სან ხუანი (ესპ. Verbena de San Juan) — ყველაზე მოკლე და ხმაურიანი ღამეა ესპანეთში, რომელიც ზაფხულის ოფიციალური გახსნის ისტორიულ–კულტურულ ზეიმს წარმოადგენს.
დღესასწაული აღინიშნება 23 ივნისის ღამით (24 ივნისი ოფიციალურად დასვენების დღეა) და დასაბამი აქვს წარმართული რიტუალებიდან. რადგანაც დღესასწაულის მთავარი კომპონენტი ცეცხლია, ძალიან გვაგონებს ქართველებისთვის კარგად ნაცნობ „ჭიაკოკონობას“.
როგორც საქართველოში ისე აქ, ძველი რწმენით, ცეცხლზე გადახტომა, ადამიანებს ბოროტი ძალებისან ათავისუფლებდა.
ბარსელონაში, დღესასწაული იწყება Canigó-ს ცეცხლის ჩამოტანით კამპ ნოუდან, რაც სიმბოლურად აღნიშნავს სიწმინდისა და ენერგიის განახლების დასაწყისს.
ეს ცეცხლი ქალაქის სხვადასხვა უბანში ნაწილდება და ყოველ უბანში აგიზგიზდება საკრალური კოცონი (fogueres), სადაც ადამიანები ძველად წვავდნენ უსარგებლო ნივთებს და წარსულის სიმბოლოებს — ძველი ნივთების დაწვის მიზანი იყო განწმენდა და ახალი სეზონის ენერგიების მიღება.
დღესასწაულს თან სდევს:
- ცეცხლოვანი კოცონები და ფეიერვერკები;
- მუსიკა და ქუჩის მეჯლისები (revetlles);
- ტრადიციული კერძები: სარდინიები, coca de Sant Joan (ტკბილი ნამცხვარი) და კავა (შუშხუნა ღვინო);
- ცეკვები, „კასტელერები“ (ადამიანების კოშკები), სიმღერები და ქუჩის წარმოდგენები.
რეგიონები, სადაც დღესასწაული აქტიურად აღინიშნება ესპანეთში:
- კატალონია (ბარსელონა, ტარაგონა, ლეიდა) – ქუჩის დღესასწაულები, მეჯლისები, ცეცხლის გადაცემა;
- ვალენსია – სანაპიროს ფოიერვერკები და ზღვის რიტუალები;
- ანდალუსია (მალაგა, კადისი) – ზღვის რიტუალები და ცეცხლის გარშემო ცეკვები;
- ბალეარის კუნძულები (მენორკა) – Ciutadella-ს ცხენების აღლუმი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზეიმი;
- გალიცია – სამკურნალო ბალახების და წყლის რიტუალები;
- კანტაბრია და ბასკეთი – ცეცხლოვანი რიტუალები და ხალხური ცეკვები;
- ალიკანტე – Hogueras de San Juan, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ტურისტული ინტერესის დღესასწაულად.
რატომ გამოდის ცეცხლი კამპ ნოუდან?
ეს ტრადიცია უკავშირდება Canigó-ს ალმურს — მთის მწვერვალიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი, რომელიც ბარსელონაში სიმბოლურად გადმოიცემა კამპ ნოუს სტადიონიდან, როგორც ხალხის ერთიანობის, განახლების და ზაფხულის ოფიციალური დაწყების ნიშანი.
რა არის Canigó-ს ცეცხლი?
ეს არის სიმბოლური ცეცხლი, რომელიც ყოველ 22 ივნისს ინთება პირუველების მთაზე — კანიგუს მწვერვალზე (2,784 მ) კატალონიის ჩრდილოეთში. ცეცხლი მოდის ქალაქ პერპინიანიდან, სადაც მთელი წელი ინახება როგორც მემორიალური ალმური.
კანიგუზე მისვლას ასობით მოხალისე, ახალგაზრდული ჯგუფი და კულტურული ორგანიზაციები განახორციელებენ.
რა უნდა გავითვალისწინოთ სანტ ხუანზე:
- ტრანსპორტი: ღამით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს, მაგრამ დატვირთულია — დაგეგმეთ გადაადგილება წინასწარ.
- ხმაური: ფოიერვერკები და მუსიკა დიდია; ბავშვებისთვის რეკომენდებულია ყურსასმენები.
- უსაფრთხოება: დაიცავით უსაფრთხოების ზომები, დახურეთ ფანჯრები, რადგან არსებობს აალების საფრთხე. გარეთ არ გაიყვნოთ შინაური ცხოველები და ფრინველები, ამყოფეთ ფანჯრებ დახურულ სივრცეში, რადგან დიდი ხმაური იქნება გარეთ.
- ნარჩენები: ეცადეთ მოასუფთავოტ თქვენი დანაგვიანებული ზონა; ბევრ უბანში განთავსებულია დამატებითი ნაგვის ურნები.
- ტანსაცმელი: სანაპიროზე ღამით ჰაერი გრილდება — წაიღეთ მოსაცმელი, ასევე გაითვალისწინეთ რომ არ უნდა ჩაიცვათ იოლად აალებადი სამოსი..
ბარსელონას მერიის ოფიციალური პროგრამა – 2025
- 17:00 საათი – Canigó-ს ცეცხლი გადმოაქვთ კამპ ნოუდან (Carrer d’Arístides Maillol, 12, 08028 Barcelona) ქალაქის ცენტრისკენ.
17:30 – Plaça Sant Jaume (08002 Barcelona) – შესრულდება ტრადიციული ცეკვები სარდანას Cobla Sant Jordi-ს მიერ.
17:45 – ქალაქის გიგანტების (gegants), ბიგჰედების და águila-ს მსვლელობა Plaça Sant Jaume-დან მახლობელ ქუჩებში.
18:00 – ცეცხლის ოფიციალური მიღება Plaça Sant Jaume-ზე და ცეცხლის ანთება. Castellers de Barcelona ადამიანები აწყობენ ცოცხალ კოშკს.
18:10–18:20 – ფოლკლორული ცეკვები და 2025 წლის მესიჯის საჯაროდ წაკითხვა იმავე მოედანზე.
18:35 – ცეცხლის გადაცემა ბარსელონას უბნებში – დაწყება მოედნიდან და გავრცელება სხვადასხვა რაიონში.
19:00–03:00 – უბნებში დღესასწაულები: მეჯლისები, ფეიერვერკები, correfoc-ები და მუსიკალური წარმოდგენები სხვადასხვა ლოკაციებზე (Gràcia, Poblenou, Sant Andreu, Barceloneta, Nou Barris და სხვ.).
სან ხუანი ღამე არის ცეცხლის, ზღვისა და ადამიანების მაგიური შეხვედრა. ეს ღამე არა მხოლოდ სეზონის ცვლილებაა, არამედ ენერგიების განახლება, ტრადიციის გახსენება და საერთო სიხარულის ზეიმი. 2025 წელსაც ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ და პოპულარულ ღამედ ესპანეთში!