სამედიცინო დაზღვევა კატალონიაში (la meva salut)

სამედიცინო-დაზღვევა-კატალონიაში-(la-meva-salut)950X576

სამედიცინო დაზღვევა კატალონიაში (la meva salut). ქართველ მიგრანტთა რიცხვი ესპანეთის სამეფოში ყოველწლიურად იზრდება. 

გაზეთის მიზანია, ქართული საზოგადოება გაათვითცნობიეროს ადგილობრივ სოციო-კულტურულ ყოფაში, რაც ემსახურება ინტეგრაციის გამარტივების ხელშეწყობას.

დღეს განვმარტავთ  პირველადი სამედიცინო ცენტრებისა და სერვისების სისტემას, რეგისტრაციის პროცესს და ვირტუალური სამედიცინო კაბინეტის მოხმარების წესებს.

როგორც ცნობილია ესპანეთი დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად, თვითოეულში ადგილობრივი საკანონმდებლო სისტემის  მოქმედებით.

კატალონიის მხარეში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომელსაც ის თავის მოქალაქეებსა და მის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხს სთავაზობს  უნივერსალურია და კარგი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.

პირველად სამედიცინო ცენტრებში (CAP) მომსახურება უფასოა. 

მოიცავს დიაგნოსტიკასა და თერაპიას მწვავე და ქრონიკული პრობლემების მიმართ.  

მძიმე დიაგნოზების სიღრმისეული კვლევების, ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისა თუ სხვა  სპეციფიური სამედიცინო  მომსახურებისთვის ხდება გადამისამართება სხვადასხვა ჰოსპიტალში.

ბარსელონაში  დაახლოვებით 53 პირველადი სამედიცინო მომსახურების  ცენტრია.

ე.წ. პოლიკლინიკები (ambulatorios) განაწილებულია ქალაქის ყველა რაიონში და  მათზე მიკუთვნება პაციენტის  საცხოვრებელი არეალის მიხედვით ხდება. 

გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა (urgencias), ოჯახის ექიმს მიმართავთ წინასწარ დანიშნული ვიზიტით.

რეგისტრაცია ხორციელდება ადგილზე, შემდეგი დოკუმენტების წარდგენით:

  • განაცხადი რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე (ივსება ადგილზე)
  •  ჩაწერის ფურცელი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ( Volant D’empadronamient) არა უმეტეს 3 თვისა.
  • რეზიდენტის ბარათი (NIE)
  • სოციალური დაზღვევის ნომერი (número de Social Seguridad).
  • ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლების აღიარების მოწმობა.

(ბენეფიციარები: არასრულწლოვნები, ფეხმძიმეები და სხვ.)

სამედიცინო დაზღვევა ბავშვებისთვის

უფასო სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია თქვენი ჯერ კიდევ  არარეზიდენტი შვილებისაც (არასრულწლოვანი).

ამ შემთხვევაში წარადგენთ

  • ე.წ Libro de Familia დაბადების მოწმობას ნათარგმნს ესპანურ ენაზე და დამოწმებულს აპოსტილით.
  • პასპორტს (ორიგინალი საბუთი და პირველი გვერდის ასლი)
  • მეურვის NIE (ორიგინალი და ასლი)
  • ცნობა საცხოვრებელ მისამართზე

ჩაწერის შესახებ (სისტემაში დასარეგისტრირებელი პირის)

  • ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლების აღიარება Reconocimiento del derecho a asistencia sanitaria de beneficiarios

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი ოჯახის შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილებიდან ერთი ამ საბუთის გარეშე დაარეგისტრირეს იმ პირობით, რომ მოგვიანებით მიიტანდნენ („Seguridad social“-ში სიტების რთულად მოპოვების გათვალისწინებით).

ხოლო მეორე შვილის შემთხვევაში უარი განაცხადეს. 

“რეგისტრაცია ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უფლების აღიარება Reconocimiento del derecho a asistencia sanitaria de beneficiarios”

ამ საბუთის გარეშე ერთ შემთხვევაში რეგისტრაცია წარმატებით განხორციელდა, ბარათიც მივიდა მისამართზე.

ასე რომ ცდად მაინც  ღირს. დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ შეგხვდებათ მისაღებში და როგორ მიუდგება საკითხს.

ერთიდაიგივე ცენტრში, ზოგმა შიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისის სახით გარკვეულ ფაქტორები. ზოგმა კი არა.

სისტემაში რეგისტრაციის დასრულებისთანავე გადმოგეცემათ ფურცელი უნიკალური კოდით, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებთ უფასო სამედიცინო სერვისებით.

ხოლო   სამედიცინო პლასტიკურ ბარათს (TSI) განაცხადში მითითებულ მისამართზე დაახლოვებით  2 თვის ვადაში მიიღებთ.   ეს ბარათი ოჯახის თითოეული წევრისთვის ინდივიდუალურია.

სამედიცინო ბაზაში წვდომის მოპოვების შემდეგ ჩამოტვირთავთ ვირტუალურ სამედიცინო კაბინეტს (la meva salut).

აქ შესაძლებელია სამედიცინო ინფორმაციის მიღება-მართვა. ანუ აქ იტვირთება პირველადი სამედიცინო უზრუნველყოფის ცენტრში ჩატარებული ანალიზის პასუხები, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები.

შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, ლაბორატორიის პასუხებს, დიაგნოზს. რეცეპტებს და ხანგრძლივი დროის მანძილზე  მისაღები პრეპარატების აფთიაქიდან გამოტანის ლიმიტირებულ თარიღებს. 

შეგიძლიათ ნახოთ ჩანიშნული ვიზიტები ან დაჯავშნოთ ვიზიტი ტელეფონზე დარეკვის გარეშე.

ციფრულ კაბინეტში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბარათის მიღების შემდეგ.

გთავაზობთ „la meva salut“-ში რეგისტრაციის ფოტო ინსტრუქციას!

აპლიკაციის გადმოსაწერად დააწკაპუნეთ ფოტოზე ⬆️
  • 1. აპლიკაციაში რეგისტრაციის დასაწყებად დააწკაპუნეთ “solicita l’alta“-ს
  • 2. შეგყავთ ბარათზე არსებული პერსონალური კოდი CIP. სახელი გვარი, NIE. დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, ბარკოდზე მოცემული ბოლო 5 ციფრი.

რეგისტრაციის შემდგომ დავინახავთ ჩვენი პერსონალურ გვერდს, სადაც გავეცნობით ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ სადაც წარმოდგენილია დიაგნოზები, ანალიზის პასუხები, გამოწერილი რეცეპტები და ა.შ.

  • 3. დავიწყოთ ვიზიტის დაჯავშნა.

ვიზიტის დაჯავშნა ხდება ოპციიდან Citas.

  • 4. დაეთანხმეთ – Acceder
  • 5. ლიფტის მეშვეობით ჩამოდით მწვანედ მონიშნულ ოპციამდე- Visita presencial con el/la médico/a de familia
  • 6. კალენდარზე ირჩევთ რიცხვს შემდეგ საათს, უთითებთ მიზეზს (იშველიებთ Google translación)

აპლიკაციაში 16 წლამდე მოზარდი რეგისტრირდება მშობლის ან მეურვის ციფრულ კაბინეტში შემდეგნაირად:

  • 1. ოპცია solicita el alta

ამგვარად აღმოჩნდება თქვენს ციფრულ სამედიცინო კაბინეტში ორი მომხმარებელი.

აპლიკაცია საკმაოდ  მოსახერხებელი და კომფორტულია. იძლევა ანალიზის პასუხების და ასევე აცრების საბუთის ჩამოტვირთვის საშუალებას. 

ვფიქრობ ეს სტატია წაადგებათ მათ ვისაც ახლა გადის ამ პროცესებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით გაზეთის რედაქციას ჩვენ ვეცდებით უმოკლეს დროში მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ნინო ღვინიაშვილი

სტატიის ავტორი

ნინო ღვინიაშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI