როგორია Apip-acam-ის თავშესაფარი დევნილებისთვის

როგორია-Apip-acam-ის-თავშესაფარი-დევნილებისთვის1768X1164

როგორია Apip-acam-ის თავშესაფარი დევნილებისთვის / მოგეხსენებათ ჩაბარების თემა კვლავაც აქტუალურია ევროპაში.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ხდება ესპანეთის ერთ-ერთ თავშესაფარში და გაჩვენებთ ინტერვიუებს, რომელიც პროგრამის ბენეფიციარებმა დაწერეს.

ასევე მოგითხრობთ ამავე თავშესაფრში მცხოვრებ, ქართველ ოჯახზე, რომელმაც ესპანეთში ლტოლვილობის უკვე ერთწლიანი გზა გაიარა და ბარსელონადან, კასტილია ლეონის რეგიონში, ქ. სორიას სოფელ, აბეხარში (Abejar) მოუწია გამგზავრება.

სოფელ აბეხარში, თავშესესაფრის მაძიებელთათვის, აპიპ-აკამის ფონდს (Fundación Apip-acam) გამოყოფილი აქვს სამ ვარსკვლავიანი ჰოსტალი „Puertas Pinares“, რომელიც ჰოსტელის ბინადრებისთვის, დღეში სამჯერად კვებას უზრუნველყოფს.

თუმცა, როგოც ამ ჰოსტალში შესახლებული სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები აცხადებენ (50 ადამიანი), სამზარეულოდან განაწილებული საკვები არასაკმარისია და ბენეფიციარები ნახევრად მშივრები არიან.

ფონდის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათი ორგანიზაციის უპირველესი მიზანი, ადამიანის სოციალური თანასწორობაა.

ეს სიტყვები ფრიად ირონიულია, მაშინ, როდესაც ფონდის ბენეფიციარები გვიყვებიან, იმის შესახებ რომ, ჰოსტალის პერსონალის მხრიდან განიცდიან, ზეწოლას და ყოველდღიურად არიან, საშინელი დამცირების და ბულინგის ობიექტები.

სასადილოს თანამშრომელი ქალბატონი, მათ, ხშირად უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს, ნებისმიერი წვრილმანის გამო, როგორც უფროს ადამიანებს, ისე ბავშვებს.

მისი საქციელი, ნებისმიერი ცივილიზებული ქცევის საზღვრებს ცდება და ფრანკოს დროინდელ დესპოტიზმს ავლენს დევნილების მიმართ.

რაც გამოიხატება, საკვები ულუფის ჩამორთმევაში, სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ყვირილში.

ამაზე ფაქტებზე ვკითხულობთ, დევნილების წერილებში, რომელიც ჩვენი გაზეთის რედაქციას მიაწოდეს.

„ენის უცოდინარ ადამიანებს, მზარეული ქალბატონი გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას და უდიერად ექცევა, რაც ადამიანებს მორალურად ამცირებს. ათვალწუნებულ ადამიანებს არ უნაწილებს კუთვნილ საკვებს“.-

წერს წერილში ესპანურენოვანი ჰოსტალის მკვიდრი, ამავე წერილს ხელს აწერენ დანარჩენი ესპანურენოვანი ბენეფიციარები.

ესპანურენოვანი წერილი, ჰოსტალში არსებულ პრობლემებზე.

მიუხედავად იმის, რომ სოფლის ექიმი ჰოსტელის ბინადრებს აკითხავს კვირაში ორჯერ, რეალურად არანაირ დახმარება არ ეწევათ ავადმყოფებს, რადგან სამედიცინო დანიშნულებას არ იძლევა.

როგორც აღმოჩნდა, არც ქრონიკული ავადმყოფობის მქონე მოხუც უკრაინელებს აძლევენ შესაბამის მედიკამენტებს. რაც შესაძლოა მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

ფონდ აპიპ-აკამის ჰოსტალი დევნილებისთის.

რა გზა გაიარა ქართველმა ოჯახმა სოფ. აბეხარამდე, ანუ „ჯოჯოხეთამდე“, როგორც აბეხარის, აპიპ-აკამის თავშესაფარს უწოდებენ.

ქართველების ოჯახი, ცოლ-ქმარი და 2 ბავშვი შარშან, 2021 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა ქ. ბარსელონაში. როგორც ხდება ხოლმე ჩაბარების დროს, მიაკითხეს წითელ ჯვარს და მოითხოვეს თავშესაფარი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თუკი თავშესაფრის მოთხოვნის მსურველი არ არის დაფიქსირებული ჯერ, ნაციონალურ პოლიციაში, მას არც ერთი ორგანიზაცია არ აძლევს თავშესაფარს.

უნდა ავღნიშნო, რომ პოლიციის ვიზიტის არ ქონა ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა, რადგან ამ ინსტიტუციაში, თავშსაფრის დანიშვნაზე ვიზიტი, პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს პროცესი ხშირად თვეობით იწელება.

თუკი, თავშესაფრის მაძიებლები, სასწაულებრივად მიიღებენ თავშესაფარს რომელიმე ორგანიზაციიდან, პოლიციის აღრიცხვის არქონის გამო, მალევე მაინც ქუჩაში რჩებიან.

ჩვენი რესპოდენტის შემთხვევაში, ბარსელონას წითელმა ჯვარმა, ოჯახს არანაირი დახმარება არ გაუწია, მანამ, სანამ ნაციონალური პოლიციის აღრიცხვის ფურცელი არ წარუდგინა ორგანიზაციას.

რესპოდენტი:

სანამ პოლიციის სიტა არ ავიღეთ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. შემოგვთავაზეს კიდეც რომ აეროპორტში, ან პარკებში დაიძინეთო..

მეგობრის დახმარებით, სამ კვირაში ავიღეთ „სიტა“ პოლიციაში და მერე გადაგვიყვანეს სასტუმროში, სადაც კარგი პირობები და კარგი კვება იყო.

4 თვეში გადმოგვიყვანეს არასახარბიელო ჰოსტელში, საუზმე არ იყო, მხოლოდ სადილი და ვახშამი.

თავისი წესები ჰქონდათ ყველაფერზე, ბავშვი არ უნდა მჯდარიყო  ჰოლში, არც კიბეზე, მოკლედ ოთახიდან არ უნდა გამოსულიყო. ღამე 12-ზე ითიშებოდა ინტერნეტი და იკეტებოდა ჰოსტელი, მაგრამ ისე ვცხოვრობდით პრეტენზია არ გვქონია..

ჩვენი სოციალი ხანდახან ჰიგიენას, თუ მოგვცემდა, მეტი არაფერში დაგვხმარებია, არც საბუთების გაკეთებაში, არც სკოლის მოძიებაში. რაც არ უნდა გვეთხოვა გვაიგნორებდა…

ბარსელონაში ვიყავით ერთი წელი, ბავშვები სკოლაში, მე და ჩემი მეუღლე კი, ესპანური ენის კურსებზე დავდიოდით.

ოჯახს როგორც კი წითელი საბუთი მისცეს, სოციალურმა აგენტმა მათ პროგრამის დატოვება, ან ქ. სორიას თავშესაფარში წასვლა შესთავაზა. თუმცა ეს ქ. სორია კი არა, არამედ სოფ. აბეხარი აღმოჩნდა, სადაც ქართველები პირველივე დღიდან საკუთარ თავს, თავად პატრონობენ.

„თუ რამე გაინტერესებთ, აქ ხალხი რომ ცხოვრობს, იმათ კითხეთ გაგარკვევენო“. ოთახი იყო  საშინლად გაყინული,  ბინძური, არც თეთრეული იყო  გამოცვლილი.

გათენდა როგორც იქნა და საუზმეზე რომ ჩავედით ყავაც არ იყო, ვთხოვე „თუ შეიძლებოდა ყავა რომ დამელია“ და სამზარეულოს ქალმა რომელიც საშინლად აგრესიულია მიყვირა- „არ არის და რა ვქნაო“.

ვიფიქრე, „ალბათ ცუდი დღე აქვსთქო“- და არაფერი ვუთხარი. როგორც იქნა ვიღაცას დააინტერესდა ჩვენი აქ ჩამოსვლა და დაგვიძახეს.

თარჯიმანიც არ ყავთ, უკრაინელი გოგოა ვინც რუსულად გვესაუბრება და უთარგმნის ძლივს ესპანურად.

მოკლედ შინაგანაწესს მოგვაწერინეს ხელი და მორჩა, სულ ეს იყო. ვიფიქრე ალბათ ხვალ, ან მომდევნო დღეს მოგვაქცევეს ვინმე ყურადღებას, მაგრამ არაა…

მერე მივედი და სოციალი მოვითხოვე, რამდენჯერმე დამაიგნორეს, მერე ცოტა მკაცრად მოვითხოვე და ეს მენეჯერი გოგო, ქრისტინა,  მეუბნება – „თუ, რამე გინდა მე მითხარი რა სოციალი, რის სოციალიო“.

ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ მენეჯერს სთხოვა კვებით დახმარება, რადგან, ბავშვებს დილით მიღებული რძე, შუადღის 2 საათამდე არ ყოფნიდათ და ჭირდებოდათ პროდუქტი, რაზეც მიუთითეს, რომ შვილების კვებაზე თავადვე უნდა ეზრუნა ოჯახს.

ჰოსტალის სამჯერადი კვების რაციონი ასე გამოიყურება. საუზმის შემთხვევაში 50 ადამიანზე გათვლილი რაციონია: 2 გრაფინი ფორთოხლის წვენი, 2 გრაფინი რძე და მარიას ორცხობილები.

თუმცა სოფელში, არანაირი სასურსათო მაღაზია არ არსებობს, გარდა ბენზინგასამართ სადგურზე, არსებული მარკეტისა, სადაც მხოლოდ კონსერვები და ჩიფსები იყიდება.

სოფელს არც სკოლა აქვს. სკოლაში სასიარულოდ ბავშვებს უახლოეს ქალაქში, სორიაში უწევთ სიარული ავტობუსით.

ბავშვებს არ აქვთ სეზონური ტანსაცმელი, რის გამოც ხშირად ცივდებიან.

ჰოსტელს არც გათბობა აქს, არც ცხელი წყალი, რაც კიდევ აუარესებს იქ მცხოვრები ადამიანების, სავალალო მდგომარეობას.

ჰოსტალის მენეჯერი, ყოველდღიურად დებს პირობას პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ამაოდ.

პლედები გვაქვს და საბანი ვთხოვე ბავშვებისთვის, მაგაზეც უარით გამომისტუმრეს… სადილზე და ვახშამზე თითქმის არაფერია.

„50 კაცია და ყველას ესე ვერ დავეხმარებითო“- გვპასუხობენ. ამასობაში ბავშვს  ალერგია მისცა საკვებმა და უყურადღებობის გამო, გადაეზარდა ჭინჭრის ციებაში.

აქ ნორმალური ექიმიც არ არის, რომ წამალი გამოგვიწეროს (რეცეფტის გარეშე ვერ ვიყიდეთ).

აქ ცხოვრობენ უკრაინელებიც, რომლებსაც საშინლად ექცევიან. ამ ყველაფერ სისასტიკესთან ერთად აიძულებენ სასტუმროს დალაგებას,

თუ, მზარეული ქალი ხასიეთზე არ არის, შეიძლება ვინმეს საჭმელი არც მიუტანოს და დატოვოს მშიერი-. ამან სულ შოკში ჩამაგდო.

ერთი ოჯახი აიჩემა, რომელსაც შედარებით მარტივად ჩაგრავდა და ხშირად ბავშვებიანად მშიერს ტოვებდა.

ამათი შემყურე, მერე ჩვენ ვაძლევდით ჩვენს წილ საკვებს, ეს ოჯახი 2 დღის წინ დაბრუნდა უკრაინაში, „აქ ყოფნას ომში ყოფნა გვირჩევნიაო“…

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც ქართველების ოჯახი იმყოფება, ისინი მაინც მოხუც, უკრაინელ ცოლ-ქმარზე დარდობენ, რომლებისთვისაც ერდადერთი დასაყრდენები აღმოჩნდენ, ამ დაუნდობელ გარემოში.

„ჩვენ, თუ აქაურობას თავი დავაღწიეთ, ამ უსუსურ ადამიანებს უჩვენოდ რა ეშველებათ არ ვიცი?! ჩვენს იმედზე არიან, ჩვენ მაინც ახალგაზრდები ვართ ისინი კი მოხუცები არიან“- გულისწყვეტით ამბობს ქართველი ქალბატონი.

როდესაც საბოლოოდ ჩვენს რესპოდენტს ვკითხეთ, რჩევის სახით რას ეტყოდა დანარჩენ ქართველებს, ასეთი რამ გვითხრა:

პირველ რიგში უნდა ისწავლონ ენა და ისე წამოვიდნენ ესპანეთში, რადგან ამ შემთხვევაში, როდესაც მუშაობის უფლება მიეცემათ წითელი საბუთით, იოლად დასაქმდებიან.

ენის ცოდნა თავიდან აგარიდებთ, წლობით სხვადასხვა თავშესაფრებში ცხოვრებას, სადაც მხოლოდ საარსებო მინიმუმს იძლევიან საკვების სახით, ყოველთვიური შემწეობა კი, ზრდასრულ ადამიანზე – 50 ევროა, ხოლო ბავშვზე- 20 ევრო.

ზოგადად ესპანეთში ადამიანი გამოირჩევიან, პოზიტიური და თბილი დამოკიდებულებით, მათ შორის უცხოელების მიმართ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. თუმცა რაც ზემოთ არსებულ თავშესაფარში ხდება, ნამდვილად მძიმე მოსასმენია.

სავარაუდოდ სოფელი იმდენად იზოლირებულია დანარჩნი სამყაროსგან, არ ხდება მისი შესაბამისი ორგანიზაციიდან კონტროლი.

საერთაშორისო პროგრამით მოსარგებლე, ადამიანები იქ მომუშავე პერსონალის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებულია, მათ თავშესაფარში იქნებიან გამოკვებილები, თუ არა.

ან დაკმაყოფილებული იქნება, თუ არა, მათი პირველადი საჭიროებები, იქნება ეს კვება თუ სამედიცინო მოსახურება.

როგორც ქართველებმა გვითხრეს, ამ ოჯახს ჩააკითხეს და რამდენიმე დღის საკვები მიაწოდეს.

სამწუხაროდ ერთჯერადი დახმარებით, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად ვერ გაუმჯობესდება და მხოლოდ რამდენიმე დღით იქნებიან უზრუნველყოფილები.

დევნილობა უცხოეთში ძალიან რთულია, მით უმეტეს არაკეთილგანწყობილ გარემოში.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI