რუსები საქართველოში გარბიან

რუსები-საქართველოში-გარბიან750X460

რუსები საქართველოში გარბიან. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი „სვიფთიდან“ ჯერ არ ჩაუხსნიათ, ევროპის ბანკებიდან რუსეთში გადარიცხვის ოპერაცია ვეღარ სრულდება და ვერც იქიდან ახერხებენ გადარიცხვებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის ვერც საქართველოში.

რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა ასევე მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთში ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო ხელფასის აღება, თუმცა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომაა ეს შეფერხება ხელმძღვანელობა არ პასუხობს.

წყაროს განცხადებით დაწესებულმა სანქციებმა ხალში პანიკა გამოიწვია და ახლა უსასრულო რიგები დგას ფულის გატანაზე ბანკომატებთან.

არც უკვე გაუქმებული რეისების შესახება აქვთ ინფორმაცია დაბრუნდება თუ არა თანხები. როგორც ჩანს სომხეთიდანაც კი გააბრუნეს რუსეთიდან მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი.

შეზღუდულია სოციალური ქსელების მოხმარება რუსეთს ტერიტორიაზე. გამართულად მხოლოდ „ტელეგრამი“ მუშაობს

ტელეგრამის საერთო ჩატში რუსეთის მოქალაქეები ღიად განიხილავენ რუსეთიდან თავის დაღწევის გზებს და ერთმანეთს რჩევებს აძლევენ.

ვინაიდან რუსეთისთვის ევროპის ქვეყნები ჩაიკეტა როგორც ჩანს საქართველოში მოხვედრა მათთვის ერთადერთი გამოსავალია.

„ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, რუსეთს მოქალაქეები განიხილავენ ყველანაირ სატრანსპორტო საშუალებას საქართველოში მოსახვედრად, თუმცა სოციალურ ქსელში გამართული დიალოგებიდან ირკვევა, რომ ქართველები არა კეთილგანწყობილები არიან რუსების მიმართ.

საქართველოში მყოფი ერთ-ერთი მომხმარებელი საქართველოსკენ მომავალ თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ბოლო დღეებში უსიამოვნო შემთხვევები მრავლად ქონდათ. მაგალითისთვის არ მოემსახურნენ სასურსათო მაღაზიაში და კაფეში.

ქვემოთ გთავაზობთ „ტელეგრამში“ გამართული დიალოგის ნაწილს ქართულად:

ქსენია სანკოვიჩი

-შეგიძლია ამიხსნა ეს რაში გამოიხატება?

-მაღაზიაში არ მომემსახურნენ.  მათ თქვეს, რომ „პროდუქტი არ არის“.  როცა ვიპოვე, ვკითხე, რატომ მიპასუხეს ასე, პასუხი იყო- „რადგან რუსულად ვსაუბრობდი პასუხს ვერ მივიღებდი“.

ამას მოჰყვა, შემდგომში უგულებელყოფა შარდენზე, ტურისტულ ადგილას, ხალიჩების მაღაზიის პატრონმა მითხრა:

„სამწუხაროა, რომ რუსი ვარ და არა უკრაინელი“.  მერე მომაძახა-კრემლში წადი და იქ მოითხოვე-ო (რაღაც).  სხვა მაღაზიაში იყო ფურცელი წარწერით – არა რუსულ პროდუქტებს.

Მეგობრებო, ამხანაგი, რომელიც 30 წელია თბილისში ცხოვრობს და ქმარი ჰყავს ქართველი ტაქსიდან ჩამოსვეს როგორც კი ტაქსისტმა გაიგო, რომ რუსეთიდან იყვნენ.

ჩემი ქართველი მეგობრის დედა სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს რადგან ეშინია.

ბარში რომელიც ასათიანზე მდებარეობს სახელწოდებით Black Dog- უბრალოდ არ მოგემსახურებიან.

ჯგუფში ასევე იყო ქართველების მხრიდან მკაცრად დაფიქსირებული აზრი იმის შესახებ რომ, ოკუპანტების ადგილი საქართველოში არ არის და ჯობს პირველ რიგში პუტინის საქციელი გააპროტესტონ.

ამის პასუხად რუსებმა დაუწერეს, რომ სწორედ არსებული რეჟიმის გამო ტოვებენ ყველაფერს და გარბიან ქვეყნიდან.

რუსეთის მოქალაქეები ამბობენ რომ თავისი ქვეყნიდან სწორედ იმიტომ მიდიან, რომ არ უნდათ ომი და საპროტესტო განწყობის გამო არ სურთ სამშობლოში დარჩენა.

ასევე ქართველებს მოუწოდებენ ნუ აღვივებენ ანტირუსულ განწყობას რადგან ყველა რუსი პუტინის პოლიტიკის მომხრე არაა.

აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი კითხულობს როგორ შეუძლიათ შინაური ცხოველების საზღვარზე გადმოყვანა რადგან ისინი დიდი ხნით აპირებენ იქ დარჩენას.

ბევრი წუხს რომ საქართველოში მათი ეროვნების გამო სასტუმროებმა ჯავშნებზე უარი უთხრეს.

როგორც ჩანს „Airbnb“-ც აღარ წყალობს რუს ტურისტებს და ჯავშნებს უუქმებს.

მოკლედ, როგორც ჩანს რუსეთში შედარებით უკეთ ინფორმირებული მოსახლეობა საფრთხეს გრძნობს და ცდილობს ქვეყნიდან გაღწევას, მანამ სანამ საბოლოოდ მოხდება ქვეყნის სრული იზოლაცია.

უჭირთ სწორი ინფორმაციის მოძიება და მუდმივად ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას.

„ჩვენ ვტოვებთ ყველაფერს, ოჯახს, კარიერას, კოლეგებს რადგან გვეშინია, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო 20 წლიანი სასჯელი გვემუქრება“.- ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი.

იგივეს წერს რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკვე საქართველოში იმყოფება:

ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქართველი ხალხის რუსების უმრავლესობა იმიტომ გამორბის, რომ გვეშინია ოცწლიანი პატიმრობის „სახელმწიფო ღალატის მუხლით“ რადგან ჩვენ მიტინგებზე გამოვდიოდით და ვახსენეთ სიტყვა „ომი“

რადგან ჩვენ ვგზავნიდით წერილებს ტერორის შესაჩერებლად და მოვითხოვდით ჯარების გამოყვანას სუვერენული უკრაინიდან.

ახლა ის ხალხი ვინ თქვენკენ მოემართება – შემდგარი ადამიანები არიან კარგი სამსახურებით, რომლებიც საკუთარ ხელფას დახარჯავენ თქვენთან.

კონკრეტულად მე და ჩემი მეუღლე ნახევარი წლის წინ ჩამოვედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთხელაც არ გვისაუბრია რუსულად ქართველ მეგობრებთან შეხვედრისას. ჩვენს მიმართ მხოლოდ პატივსაცემი და თბილი დამოკიდებულება აქვთ.

გვინდა გვჯეროდეს რომ კიდევ ნახევარი წელი შეგვეძლება აქ ცხოვრება რადგან რუსეთში გარანტირებულად გველოდება ციხე უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის ევროპა ჩაკეტილია, სხვა კონტინენტზე წასვლა კი შიშს მგვრის. ჩვენ ხომ მხოლოდ სამშობლოს არ ვტოვებთ ჩენ ყველაფერი უნდა მივატოვოთ: მშობლები, მეგობრები, თანამშრომლები რომლებთანაც ცხოვრებაში ერთხელ კიდევ ვისურვებდი შეხვედრას.

რუსეთის მოსახლეობა ყოველდღიურად გრძნობს სანქციებისგან გამოწვეულ ზეწოლას და როგორც ჩანს ქვეყანა უკვე დეფოლტს განიცდის. რესეთს წინ უმძიმესი დღეები ელის.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI