როგორ კეთდება ბინადრობის ნებართვა ესპანეთში და რას ნიშნავს „Arraigo“?

როგორ-კეთდება-ბინადრობის-ნებართვა-ესპანეთში-და-რას-ნიშნავს-„Arraigo“?1200X800

ამ სტატიაში შევეცდებით განვმარტოთ ზოგადი ინფორმაცია, თუ რა არის „Arraigo“, მისი ტიპები და რა გჭირდებათ იმისთვის რომ ესპანეთში ბინადრობის ნებართვა მიიღოთ ამ საემიგრაციო კანონის საფუძველზე.

Arraigo Social – ეს არის ესპანეთში ბინადრობის ნებართვის მოპოვების ყველაზე ძველი მეთოდი, რომელიც ემიგრანტს საშუალებას აძლევს მოახდინოს არალეგალური მდგომარეობის რეგულირება, გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე.

ეს ბინადრობის ნებართვა ტრადიციულად კეთდება ქვეყანაში 3 წლიანი უწყვეტი ჩაწერის ნიადაგზე (Padrón histórico), რომლის მიხედვითაც უცხოელი უნდა იყოს საზოგადოებაში ინტეგრირებული პირი და სასაუბრო დონეზე ფლობდეს ენას.  

ესპანეთში გარკვეული პროვინციების მიხედვით, შეიძლება მოგთხოვონ ამის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები, როგორიცაა განვლილი ენის კურსები და ა.შ…

ეს კანონი ეხებათ არა მარტო იმ ემიგრანტებს რომლებიც პირველად აკეთებენ ბინადრობის ნებართვას, არამედ იმათაც ვისაც უკვე ჰქონდა ბინადრობის ნებართვა და სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განაახლეს საბუთები.

Arraigo Laboral – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც უცხოელი უნდა ადასტურებდეს რომ ქვეყანაში იცხოვრა მინიმუმ, 2 წელი და ოფიციალურად იმუშავა 6 თვის მანძილზე.

ეს კანონი ბევრმა ისეთმა უცხოელმა გამოიყენა რომელსაც ესპანეთში მოთხოვნილი ჰქონდა თავშესაფარი და უარი ეთქვათ დევნილის სტატუსზე.

ნორმატივების მიხედვით უარის მიღებამდე, დროებითი საბუთით (წითელი ბარათი) ნამუშევარი უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 180 დღე.

ეს კანონო ასევე შეეხო იმ ადამიანებსაც რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ბინადრობის უფლება და ვერ მოახერხეს საბუთების განახლება.

El Arraigo Familiar – ეს არის ოჯახის გაერთიანება, რომლის საშუალებითაც ესპანეთში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრანტს, რომელსაც ექნება საკმარისი შემოსავლები და საცხოვრებელი პირობები,

შეუძლია შემოიერთოს – მეუღლე, შვილები, მშობლები და ბებია-ბაბუა/პაპა-ბაბო.

ამ კანონის მიხედვით პროცედურების დაწყება შესაძლებელია, როგორც საქართველოდან ოჯახის წამოსაყვანადაც ისე, იმ შემთხვევაშიც თუ ოჯახის წევრები იმყოფებიან ესპანეთში.

Arraigo para la Formación – „Arraigo para la formación“ არის ნებართვა, რომელიც, საიმიგრაციო რეფორმის შედეგად ძალაში შევიდა 2022 წლის აგვისტოში.

ეს ნებართვა კეთდება ესპანეთში სწავლის საფუძველზე და აუცილებელია ქვეყანაში გქონდეთ 2 წლიანი უწყვეტი ჩაწერა და ჩაირიცხოთ მინიმუმ 200 საათიან კურსებზე.

იხილეთ მსგავსი თემები ემიგრაციაზე.

Geo-Point-ის-პრეზენტაცია-მზიასგან1128X853

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI