როცა უმუშევრობის დახმარებას იღებ და შვილი გეყოლება – რა ხდება რეალურად?
ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანისთვის ეს ინფორმაცია ახალი იქნება ისევე როგორც ჩვენთვის აღმოჩნდა.
ბოლო პერიოდში ჩვენს პრაქტიკაში ერთმა ძალიან საინტერესო შემთხვევამ დიდი გამოცდილება მოგვცა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ და მიგრაციის სამართალში ყოველდღიურად ვმუშაობთ, ეს კონკრეტული სიტუაცია
ჩვენთვის პრაქტიკაში პირველად განხორციელდა და წარმატებით დასრულდა.
საქმე შეეხებოდა მამაკაცს, რომელიც უმუშევრობის დახმარებას იღებდა და ამ პერიოდში შვილი შეეძინა.
კლიენტმა თავად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია „ბავშვის დაბადებისა და მოვლის“ დახმარების მოთხოვნა უმუშევრობის პერიოდში.
რა თქმა უნდა, დეტალურად გადავამოწმეთ, მოვითხოვეთ ოფიციალური განმარტებები SEGURIDAD SOCIAL-იდან და განაცხადიც შევიტანეთ.
შედეგმა გაამართლა – უფლება აღიარებული იქნა.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში:
რაც არ უნდა ბევრი ვიცოდეთ, სწავლა არასოდეს მთავრდება.
როგორც ქართულად ამბობენ – „სწავლა სიბერემდეა“.
რა ხდება ასეთ შემთხვევაში თუ ადამიანი იღებს უმუშევრობის დახმარებას და ამ დროს შვილი ეყოლება:
▪️ უმუშევრობის დახმარება დროებით ჩერდება (PARO);
▪️ იწყება ბავშვის დაბადებისა და მოვლის დახმარების გადახდა (PRESTACIÓN POR PATERNIDAD);
▪️ უმუშევრობის დღეები არ იკარგება და არ იხარჯება;
▪️ დახმარების დასრულების შემდეგ შესაძლებელია მისი ხელახლა განახლება.
ძალიან მნიშვნელოვანია ვადების დაცვა – დახმარების დასრულების შემდეგ (PRESTACIÓN POR PATERNIDAD) 15 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოთ დასაქმების სამსახურს (SEPE-SOC), რათა უმუშევრობა განაახლოთ. დაგვიანების შემთხვევაში PARO-ს ვეღარ განაახლებთ.
რა არის საბაზისო საანგარიშო თანხა (Base Reguladora)?
ეს არის ის თანხა, რომლის საფუძველზეც ითვლება დახმარება.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის საშუალო თანხა, რაზეც თქვენ აქამდე იხდიდით სოციალურ შენატანებს.
თუ ადამიანი მუშაობდა – იღებენ წინა თვის შენატანის ბაზას და ყოფენ 30 დღეზე.
თუ პირი უკვე უმუშევრობის დახმარებას იღებდა – გამოიყენება იგივე საბაზისო თანხა, რაც უმუშევრობის გამოთვლისას გამოიყენებოდა.
ბავშვის დაბადებისა და მოვლის დახმარება შეადგენს საბაზისო თანხის 100%-ს.
ამიტომ ხშირად ეს დახმარება უფრო მაღალია, ვიდრე თავად უმუშევრობის, რადგან უმუშევრობის დროს პირველ 6 თვეში 70% იხდება, შემდეგ კი 60%.
რა გვაწავლა ამ კონკრეტუმა შემთხვევამ?
პირველ რიგში – არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ვიცით.
მეორე – კლიენტთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.
მესამე – კანონი ხშირად უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე გვგონია.
ჩვენთვის ეს საქმე კარგი მაგალითა იმისთვის თუ როგორ შეიძლება სწორი ინფორმაციის, გადამოწმებისა და მოქმედების შედეგად ადამიანმა მიიღოს ახალი შესაძლებლობა და იპოვოს ალტერნატიული გზა.
და ისევ იმავე სიტყვებით დავასრულებთ:
სწავლა ნამდვილად სიბერემდეა.
შეიძლიათ მოგვმართოთ სხვადასხვა დახმარებისა და პენსიების მოთხოვნისთვის თუკი თქვენ ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობთ.
მოგვწერეთ ვოთსაფში: +34652622884