როგორ ვიყიდოთ ბინა იპოთეკით ესპანეთში – რჩევები ემიგრანტებისთვის

როგორ ვიყიდოთ ბინა იპოთეკით ესპანეთშირჩევები ემიგრანტებისთვის

ესპანეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის პოვნა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს და ბევრ დაბრკოლებას უქმნის მოსახლეობას, როგორც ადგილობრივს ისე უცხოელს.  

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბინის ქირავნობის მაძიებლები და პოტენციური მყიდველებიც, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ რიგ შემთხვევებში.

თუ ესპანეთის რეზიდენტი ხარ და მუშაობ, რეალურად შეგიძლია იფიქრო საკუთარი ბინის შეძენაზე, თუნდაც ერთიანი თანხა არ გქონდეს. იპოთეკა ამ პროცესში ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია.

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნი, რა უნდა იცოდე ესპანეთში ბინის ყიდვამდე და როგორ მუშაობს იპოთეკა რეზიდენტებისთვის.

1️ რა დოკუმენტებია საჭირო?

  • NIE როცა ესპანეთის რეზიდენტი ბრძანდებით (გაითვალისწინეათ მნიშვნელოვანია ხანგრძლივობა).
  • ესპანური საბანკო ანგარიში – იპოთეკური სესხისთვის.
  • სტაბილური შემოსავალი – მუდმივი სამუშაო კონტრაქტი, „Nomina”, ინდმეწარმის შემთხვევაში კვარტლური დეკლარაციები (IRPF si eres autónomo) და ორივე შემთხვევაში წლიური დეკლარაცია (სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წლიანი სიძველით).
  • სუფთა საკრედიტო ისტორია – ბანკები ყოველთვის ამოწმებენ, გაქვს თუ არა დავალიანება.

2️ რამდენი დანაზოგი უნდა გქონდეს?

  • ბანკები ჩვეულებრივ აფინანსებენ ბინის ღირებულების 80 %-მდე.
  • შენ უნდა დაფარო 20 % წინასწარ + 10–13 % გადასახადები და ხარჯები.
  • საერთო ჯამში საჭიროა ბინის ფასის 30–35 % დანაზოგი.

📌 მაგალითი: ბინა 200.000 €

  • იპოთეკა: 160.000 €
  • წინასწარი: 40.000 €
  • გადასახადები/ხარჯები: ~20.000 €
  • საჭირო დანაზოგი: ~60.000 €

3️ იპოთეკის ეტაპები

  1. იპოთეკის წინასწარი დამტკიცება.
  2. ბინის არჩევა და ხელშეკრულება (Contrato de arras) – ფასის 10 % ავანსი.
  3. შეფასება (Tasación) – ბანკი აფასებს ბინის რეალურ ღირებულებას.
  4. ბანკის შემოთავაზება (FEIN) – ოფიციალური დოკუმენტი სასესხო პირობებით.
  5. ხელმოწერა ნოტარიუსთან – გაყიდვის და იპოთეკის ხელშეკრულება.
  6. რეგისტრაცია – ბინა ოფიციალურად შენი ხდება.

4️ რა ხარჯებია?

  • მეორადი ბინა → ITP გადასახადი: 6–10 %
  • ახალი ბინა → IVA 10 % + AJD 1–1,5 %
  • შეფასება (Tasación) → 300–600 €
  • სხვა მცირე ხარჯები → დოკუმენტები, ასლები

👉 2019 წლიდან ძირითადი ხარჯების დიდი ნაწილი ბანკს ეკისრება.

5️ რა პირობებია რეზიდენტებისთვის?

  • დაფინანსება: 80 %-მდე
  • ვადა: 30–40 წელი
  • ასაკი ვადის ბოლოს: მაქს. 70–75 წელი
  • პროცენტი (2025 წ.):
    • ფიქსირებული: 2,5–3,5 %
    • ცვლადი: Euríbor + 0,7–1,2 %
    • შერეული: ფიქსირებული პირველ წლებში, შემდეგ ცვლადი

სასარგებლო რჩევები

  • არ მოაწერო ხელშეკრულებას, სანამ ბანკის წინასწარი პასუხი არ გექნება.
  • შეადარე რამდენიმე ბანკის პირობები.
  • გაითვალისწინე არა მხოლოდ ბინის ფასი, არამედ ხარჯები (IBI, კომუნალური გადასახადები).
  • სასურველია კონსულტაცია იურისტთან ან ფინანსურ მრჩეველთან.

თუკი, გსურთ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ზემოთ აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებიტ, შეგიძლიათ ჩანიშნოთ ფასიანი კონსულტაცია და იურიდიული კომპანია „ჯეოლექსი“ გაგიწევთ გიდობას ყველა პროცედურაში.
📞611 68 09 42
📞652 62 28 84 (whatsApp)

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI