როგორ მოვითხოვოთ სოციალური დახმარება ბასკეთში?!/ ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ქვეყანაა, მის შემადგენლობაში შედის 17 რეგიონალური მხარე.
თითოეულ მათგანში არსებობს სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება, როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ლეგალურად ცხოვრობს თუ არა ესპანეთში, შეუძლია გარკვეული ტიპის დახმარების მოთხოვნა.
თუმცა ბასკეთის პროვინცია, ესპანეთის დანარჩენი ნაწილისგან გამორჩეულია იმ მხრივ რომ აქ დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა, ყველაზე მაღალია და მისი მოპოვებაც ესპანეთის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით მარტივად ხდება.
ალბათ იკითხავთ, თუ რატომ იძლევიან დახმარებებს იოლად ბასკეთში?!
გამომდინარე იქიდან რომ ბასკეთიდან ხდებოდა მოსახლეობის განსაკუთრებით ახალგაზრდობის მასობრივი მიგრაცია, მძიმე კლიმატური პირობებისა და არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გამო,
პროვინციის ხელმძღვანელობამ ხალხის მოსაზიდად და რეგიონის გამოსაცოცხლებლად, ხერხს მიმართა და შეიმუშავა დახმარების ეს პაკეტები, რომლებზეც სტატიაში დეტალურად მოგიყვებით.
გაგაცნობთ ბასკეთში 2 ყველაზე მნიშვნელოვან დახმარების სისტემას „Ayudas de emergencia social (AES)“ და „Renta de Garantía de Ingresos (RGI)“.
„Ayudas de emergencia social, AES“- ანუ გადაუდებელი სოციალური დახმარება არის, საგანგებო ხასიათის ავტონომიური დახმარება, რომელიც გაძლევთ ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას როგორიცაა:
საცხოვრებლის ხარჯები, გამოსახლების თავიდან აცილების მიზნით, საკვები, ტანსაცმელი, პირადი მოხმარების ნივთები.
ეს დახმარება ერთ ადამიანზე შეადგენს ჯამში 500 ევროს, 125 ევრო ქირისა და 375 ევრო პირადი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
AES-ის ოფისები განთავსებულია მთელს ესპანეთში.
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ AES-ის დასამტკიცებლად?
სოციალური გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ცენტრებს იმ ქალაქებში სადაც ცხოვრობენ.
პირველ რიგში საჭიროა ვიზიტის დაჯავშნა „სოციალთან“, სადაც ისაუბრებთ მიზეზზე, თუ რატომ გჭირდება დახმარება.
გასაუბრებისას „სოციალი“ მოგცემთ ანკეტას, რომელიც უნდა შეავსოთ და ასევე ჩაინიშნავს თქვენს შესახებ ინფორმაციას.
- დაგჭირდებათ მინიმუმ 6 თვიანი ჩაწერა ბასკეთის ტერიტორიაზე,
- შემდგომ უკვე უშუალოდ მოთხოვნისას წარადგენთ ბინის, ან ოთახის კონტრაქტს.
- ასევე, NIE/DNI ან პასპორტის ყველა გვერდის ასლი (უმჯობესია იყოს ახალი ან არ იყოს დაფიქსირებული ბევრი მიმოსვლა, ვიზა, დეპორტი)
- ბიომეტრიული ფოტოსურათი
- სამედიცინო ფურცელი
- ბინაში ჩაწერის ინდივიდუალური სერტიფიკატი (padrón individual) და ოჯახური ჩაწერის (padrón familiar)
- განვლილი კურსების ან ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები და დიპლომი
- საბანკო ანგარიში (უმჯობესია იყოს ახალი).
- არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა მშობლების ან პასუხისმგებელი პირის ნებართვა.
გასაუბრებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოთ ცნობა
- ოჯახური მდგომარეობის შესახებ
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ
ყველაფერი ნათარგმნი ესპანურად და დამოწმებული აპოსტილით.
დახმარების დამტკიცების შემთხვევაში თანხის დარიცხვას აგვიანდება 15 დღიდან 1 თვემდე.
ამ დახმარებაში ყველაზე საინტერესო ის მომენტია რომ უსაბუთო ადამიანსაც აქვს დახმარების მოთხოვნის შესაძლებლობა, თუკი უკვე გაქვთ 6 თვის ჩაწერა ბასკეთის ტერიტორიაზე.
(უსაბუთო ადამიანსაც ანალოგიურად ჭირდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთის მოგროვება)
ამ დახმარებას ვერ მიიღებენ ის პირები ვინც ოფიციალურად მუშაობენ, ან არიან ჩაბარებულები ლტოლვილად.
რა არის „Renta de Garantía de Ingresos“ (RGI)?!

„Renta de Garantía de Ingresos“ (RGI) ეს არის ყოველთვიური ფინანსური დახმარება იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსები ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
მისი მოთხოვნა შეგიძლიათ „ლანბიდეში“, ბასკური დასაქმების სამსახურში.
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოთ RGI-ს დასამტკიცებლად?
RGI-ის მოთხოვნა შეგიძლიათ თუ გაქვთ 3 წლიანი ჩაწერა ბასკეთის ტერიტორიაზე და პირი უნდა იყოს 23 წლის ზემოთ ასაკის.
23 წლამდე ადამიანებს, განსაკუთრებულ შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ დახმარება, თუკი ხართ:
- მარტოხელა მშობელი
- ფიზიკური, ან ემოციური ძალადობის მსხვერპლი
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
უნდა აიღოთ „ლანბიდეში“ პირველი ვიზიტი ფორმალობისთვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია და ანკეტა, რომლის მოძებნაც ინტერნეტშიც შეგიძლიათ.
შემდეგ, დაგჭირდებათ მეორე ვიზიტი ყველა საბუთის და ოფიციალური მოთხოვნის შესატანად.
დროის მოგების მიზნით, უმჯობესია თუ ორივე ვიზიტს ერთდროულად აიღებთ გარკვეული შუალედით.
ამ შემთხვევაში სოციალთან გასაუბრება საჭირო არ არის.
მოთხოვნის წარსადგენად საჭირო საბუთები
- NIE/DNI ან პასპორტის ყველა გვერდის ასლი
- ბინის კონტრაქტი
- ინდივიდუალური (padrón individual) და ოჯახური ჩაწერის (padrón familiar) სერტიფიკატი ბინიდან
- თუ სწავლობთ დამამტკიცებელი ცნობა, საბანკო ანგარიში (უმჯობესია იყოს ახალი), თუ მუშაობთ ან ელოდებით საბუთს დაურთეთ კონტრაქტიც.
დახმარების მოთხოვნიდან 6 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოთ ცნობები:
- ცნობა ოჯახური მდგომარეობის შესახებ,
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ,
- ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ
ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ესპანურად და დამოწმებული აპოსტილით.
დახმარების დამტკიცების შემთხვევაში თანხის დარიცხვას აგვიანდება 2 კვირიდან 2 თვემდე.
აღსანიშნავია, რომ ამ დახმარებითაც შეუძლია ისარგებლოს პირს რომელსაც არ აქვს საბუთები, მაგრამ მისი ჩაწერიდან (empadronamiento) უკვე გასულია 3 წელი.
ამ შემთხვევაში ანალოგიურად დაჭირდება ჩაწერის ფურცელი და საცხოვრებელი ადგილის კონტრაქტი.
თანხა მცირდება, თუკი თქვენს სახელზე გაქვთ გაფორმებული ავტომობილი, ან , უკეთესია გქონდეთ ოთახის ქირავნობის დამადასტურებელი კონტრაქტი.
წარმოგიდგენთ სოციალური დახმარებისთვის განაწილებულ თანხებს. თუმცა რეალურად თანხა უფრო მეტია. რადგან ყველას სიტუაცია ინდივიდუალურია და თანხაც სიტუაციის შესაბამისად მერყეობს.
Nº ადამიანთა რაოდენობა | ზოგადად | პენსიონერებისთვის |
1 | 727,41 € | 834,59 € |
2 | 934,05 € | 1043,24 € |
3 ან მეტი | 1033,24€ | 1.126,70€ |

სტატია მოამზადა სპეციალურად თქვენთვის, ქეთი ჯიშკარიანმა