაბრუნებელი გზა არ მოჭრათ, რადგან სამსახურის შოვნა უენოდ და ნაცნობობის გარეშე შეიძლება ითქვას შეუძლებელია.
თუკი მაინც აპირებთ გარისკვას და ემიგრაციის მძიმე გზის გავლა მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთლილი სირთულეები.
დაბლა გიტოვებთ სხვადასვა ორგანიზაციების ბმულებს (თუ რამე გამომრჩა შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ვერსიები):
Carrer de la Llacuna, 25, 08005 Barcelona
შეგიფარებენ მხოლოდ ღამით, მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში- 24/7
900 703 030
ბარსელონას მერიის ინფორმაცია დევნილებისთვის
სეარის მისამართი ბარსელონაში:
C/ Junta de Comerç, 26, 08011 Barcelona
სამუშაო საათები : 9:30–18:00
933 01 25 39
ორგანიზაციების მისამართები მადრიდში და უფასო იურიდიული დახმარება
თავშესაფრისთვის ვიზიტის დანიშვნა პოლიციაში
სხვადასხვა ორგანიზაციის საიტები: