როგორ ვიქირაო ბინა ესპანეთში? ემიგრანტის და არა მარტო ემიგრანტის უმთავრესი საზრუნავი საცხოვრებელი ადგილია, რაც საკმაოდ რთული საკითხია ესპანეთში, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, სადაც მომხმარებლის რაოდენობა აჭარბებს გასაქირავებელი ბინების რაოდენობას.
უმთავრესი პრობლემა კი მაინც იმ კრიტერიუმების გამო იქმნება რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს დამქირავებელმა პირმა, თუ რაში მდგომარეობს ეს კრიტერიუმები, ვეცდები დეტალურად აგიხსნათ…
რა არის „tasa de esfuerzo“ ?
ტერმინი „tasa de esfuerzo“ იგივე „ტარიფის დაძლევა“ არის მაჩვენებელი, ინდიკატორი, იმისთვის რომ იცოდეთ საშუალოდ რამდენი წელი დასჭირდება ოჯახს, ქირის ან იპოთეკის საფასურის გადასახდელად.
ასე ხდება გამოთვლა ოჯახის რა შემოსავალი დაიხარჯება ყოველთვიურად დავალიანებაზე.
ბოლო დროს „tasa de esfuerzo“-ს მომატება გამოიწვია პროდუქტებისა და ბინების გაძვირებამ.
როგორც ექსპერტები ამბობენ ესპანელების უმეტესობა საკუთარი შემოსავლების 49% ან მეტ პროცენტს ქირაში იხდის.
ისევ ექსპერტების რჩევაა, იმისთვის რომ ოჯახმა მთელი შემოსავალი ქირაში არ დახარჯოს, საშუალოდ ისეთი ღირებულების ბინა უნდა მოძებნოს, რომლის გადახდაც მისი შემოსავლების 33/35% პროცენტს არ აღემატება.
თუმცა ასეთი პირობებით ბინის შოვნა ძალიან რთულია ისეთ სიტუაციაში როდესაც მხოლოდ ჰაერი გვრჩება უფასო.
რას ფუნქციას ასრულებს „Seguro de impago“ ?
რადგან მოხშირდნენ არაკეთილსინდისიერი მდგმურები, ბინის მეპატრონეები ქირაობენ სპეციალურ სერვისს, გადაუხდელობის დაზღვევას „Seguro de impago“.
სანამ კონტრაქტი გაფორმდება დაზღვევა სწავლობს დამქირავებლის შემოსავლებს, რომ გამოიკვლიოს დაინტერესებული პირი შეწვდება თუ არა ბინის ქირას და შეუქმნის თუ არა პრობლემებს მეპატრონეს.
რა ფასიანი ბინის ქირაობა შეგვიძლია საშუალო ხელფასით?
რადგან ესპანეთში მინიმალური ხელფასი 40 საათიან სამუშაო გრაფიკზე შეადგენს 1000 ევროს, მაგალითისთვის ვივარაუდოთ ეს თანხა.
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ხელზე იღებთ 1000 ევროს, თუკი „tasa de esfuerzo“-ს დავიანგარიშებთ 35%- პროცენტზე.
ე.ი თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ მხოლოდ- 350 ევროს ღირებულების ბინა, რომელიც ისეთ დიდ ქალაქებში როგორიც ბარსელონა და მადრიდია, ბუნებაში არ არსებობს.
როგორ შეგვიძლია ამ პრობლემის მოგვარება?
თუკი თქვენი ხელფასიდან გამომდინარე არ გაქვთ საშუალება იქირაოთ სასურველი ბინა, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ სხვა ადამიანების თანამონაწილეობა.
ვინ შეიძლება იყოს ადამიანი ვისთან ერთადაც წარადგენთ საერთო შემოსავლებს?
ბინის დაქირავება შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანთან ერთად, ვისთან ერთადაც მზად ხართ იცხოვროთ ერთ ბინაში ან ოჯახის სხვა წევრები რომლებსაც შეულიათ შემოსავლების წარდგენა, ან გარანტორი (Aval) ვინც გადახდის თავდებად დაგიდგებათ.
ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ უძრავი ქონების სააგენტო (Inmobiliaria) და ბინის პატრონი დაარწმუნოთ თქვენს გადახდის უნარიანობაში.
რა საბუთები დაგჭირდებათ ბინის დასაქირავებლად?
- თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (NIE, DNI, Tarjeta Roja).
- თქვენი კონტრაქტი (trabajador por cuenta ajena). კონტრაქტი უნდა იყოს არა ნაკლები 2 წლის ვადის დაძველებით. ხშირ შემთხვევაში ითხოვენ მუდმივ კონტრაქტს (Contrato fijo).
- თუ ფიზიკური პირი ხართ (Autónomo) ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- ბოლო სამი თვის ხელფასი (Nómina), მეტი დამაჯერებლობისთვის სასურველია ხელფასის საბანკო დარიცხვებიც.
- ფიზიკური პირის შემთხვევაში (Autónomo) შემოსავლების სერტიფიკატი (justificante de ingresos y retenciones) ან დეკლარაცია და ტრიმესტრის და საშემოსავლოს გადახდის სერტიფიკატები (Declaración de Renta y trimestrales de IVA e IRPF)
ნებისმიერ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ეს ყველა დოკუმენტი საჭიროა წარადგინოთ სათითაოდ ყველა ადამიანზე, რომელიც შეუერთდება ბინის კონტრაქტს და ყველა მოხსენიებული იქნება გაფორმებულ კონტრაქტში.
რა თანხა უნდა გადავდოთ იმისთვის რომ საბოლოოდ ვიქირაოთ ბინა?
ვნახოთ ბარსელონაში ერთ-ერთი უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოწოდებული პირობები- 705 ევროიან ბინაზე, 2022 წლისთვის.
- 2 თვის ქირა- 1,410 (რჩება გარანტიის თანხად. როდესაც ბინას დატოვებთ უკან აბრუნებენ, თუკი ბინაში რამე დააზიანეთ აქედან დაექვითებათ ზარალის თანხა)
- პირველი თვის ქირა.
- სააგენტოს მომსახურეობის თანხა- 705
- კონტრაქტის ტარიფი- 180
- საგადასახადო- 185,85
სრული თანხა: 3.185,85
ამ მოცემულ თანხაში შეიძლება შედიოდეს ან ცალკე იყოს გადასახდელი, დასუფთავების ხარჯები, მეტრო პოლიტის გადასახადი, ნაგვის გატანის გადასახდელი ან IBI.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია მეპატრონესთან წინასწარ შეთანხმებაზე და წინასწარვე უნდა გაირკვეს.
ვფიქრობ ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაციაა იმ ადამიანების ინფორმირებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია მისი ბიუჯეტი და ხელფასი გაწვდება, თუ არა ბინის ქირას.
გაითვალისწინეთ, რომ ესპანეთის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქირისა და იპოთეკური სესხის სიძვირე, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად განიხილება.
სახელმწიფომ წლების განმავლობაში შეიმუშავა სხვადასხვა დახმარების და სუბსიდირების პროგრამები, ასევე არსებობს სოციალური დახმარების საცხოვრებელი სახლები, რომლის მისაღებადაც უამრავი ოჯახი დგას რიგში.
სოციალურ საცხოვრებლებში მოსახლეობა იხდის ძალიან მცირე თანხას, თუმცა ამ პროგრამაში მოხვედრა ხშირ შემთხვევაში წლობით იწელება.
თუკი თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით გთხოვთ დატოვეთ კომენტარები.
მომდევნო სტატიაში კი მოგიყვებით თუ რა დახმარებები არსებობს ბინის ქირაზე.
მომავალ შეხვედრამდე!