როგორ მოიპარა გრინჩმა შობა!

როგორ-მოიპარა-გრინჩმა-შობა650X366

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა! ანუ რატომ არ ვზეიმობთ შობას 25 დეკემბერს?! ალბათ ყველას აქვს არასრულფასოვნების შეგრძნება როდესაც რაღაც ისეთი უნდა გამოტოვო, რასაც ქრისტიანული სამყარო ზეიმობს, რამოდენიმე ქვეყნის გამოკლებით მათ შორის: რუსეთი, სერბეთი და საქართველო.

უახლესი ინფორმაციით მას შემდეგ რაც, უკრაინული ეკლესია უკვე ოფიციალურად გაამოეყო რუსეთის ეკლესიას და მოიპოვა ავტოკეფალია, 2022 წელს პირველად აღნიშნავს შობას ახალი სტილით, როგორც საბერძნეთი, რუმინეთი და სხვა დანარჩენი მართლმადიდებლური ქვეყნები.

ცოტა ადამიანმა, თუ იცის იმის შესახებ რომ იყო დრო, როდესაც საქართველომაც გადაწყვიტა 25 დეკემბრის მოზეიმეებს შეერთებოდა, თუმცა ჩვენი ეკლესიისთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

ალბათ იმასაც იტყვით „ვისაც როდის უნდა მაშინ იზეიმოსო“, მაგრამ ვერასდროს იქნება დღესასწაული სრულფასოვანი, თუკი ჩვენი ეკლესია არ მიიღებს მონაწილეობას საერთო სახალხო ზეიმში, რომელსაც რელიგიური დატვირთვა აქვს.

ვერ ვიქნებით სრულფასოვნად ბედნიერები ვერც მაშინ, როდესაც მარხვას ვინახავთ და საახალწლო სუფრასთან ხორციან კერძებს თვალს ვარიდებთ.  

მორწმუნე მართლმადიდებლებისთვის ხომ მარხვა ცოდვების მონანიების და სულის გამოწრთობის რიტუალია, რომელიც ზეიმში მონაწილეობას გამორიცხავს 6 იანვრის ღამემდე.

ამიტომ 31 დეკემბერს საახალწლო ზეიმი, შეუსაბამობაში მოდის დღეისთვის არსებულ საეკლესიო წესებთან.

ამ დიდი გაუგებრობის მოგვარება, მხოლოდ ქართულ ეკლესიას შეუძლია, რომელმაც უბრალოდ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების მსგავსად დაამტკიცოს ახალი საეკლესიო კალენდარი, რომელსაც თანამედროვე სამყარო მიყვება.

ახალი კალენდარი რელიგიურ შეხედულებებთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის და ამ მიზეზს ცოტა ქვემოთ აგიხსნით.

რატომ ვზეიმობთ საქართველოში შობას 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს?

და რა განსხვავებაა გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის?

მსოფლიოში დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია გრიგორიანული კალენდარი, რომელიც წარმოადგენს მისი წინამორბედის, იულიუსის კალენდარის რეფორმირების შედეგს. მისი სახელი უკავშირდება რეფორმის ინიციატორს, რომის პაპ გრიგოლ XIII–ს.

ახალი კალენდარის დანერგვის აუცილებლობა განაპირობა იულიუსის კალენდრის ცდომილებამ.

ევროპის ბევრი ქვეყანა კალენდარს ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შეუერთდა, საქართველო კი 1918 წელს.

ამ ორ კალენდარს შორის განსხვავება 14 დღეა, რადგანაც საქართელოს ეკლესია იულიუსის ძველ კალენდარს მიყვება, ამიტომ შობას ვზეიმობთ 7 იანვარს, ახალ წელს კი 14 დეკემბერს.

რადგან სახელმწიფო კალენდარი გრიგორიანულ კალენდარს ემთხვევა ამიტომ 2 ახალი წელი გვიწევს, 31 დეკემბერი და 14 იანვარი

მოგვიანებით მოხდა იულიანური კალენდრის მეორედ ჩასწორება სერბი მეცნიერის, მილუტინ მილანკოვიჩის მიერ 1923 წელს, რომელიც ყველაზე ზუსტ კალენდრად ითვლება.

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარის ისტორია!

1923 წლის საერთო მართლმადიდებლურ თათბირზე კონსტანტინოპოლში საეკლესიო პრაქტიკა გადაიყვანეს შესწორებულ იულიანურ კალენდარზე, რითაც განხორციელდა სეკულარული (საერო) და საეკლესიო კალენდრების თანხვედრა.

კალენდარს ვერ შეუერთდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური მიზეზების გამო, ვერ შეძლო კონგრესზე მონაწილეობა და ძველ იულიუსის კალენდარზე დარჩა კიდევ სხვა რამოდენიმე ეკლესიასთან ერთად.

ამან გამოიწვია ის, რომ დღეს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვადასხვა კალენდარი გამოიყენება და დღესასწაულთა თარიღები ერთმანეთს არ ემთხვევა გარდა აღდგომის დღესასწაულისა.

ქართული საეკლესიო კალენდარის ისტორია!

საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ 1923 წლის 24 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულები 1923 წლის 1 ნოემბრიდან უნდა აღნიშნულიყო ახალი კალენდრით, ხოლო მოძრავი — ძველი სტილით.

თუმცა საქართელოს ეკლესიაში არსებული უთანხმოების გამო, ამბროსი ხელაიას მოუწია ამ დადგენილების გაუქმება.

მაშინდელმა პატრიარქმა მოგვიანებით კვლავ სცადა აღედგინა იულიუსის განახლებული კალენდარის გამოყენება თუმცა უშედეგოდ.

ასე რომ მხოლოდ საქართველოს ეკლესიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამ გაუგებრობის აღმოფხვრა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ისტორიის დოქტორანტის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნაშრომს საქართველოს საეკლესიო კალენდარის ისტორიის შესახებ.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI