რუსების რეაქცია ანტი-საოკუპაციო გამოსვლებზე

რუსების-რეაქცია-ანტი-საოკუპაციო-გამოსვლებზე750X451

რუსების რეაქცია ანტი-საოკუპაციო გამოსვლებზე. ბოლო დროს გახშირდა რუსი ეროვნების მქონე მოქალაქეების მიერ წუხილი, იმის შესახებ რომ მათ ადამიანები ერჩიან და არა მეგობრული განწყობით ხვდებიან, უკრაინაში მომხდარი ომის გამო.

როგორც ცნობილი გახდა ქ. დუბლინში რუსეთის საელჩოს ეზოში, ერთ-ერთი მომიტინგე სატვირთო მანქანითაც კი შევარდა.

რუსეთის ელჩიც ადასტურებს, რომ მათ მიმართ აგრესია ყოველ დღე მატულობს.

მსოფლიოს დიდ ქალაქებში, კი არ წყდება რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.

მათ შორის ქ. ბარსელონაში, სადაც უკრაინელებს დიდი დიასპორა აქვთ. ბარსელონაში ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქცია რუსული აგრესიის დასაგმობად.

ხოლო, კვირის ბოლოს ეწყობა დიდი ანტი-საოკუპაციო მანიფესტაციები, ქალაქის ქუჩებში მსვლელობით, რომელსაც ბარსელონას მოსახლეობა, მათ შორის ქართველები მუდმივად უერთდებიან.

7 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ რუსი ეროვნების ქალბატონები როგორ მიუახლოვდნენ უკრაინის მოქალაქეებს და შეურაცყოფა მიაყენეს, გამოხატული პროტესტის გამო.

დაბლა გაშლილმა ფოტოებმა კი სადაც ომის კადრები იყო ასახული, რუსები განსაკუთრებით გააღიზიანა.

შემთხვევა ქ. ბარსელონაში, პლაცა კატალონიაზე მოხდა.

მოგეხსენებათ საქართველოში, რუსეთიდან და ბელორუსიიდან უზარმაზარი ხალხის ნაკადი შემოვიდა. როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, სავარაუდოდ ბოლო დღეებში სულ 25 000 ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

ამავდროულად საინტერესოა რას ფიქრობენ რუსები?! აქვთ კი სინანულის განცდა თუ უბრალოდ სანქციების ეშინიათ და რუსეთიდან ამის გამო გამორბიან?!

რა მოხდება, თუკი საქართველოს პარლამენტი მართლაც გაამკაცრებს დისკრიმინაციულ კანონს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.

თავად საქართველოს მოქალაქეები, არიან კი, რუსული საფრთხისგან დაცულნი?! ამას ალბათ საქართველოს მოქალაქეები უკეთ განსჯიან…

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI