Სასწავლო ვიზა და საცხოვრებელი ნებართვა ესპანეთში

Სასწავლო-ვიზა-და-საცხოვრებელი-ნებართვა-ესპანეთში760X456

Სასწავლო ვიზა და საცხოვრებელი ნებართვა ესპანეთში. 2025 წლის 20 მაისიდან, ახალი საემიგრაციო კანონის ამოქმედების შემდეგ ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა ესპანეთში ლეგალურად ცხოვრებისა და ბინადრობის უფლების მოპოვების შესახებ კანონში.

მთავარი ინფორმაცია ახალი კანონის შესახებ ის არის, რომ ენის შემსწავლელი კურსების საფუძველზე, ესპანეთი აღარ გასცემს ბინადრობის ნებართვას.

მათ შორის გამკაცრდა სტუდენტური ვიზების მიღების გაცემის წესებიც. სასწავლო ვიზის მოთხოვნა შესაძლებელია, როგორც სტამბულში, ესპანეთის საკონსულოში, ისე ესპანეთის ტერიტორიაზე.  
დეტალებს გაეცანით ქვემოთ მოცემულ ტექსტში:

სასწავლო ვიზა და საცხოვრებელი ნებართვა ესპანეთში სტამბულიდან– ძირითადი მოთხოვნები და ნაბიჯები:

1. მოთხოვნები

  • ესპანეთის განათლების სამინისტროდან აკრედიტირებულ სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (სრული მომსახურების პაკეტი)
  • ნასამართლეობის ცნობა
  • ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტაცია (ბანკის ამონაწერი)
  • გაითვალისწინეთ, ყველა ეს დოკუმენტი გროვდება საქართველოში

2. შემდეგი ნაბიჯები:

  • სავიზო განაცხადის შეტანა ესპანეთის საკონსულოში (სტამბულში).
  • ვიზის მიღების შემდეგ გაქვთ 30 დღე, რომ ჩახვიდეთ ესპანეთში და ეროვნულ პოლიციაში ვიზიტი დაჯავშნოთ ანაბეჭდების დასადებად
  • პოლიციის ვიზიტზე უნდა წაიღოთ პასპორტო და საცხოვრებელი ადგილიდან ჩაწერის დამადასტურებელი ამონაწერი (volante de padrón)
  • 45 დღეში გაიტანთ დაბეჭდილ ტიეს (რეზიდენციის ბარათი)

3. რჩევები:

  • ყველა დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საქართველოში, (ბანკის ამონაწერს არ უკეთდება აპოსტილი), უნდა იყოს ნათარგმნი ესპანურად და უნდა ჰქონდეს აპოსტილი
  • როდესაც რეზიდენციის ბარათის განახლება მოგიწევთ, უნდა ესპანეთის საემიგრაციო სამსახურში შეიტანოთ განხცხადება განახლებაზე

სასწავლო ვიზა და საცხოვრებელი ნებართვა ესპანეთის ტერიტორიიდან– ძირითადი მოთხოვნები და ნაბიჯები:

1. მოთხოვნები:

  • ესპანეთის განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი
  • ნასამართვეობის ცნობა.
  • კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (სრული მომსახურების პაკეტი)
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • ამონაწერი ბანკიდან
  • ვიზაზე განაცხადი საემიგრაციო სამსახურში უნდა შეიტანოთ, სწავლის დაწყებამდე 2 თვით ადრე.
  • არ უნდა გქონდეთ ევროპაში უვიზო მიმოსვლის დღეები ამოწურული (ბოლო 3 თვის განმავლობაში)
  • არ უნდა იყოთ გადმოსული სხვა ევროპული ქვეყნის რეზიდენციის ბარათით (გაიარეთ დეტალური კონსულტაცია ამ თემაზე)
  • ყველა დოკუმენტი, გარდა ბანკის ამონაწერისა, უნდა იყოს გაცემული ესპანეთში


2. შემდეგი ნაბიჯები

  • დადებითი რეზოლუციის შემდეგ გაქვთ 30 დღე, რომ დაჯავშნოთ ეროვნულ პოლიციაში ვიზიტი ანაბეჭდების დასადებად
  • პოლიციაში მიხვალთ, პასპორტით, რეზოლუციით და ბინაში ჩაწერის ცნობით (volante de padrón)

რომელი სახის სასწავლო პროგრამების ნიადაგზე გაიცემა ესპანეთში ცხოვრების უფლება?

  • მოხალისეობრივი საქმიანობა
  • უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლება (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
  • პროფესიული განათლება
  • სამხატვრო და სპორტული განათლება (უმაღლესი ხარისხი და მაგისტრი)
  • სტუდენტური მობილობის პროგრამები

სასწვლებელი უნდა იყოს აკრედიტებული ესპანეთის განათლების სამინისტროს მიერ – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზას არ მოგცემენ

სად შემიძლია შევამოწმო, არის თუ არა ჩემი სასწავლო დაწესებულება ვალიდური?
სანამ ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ცენტრების რეესტრი შეიქმნება, ვალიდურად ჩაითვლება ის სასწავლო ცენტრები, რომლებიც აღიარებულია სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ და რეგისტრირებულნი არიან ოფიციალურ რეესტრებში, როგორიცაა:

  • RUCT (უნივერსიტეტებისთვის)
  • სახელმწიფო პროფესიული სწავლების რეესტრი (FP-ისთვის – პროფესიული განათლება)

შემიძლია მუშაობა ამ ნებართვით?

დიახ. თუ გადიხართ ერთ წელზე მეტხნიან სწავლებას, თქვენს ტიეს, ეწერება „AUTORIZADO A TRABAJAR“, რომლითაც ახალი კანონის მიხედვით, შეძლებთ იმუშაოთ კვირაში 30 საათამდე.
სხვა შემთხვევებში, აუცილებელი იქნება ბინადრობის ნებართვის მიდიფიკაციის მოთხოვნა, რომ დამატებითი სამუშაო ნებართვა აიღოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • ესპანეთში პროცესები სწრაფად არ ვითარდება, ამიტომ ვადებთან დაკავშირებით იყავით ყურადღებით. პოლიციის ვიზიტების დაჯავშნა საკმაოდ რთულია და ხშირ შემთხვევაში უმჯობესია თანხა გადაიხადოთ, რომ ვინმეს დააჯავშნინოთ.
  • ესპანეთის ტერიტორიიდან საბუთების შეტანისას, მხოლოდ ესპანეთში ადგილობრივად დამზადებული დოკუმენტები ითვლება ვალიდურად
  • ანგარიშს ყველაზე მარტივად ბანკ „სანტანდერში“ გახსნით
  • უმეტეს სასწავლებელს აქვს საკუთარი მომსახურება საემიგრაციო საკითხებში

თუ გსურთ გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია მოგვწერეთ ვოთსაფზე:

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI