პასუხისმგებლობა, მოთმინება და ცოტაოდენი იუმორი — მთავარი იარაღი ესპანეთში ცხოვრებისთვის.
როცა ესპანეთში ჩამოდიხარ, თავიდან ყველაფერი იდეალურად გეჩვენება — მზე, ზღვა, საჭმელი, მეგობრული ხალხი… ეს ყველაფერი მანამ, სანამ იგემებ სახელმწიფო უწყებების ბიუროკრატიულ მოწყობას.
ხოლო როდესაც ახსენებენ: NIE-ს, ამ მომენტიდან იწყება შენი გაცნობა ემიგრაციულ სისტემასთან მისამართიდან-მისამართზე სიარულით და გაუთავებელი რიგები.
ნუ ფიქრობ რომ მარტო ხარ, სამწუხაროდ ყველა უცხოელს უწევს გაიაროს ეს ეტაპები.
ეს გზამკვლევი ვერ გაგათავისუფლებს ბიუროკრატიიდან, მაგრამ დაგეხმარება გააცნობიერო, აზრს შეეგუო და ბოლოს ცოტათი მაინც გაიცინო ყველაფერზე.
1. NIE — შენი იდენტობის ფუნდამენტი
ესპანეთში უცხოელისთვის NIE ნომერი ყველაფერია, თუმცა მხოლოდ ნომერი არ არის საკმარისი ესპანეთში ლეგალური ცხოვრების უფლება რომ გქონდეთ. ამისთვის საჭიროა TIE– ს ქონაც, რომელსაც გვაძლევენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეზიდენციის ნებართვაც გაქვს საემიგრაციო სამსახურიდან.
მხოლოდ ნიეს ქონა იგივეა, რაც პირადობის ნომერის ფლობა. ამ ნომრის მინიჭება უცხოელებისთვის ხდება ეროვნულ პოლიციაში, თუკი თქვენი ესპანეთში შემოსვლიდან 90 დღე არ არის გასული და მხოლოდ ქონებს შეძენის შემთხვევაში ან ბიზნესის დაფუძნების შემთხვევაში გადგებათ, რომ ოფიციალურად დაირეგისტრიროთ თქვენს სახელზე.
წესით, ბინადრობის ნებართვის გარეშე ესპანეთში ვერ იმუშავებ, ვერ იქირავებ ბინას და ვერ გახსნი საბანკო ანგარიშს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც…
2. მისამართზე ჩაწერა: პირველი ნაბიჯი კანონიერ ცხოვრებაში
ესპანეთში ჩაწერა (empadronamiento) ნიშნავს, რომ ოფიციალურად აფიქსირებ საცხოვრებელ ადგილს.
ეს დოკუმენტი აუცილებელია, როცა გინდა მიიღო სამედიცინო ბარათი, დარეგისტრირდე სკოლაში ან ისარგებლო სხვა საჯარო სერვისით.
3. ჯანდაცვა — ხარისხიანი, მაგრამ დროში გაწელილი
ესპანეთის საჯარო ჯანდაცვა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, თუმცა ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა სამედიცინო ბარათის მიღება. ამისთვის აუცილებელია მისამართზე ჩაწერის ქონა.
პროცესი ზოგჯერ ნელა მიმდინარეობს, ამიტომ უმჯობესია დროულად დაიწყო.
როცა საბოლოოდ ბარათს მიიღებ, გაიგებ, რომ ესპანური მედიცინის არაოფიციალური სიმბოლოა ფრაზა: „დალიე პარაცეტამოლი (ან იბუპროფენი) და დაისვენე.“
შენიშვნა: რამდენადაც ცნობილია ჩვენთვის, მადრიდში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არალეგალებზე არ ვრცელდება.
4. ბანკები და უსასრულო ფორმალობები
ესპანეთში საბანკო ანგარიშის გახსნა ზოგჯერ ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. ბანკები ითხოვენ NIE-ს, ჩაწერას, ბინის ხელშეკრულებას და სხვა დოკუმენტებს.
თუ მხოლოდ პასპორტით მიდიხარ, გახსნიან არარეზიდენტის ანგარიშს, რომელიც, როგორც წესი, მაღალი საკომისიოებით გამოირჩევა.
ახალჩამოსულებს, რომლებიც ჯერ არ დაურღვევიათ სავიზო პირობები და შეუძლიათ წარმოადგინონ სტაბილური შემოსავალი სამშობლოდან, ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია გაუფორმონ ხელშეკრულებები და გახსნან ანგარიში.
გაფრთხილება: ბოლო პერიოდში Banco Sabadell-მ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების ანგარიშები, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებულ სანქციებს მიაწერეს.
ბევრ ადამიანს ანგარიშები შეუზღუდეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ამიტომ ჯობს წინასწარ შეამოწმო ბანკის პოლიტიკა და აირჩიო ალტერნატიული დაწესებულება.
რჩევა: ანგარიშზე არ გადმოირიცხო დიდი თანხები თუკი თანხის წარმომავლობის დოკუმენტი არ გექნება ბანკში წარსადგენად.
5. მოთმინება და იუმორი — მთავარი იარაღი
ესპანეთში ბიუროკრატიას ვერ მოერევი სიბრაზით. აქ საჭიროა სიმშვიდე, დრო და ცოტა იუმორი.
ფრაზა „მობრძანდით ხვალ“ (MAÑANA) თითქმის ეროვნული გამოთქმაა.
ისწავლე, როგორ გაიცინო სიტუაციაზე, ყოველთვის იქონიე დოკუმენტის დამატებითი ასლი და აღიქვი ყოველი შენი მიღწევა, როგორც პატარა გამარჯვება. აქ ყველაზე კარგად გასწავლიან მოთმინების უნარის გამომუსავებას და რიგში დგომას.
6. როცა რამე გერთულდება — მიმართე სპეციალისტებს
თუ ბიუროკრატიის ბადეში გაეხვიე, არ ინერვიულო. სწორად გაკეთებული დოკუმენტაცია, ბინადრობის რეგულარული განახლება და იურიდიული საკითხების მართვა ხშირად პროფესიონალების დახმარებას მოითხოვს.
Geolexis — ესპანეთში მოქმედი ქართველი სპეციალისტების დაარსებული იურიდიული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია უცხოელთა სამართლებრივ მომსახურებაში.
კომპანია გთავაზობს სრულ მხარდაჭერას:
- ბინადრობისა და ვიზების საკითხებში,
- რეგისტრაციისა და საცხოვრებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში,
- საგადასახადო და საბანკო კონსულტაციებში.
- კომპანიის დაფუძნებაში
- ქონების შეძენა-გაფორმებაში.
- დახმარებების, პენსიების და სხვადასხვა უამრავი სერვისის გაწევაში.
Geolexis მუშაობს მთელი ესპანეთის მასშტაბით და კლიენტებს ემსახურება რამდენიმე ენაზე.
Geolexis — იურიდიული მომსახურება ესპანეთში
ვებგვერდი: [www.geolexis.es]
მომსახურება ხელმისაწვდომია, როგორც ქართულად ისე სხვა ენებზეც.