როგორ ინიშნება პენსია ესპანეთში?!

როგორ-ინიშნება-პენსია-ესპანეთში?!1920X1080

როგორ ინიშნება პენსია ესპანეთში?! / მოგეხსენებათ, როგორც სხვა ქვეყნებში ისე ესპანეთში არსებობს სხვადასხვა ტიპის პენსიები, იმისთვის რომ კარგად გაერკვეთ, ამ სტატიაში აგიხსნით თუ რა განსხვავებაა pensión contributiva-სა და pensión no contributiva-ს შორის და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს საპენსიო კანონდებლობაში ხდება ცვლილებების შეტანა და სახვადასხვა წელს გაცემული პენსიები შეიძლება იყოს განხვავებული მოცულობის. აგრეთვე, საპენსიო თანხის რაოდენობა დამოკიდებულია ოჯახურ შემოსავლებზე.

ესპანეთში, საპენსიო ასაკი სქესზე დამოკიდებული არ არის. როგორც ქალები, ისე მამაკაცები ერთნაირ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ საპენსიო ასაკისა და სამუშაო სტაჟის მხრივ, იმისთვის რომ მიიღონ ასაკობრივი პენსია.

თუმცა ქალებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი არიან დედები, შესაძლოა ნაადრევი პენსიის უფლება მიეცეთ, ან დედობის პერიოდი ჩაეთვალოთ კონტრიბუციად.

PENSIÓN CONTRIBUTIVA – (კონტრიბუციული პენსია ესპანეთში) ეფუძნება ჩვენი სამუშაო ისტორიის (სტაჟის) და დამსაქმებლების მიერ გადახდილ შენატანებს სახელმწიფო ხაზინაში.

კონტრიბუციული პენსიის ტიპები სპანეთში:

  • საპენსიო ასაკის პენსია (pensión por jubilación)
  • შეზღუდული შრომისუნარიანობის (ინვალიდობის) პენსია
  • ქვრივობის პენსია
  • ობლობის პენსია
  • ოჯახის წევრთა სასარგებლობისთვის განკუთვნილი პენსია

პენსიის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები

პენსიის მისაღებად, სხვადასხვა შემთხვევაში, შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოთხოვნები, თუმცა ძირითადი მოთხოვნების სიას გთავაზობთ დაბლა:

  1. მინიმალური საპენსიო შენატანის (სტაჟის) ქონა
    • საპენსიო ასაკის პენსიისთვის 2025 წელს მინიმუმ 15 წლიანი სამუშაო სტაჟია საჭირო, საიდანაც 2 წელი ნამუშევარი უნდა გქონდეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში.
    • ინვალიდობის პენსიისთვის მოთხოვნები დამოკიდებულია ინვალიდობის ხარისხსა და პირის ასაკზე.
    • ქვრივობის ან ობლობის პენსიისთვის გარდაცვლილი პირი უნდა ყოფილიყო სოციალური შენატანის გადამხდელი გარკვეული დროის განმავლობაში.
  2. სამუშაო სტატუსი (აქტიური ან მასთან გათანაბრებული მდგომარეობა)
    • პირს უნდა ჰქონდეს მიმდინარე სოციალური შენატანები (seguridad social), ან იმყოფებოდეს მისთანავე გათანაბრებულ მდგომარეობაში (მაგალითად, უმუშევრობის დახმარების მიმღები – PARO).
  3. ასაკობრივი ან სხვა შესაბამისი პირობა
    • საპენსიო ასაკი პენსიისთვის 65 წელი → თუ პირს 38 წელი და 3 თვე მაინც აქვს გადახდილი სოციალური შენატანები. 66 წელი და 8 თვე → თუ პირს 38 წელი და 3 თვეზე ნაკლები აქვს გადახდილი (ეს მოთხოვნები ეტაპობრივად იზრდება და 2027 წელს საპენსიო ასაკი 67 წელს მიაღწევს, როგორც ესპანეთის საპენსიო რეფორმით არის განსაზღვრული).
    • ინვალიდობის პენსიისთვის საჭიროა სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს შრომისუნარიანობის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას.
  4. ადმინისტრაციული პროცედურების გავლა
    • პენსიის მოთხოვნა უნდა წარედგინოს სოციალური დაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (INSS) ან შესაბამის ორგანოში.

PENSIÓN NO CONTRIBUTIVA – (არა კონტრიბუციული პენსია) არის ფულადი დახმარება იმ პირებისთვის, რომლებმაც ვერ დააგროვეს საკმარისი სამუშაო სტაჟი, მაგრამ აქვთ ფინანსური საჭიროება.

2025 წელს არაკონტრიბუციული პენსიის ოდენობა

  • წლიური ოდენობა: 7,905.80 €
  • ყოველ თვიური გადახდის ოდენობა: 564.70 €, რომელიც გაიცემა 14 თვეზე(12 რეგულარული თვიური გადახდა + 2 დამატებითი, ივნისსა და ნოემბერში).
  • ზოგიერთ ავტონომიას აქვს დანამატი არა კონტრიბუციულ პენსიაზე, და მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ ამ დამატებითი თანხის მოთხოვნა, როდესაც პენსია დაგიმტკიცდებათ.

თუ ერთ ოჯახში რამდენიმე პირი იღებს არაკონტრიბუციული პენსიას, თანხა მცირდება:

  • 2 ბენეფიციარი: 6,719.93 € წელიწადში (480.00 € თვეში).
  • 3 ბენეფიციარი: 6,324.64 € წელიწადში (451.76 € თვეში).

2025 წელს არაკონტრიბუციული პენსიის მოთხოვნის კრიტერიუმები

რეზიდენტობა:

  • საჭიროა ესპანეთში ლეგალურად ცხოვრება მინიმუმ 10 წლის განმავლობაში (საპენსიო ასაკის პენსიისთვის) ან 5 წელი (ინვალიდობის პენსიისთვის), საიდანაც 2 წელი უნდა იყოს უწყვეტი და უშუალოდ წინ უსწრებდეს განაცხადის შეტანას.

საშემოსავლო ზღვარი:

  • პირი ვერ მიიღებს ამ პენსიას, თუ მისი წლიური შემოსავალი 7,905.80 €-ს აღემატება.

ოჯახური შემოსავლების ლიმიტი:

  • თუ ბენეფიციარი ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე ითვლება მათი ერთობლივი შემოსავალი. 2025 წლისთვის ლიმიტებია:
    • 2 წევრი ოჯახში: 13,439.86 €
    • 3 წევრი ოჯახში: 18,973.92 €
    • 4 წევრი ოჯახში: 24,507.98 €

დამატებით შემოსავლებთან შეთავსება

  • ინვალიდობის პენსია:
    • ბენეფიციარს შეუძლია იმუშაოს და ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი 15,105.80 €-მდე წელიწადში (რომელშიც შედის პენსიის სრული ოდენობა და 7,200 €-იანი IPREM ინდიკატორი).
    • თუ შემოსავალი ამ ლიმიტს გადააჭარბებს, პენსია შემცირდება, რომ არ გადააჭარბოს მაქსიმალურ ნებადართულ თანხას.

2025 წლის ბენეფიციარების ვალდებულებები

საშემოსავლო დეკლარაცია:
ყველა ბენეფიციარმა 2025 წლის 31 მარტამდე უნდა წარმოადგინოს წლიური დეკლარაცია, იმისთვის რომ დაადასტუროს, რომ კვლავ აკმაყოფილებს პენსიის მოთხოვნის პირობებს.
თუ ეს არ შესრულდა, პენსიის გადახდა შეიძლება შეჩერდეს.


დამატებითი ინფორმაციისთვის, ან კონსულტაციისთვის მოგვწერეთ:

WhatsApp: +34 652 62 28 84

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI