სამი მეფის ღამე / ესპანეთი 5 იანვრის ღამისთვის ემზადება, რომელიც საშობაო დღესასწაულების კულმინაციაა და ასე სრულდება ქრისტეს შობის საზეიმო ღონისძიებების ეპოპეა.
ესპანეთის მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ტარდება გრანდიოზული საზეიმო მსვლელობები, რომელიც ერთგვარი კარნავალია (Cabalgata).
გზადაგზა ელფები, ჯადოსნური და ბიბლიური პერსონაჟები ყოველ მხარეს აბნევენ კამფეტებს.
დღესასწაული უკავშირდება ბიბლიურ გადმოცემას, რომლის თანახმადაც, სამმა მოგვმა, მოინახულა ახალშობილი იესო და მიუძღვნა, ძვირფასი საჩუქრები.
ამიტომ ესპანეთში მეფეების მობრძანებამდე ბავშვები სასურველი საჩუქრების ნუსხას წერენ და წერილებს უგზავნიან მოგვებს.
თუმცა ვინც ცუდად მოიქცევა საჩუქრის ნაცვლად შესაძლოა მხოლოდ ნახშირი (ტკბილეული ნახშირის შესახედაობით) მიიღოს.
ქ. ბარსელონაში საზეიმი მსვლელობის განრიგი ასეთი იქნება:
16:00 სამ მეფეს Portal de la Pau-ს მოედანზე საზეიმო ცერომონიალით დახვდება ბარსელონას ქალაქის მერი, ადა კოლაუ.
ქალაქის მერი ტრადიციულად მეფეებს გადასცემს ქალაქის გასაღებს, რომელიც მოგვებს ქალაქის ნებისმიერი სახლის კარს გაუხსნის რათა ბავშვებს ნანატრი საჩუქრები დაუტოვონ.
უკვე 18.00- დან დაიწყება საზეიმო მსვლელობა შეცვლილი მარშრუტით.
paseo de Colón-დან გადმოინაცვლებენ avenida del Paral·lel და ავლენ la ronda de Sant Pau გაივლიან calle de Urgell, calle de Sepúlveda-ის შესახვევამდე. მსვლელობა დასრულდება Font Màgica de Montjuïc-ზე 21:00-თვის.
როგორც ქალაქის მერია გვპირდება, წლევანდელ წელს განსხვავებული და ბევრად უფრო ტექნოლოგიური ეტლები იქნება წარმოდგენილი.
მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს 1000-მდე ადამიანი და 12 კომპანიის პროფესიონალი არტისტი.
ასევე აღდგება ტრადიციულად ეტლებიდან კამფეტების გაბნევის რიტუალი, რომელიც პანდემიის გამო გაუქმებული იყო წინა წლებში.
6 იანვარი მთელს ესპანეთში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
არ დაგავიწყდეთ მეფეების დღისთის სიმბოლური ტკბილეულის როსკონების შეძენა.
მეფეების დღეს ტრადიციულად მიირთმევენ უგემრიელეს როსკონს წრიული ფორმის ნამცხვარს (Roscones )
თუ მეფის ფიგურა შეგხვდათ იღბლიანი წელი გექნებათ, მაგრამ თუ მონეტა შეგხვდათ თქვენ უნდა დაფაროთ როსკონის ხარჯი.
ჩენი გაზეთის რედაქცია ბედნიერი მეფეების დღეს გისურვებთ ჩვენს დიდ, თუ პატარა მკითხველებს.
მებეების მარშრუტის წყარო: Metropoli barcelona