როგორ მოვითხოვოთ RENFE-ს უფასო აბონიმენტი?

როგორ-მოვითხოვოთ-RENFE-ს-უფასო-აბონიმენტი?990X556

როგორ მოვითხოვოთ RENFE-ს უფასო აბონიმენტი?- უკვე ყველასთვის ცნობილია რომ ესპანეთში სექტემბრიდან დეკენბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება.

თუმცა უფასო მგზავრობა ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე არ ვრცელდება.

როგორც ესპანეთის მთავრობა აცხადებს უფასო მგზავრობა შესაძლებელი იქნება 2022 წლის სექტემბრიდან, 2022 წლის დეკემბრამდე. მთავრობის ეს გადაწყვეტილება განაპირობა ენერგეტიკულმა კრიზისმა და გლობალური დათბობის საშიშროებამ.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კერძო ავტომობილების სარგებლობის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

ამ ეტაპზე გთავაზობთ დაზუსტებულ ინფორმაციას თუ როგორ მოიპოვოთ რენფეს უფასო სამგზავრო ბარათი.

როგორ-მოვითხოვოთ-RENFE-ს-უფასო-აბონიმენტი?1000X664

რაც მთავარია უნდა იცოდეთ, რომ უფასო მგზავრობისთვის აუცილებელია აბონიმენტის მოთხოვნა რომლითაც ისარგებლებთ რენფეს(Renfe) მატარებლებით მგზავრობისას.

ბარათის შეძენა უკვე ხელმისაწვდომია 24 აგვისტოდან მატარებლის სალაროებში, აპარატებში ან ონლაინ შესყიდვით საიტზე ან აპში.

აბონიმენტით სარგებლობის პირობები:

უპირველესყოვლისა, თუ გინდათ თავიდან აირიდოთ რიგში დგომა, ონლაინით შესაძენად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია  renfe.com-ზე, ან  appstore-იდან და აბონიმენტის შესაძენად გადაიხადოთ გირაოს თანხა.

თუკი თქვენ მგზავრობთ მოკლე დისტანციებზე, გირაოს საფასური იქნება, 10 ევრო (Abono de Cercanías).

ხოლო თუ იმგზავრებთ ნახევრად შორ დისტანციაზე, 20 ევრო (Abono de Media Distancia).

თანხის დაბრუნებისთვის აუცილებელი პირობაა ოთხი თვის განმავლობაში გქონდეთ მინიმუმ ბარათის 16-ჯერ გატარება.

საბოლოოდ აბონიმენტის თანხა უკან დაგიბრუნდებათ, როდესაც უფასო მგზავრობის პროგრამა ამოიწურება დეკემბერში, ამიტომ გირჩევთ თანხის ბარათით გადახდას, იოლად რომ მოხდეს თანხის დარიცხვა თქვენს ანგარიშზე.

რაც შეეხება სხვადასხვა დისტანციებზე მგზავრობას 1 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე მგზავრობისას შეიძლიათ ისარგებლოთ 50% ფასდაკლებით.

მაგალითად როგორიცაა Avant, ასევე ნარჩუნდება სხვა აბონიმენტებიც რომლებსაც ანალოგიურად შეეხებათ 50% ფასდაკლება ((Tarjeta Plus, Tarjeta Plus 10, Tarjeta Plus 10 Estudiante y Tarjeta Plus 10-45).

რაც შეეხება სწრაფმავალ მატარებლებს თუკი მგზავრობის დრო არ აღემატება 100 წუთს ანალოგიურად გამოიყენებთ 50% ფასდაკლებებს

ასეთი მიმართულებებია:

Madrid-Palencia; Madrid-Zamora; León-Valladolid; León-Palencia; Burgos-Madrid; Burgos-Valladolid; Ourense-Zamora; Palencia-Valladolid; Huesca-Zaragoza; León-Segovia; Segovia-Zamora; Palencia-Segovia y Medina del Campo-Zamora.

როგორ-მოვითხოვოთ-RENFE-ს-უფასო-აბონიმენტი?774X320

ბარსელონაში მეტროთი მგზავრობასთან დაკავშირებითაც არის სიახლეები, მეტროს ზოგიერთ აბონიმენტებზე გავრცელდება ფასდაკლბა ისეთ აბონიმენტზე როგორიცაა:

50%- T-usual, T-joven და პაროზე მყოფი ადამიანებისთვის განკუთვნილი აბონიმენტები.

ასევე შედარებით ნაკლები ფასდაკლება აქვს T-casual-ს 30%.

ფასდაკლება არ გავრცელდება- T-familiar, T-grup და T-dia.

აგრეთვე ცნობილია, რომ 2022 წელს შეძენილ აბონიმენტებს, გაუხანგრძლივდებათ ვადა 2023 წლის 15 იანვრამდე.

გამონაკლისია T-16 და T-verde-ს ბარათები რადგან მათ საკუთარი ვადები აქვთ.

არსანიშნავია, რომ პროქეტს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ავტონომიურმა ქალაქებმა, მადრიდმა და ბარსელონამ, თუმცა საბოლოოდ კონსესუსი მაინც შედგა რადგან ცენტრალური ხელისუფლებისგან 30% სუბსიდირება მიიღეს.

როგორია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ტარიფი ბასკეთში?!


განახლებული ტარიფი მოქმედებს მეტროს, Bizkaibus, Bilbobus Funicular და Euskotren-ის
სარგებლობისას.
როგორც გამომცემლობა “El Correo” აცხადებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის შეცვლა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

შევადაროთ ძველი და ახალი ფასები:


სტანდარტული ტარიფები,რომლითაც მოსახლეობა 1 სექტემბრამდე სარგებლობდა

ტარიფები, რომლითაც მოსახლეობა 1 სექტემბრიდან ისარგებლებს

როგორ-მოვითხოვოთ-RENFE-ს-უფასო-აბონიმენტი?946X222

ბასკეთში მოქმედი ახალი ტარიფების შესახებ ტექსტური ინფორმაცია მოგვაწოდა: ნანა სარქისიანმა, რისთვისაც ნანას ჩვენი გაზეთის სახელით მადლობას ვუხდით.

გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI