რუსეთის საელჩოში სატვირთო მანქანით შევარდნენ. როგორც ირლანდიის პოლიცია იუწყება, დააკავეს მამაკაცი, რომელიც დუბლინში 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, საეკლესიო ნივთებით დატვირთული სატვირთო ავტომობილით, ღობეს შეეჯახა და საელჩოს ეზოში შევარდა.
პოლიციის ცნობით ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება – „სხვისი ქონების დაზიანების“ მუხლით. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ირლანდიური ტელევიზია- RTE ავრცელებს.
რუსეთის ელჩი ირლანდიაში, იური ფილატოვი აცხადებს, რომ ბოლო დროს საელჩოს თანამშრომლებზე გახშირდა მუქარა, რამაც ძალიან აგრესიული სახე მიიღო.
„ჩვენს თანამშრომლებს, საკუთარ სახლებთან, ყოველდღიურად ემუქრებიან სიკვდილის მუქარით“.
ასევე „უკიდურესად დაძაბული“ უწოდა აქციებს რომელიც მანამდე ქალაქის ცენტრში მის რეზიდენციასთან გაიმართა.
რუსეთს ელჩი აცხადებს, რომ „ცდილობს ამ ყველაფერთან გამკლავებას“.
დუბლინში არსებული რუსეთს საელჩო, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გაღიზიანებული ადამიანების მთავარ სამიზნედ იქცა, სადაც გამუდმებით იმართება საპროტესტო აქციები, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
წყარო: La vanguardia