როგორ მოვითხოვოთ 200-ევროიანი დახმარება? ეს არის ერთჯერადი დახმარება რომელიც „ახენცია ტრიბუტარიიდან“ შეგიძლიათ მოითხოვოთ, ამისთვის ვადა 2023 წლის 30 მარტამდე გაქვთ.
ვინ ვერ მიიღებს ამ დახმარებას?
ის, ვინც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იღებდა საარსებო მინიმუმის (IMV) პენსიას ან 2022 წელს მათი წლიური დეკლარაცია (თანაცხოვრების ნიადაგზე მიღებული შემოსავლების ჩათვლით) ერთიანობაში აღემატება 27000 ევროს.
დახმარების მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს ესპანეთში და აქვს NIE
ინდმეწარმეს (autónomo), კომპანიაში დასაქმებულს ან უმუშევრობის აღრიცხვაზე მდგომ პირს, იმ ადამიანებს, რომლთა წლიური შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
გაითვალიწინეთ, რომ საცხოვრებელ ადგილზე ჩაწერილი პირების შემოსავლებიც თქვენს საერთო შემოსავლებად ითვლება.
საჭირო რეკვიზიტებია:
- უნდა გქონდეთ ესპანეთში ცხოვრების უფლება (მათ შორის წითელი საბუთი). უნდა ფიქსირდებოდეს თქვენი ესპანეთში ლეგალურად ცხოვრება 2022 წლიდან როგორც მინიმუმ 183 დღე.
- 2022 წლის დეკლარაციის მონაცემებით თქვენი შემოსავლების საერთო თანხა არ უნდა აჭარბებდეს 27.000 ევროს. თქვენი ქონება არ უნდა აღემატებოდეს 75000 ევროს (საცხოვრებელი სახლის გამოკლებით).
თანხის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად… მოხდება იმ პირების შემოსავლების და ქონების დაანგარიშება
რომლებიც ცხოვრობენ იმავე საცხოვრებელ მისამართზე სადაც დახმარების მომთხოვნი პირია ჩაწერილი, ესენი შეიძლება იყვნენ: ბენეფიციარი; მეუღლე; პარტნიორი;მშობლები და
25 წლამდე ასაკის შვილები, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი
ან მათი შემოსავალი არ აღემატება წლიურ-8000 ევროს. - ამ პირებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ უნდა ქონდეთ მიღბული საარსებო მინიმუმის ან ბავშვების ან სოციალური უზრუნველყოფის პენსია.
- 2022 წელის დეკლარაციის მიხედვით, ზემოთ მოხსენიებული არც ერთი თანამცხოვრები პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული რომელიმე სოციალური აქტივის ადმინისტრატორად ან მოქმედი კომპანიის, არარეგისტრირებული აქციების მეწილედ ან მფლობელად.

ელექტრონული ხელმოწერის ასაღებად შეგიძლიათ მიმართოთ მიმართოთ მერიას ან სახელმწიფო მომსახურების სერვისების რომელიმე ერთეულს.
ამ ხელმოწერას დააყენებთ პერსონალურ კომპიუტერში და 4 წლის მანძილზე ისარგებლებთ სახელმწიფოს ელექტრონული სერვისებით.
რაც შეეხება clave-ს, შეგიძლიათ რეგისტრაციისთვის მიხვიდეთ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულებში ან შეუკვეთეთ ონლაინ ვიდეო ზარით, ან მოითხოვეთ წერილის სახით და მისამართზე მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომელსაც შემდეგ ტელეფონშიც გააქტიურებთ.