საქართველოს მოსახლეობის და ემიგრანტების „არა“ რუსულ კანონს. მიუხედავად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა, ვერც წყლის ჭავლმა, ხელკეტებმა და ვერც მხუთავმა გაზმა დაშალა აქცია პირიქით, პროტესტი უფრო გაამწვავა.
მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები, მათშორის ესპანეთის მედიამაც, სადაც ხაზგასმით იკითხებოდა, რომ ხალხი „რუსულ კანონს“ აპროტესტებს, რომელიც რეპრესიების და ტოტალური რეჟიმის დამყარების წინაპირობაა ქვეყანაში.
საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, სამართლის სპეციალისტები და იურისტები ერთხმად უწოდებენ ამ კანონს „რუსულ კანონს“ რომელიც დიქტატურის გამყარებას უწყობს ხელს საქართველოში.
რატომ „არა“ რუსულ კანონს?!
ესპანური გამოცემა – „El PAÍS“ წერს რომ ეს რუსეთის, კრემლის კანონია რომელიც მინიმუმ 20 პროცენტით დაფინანსებული ორგანიზაციების და კერძო პირების „უცხოელი აგენტის“ იარლიყის მისაწებებლად გამოიყენება და შინაგან საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ ხვდება.
გამოცემა ასევე იხსენებს რომ 2021 წელს რუსეთში ოპოზიციონერი ლიდერის – ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ეს კანონი გამკაცრდა და დაფინანსების გარეშეც კი ნებისმიერ ორგანიზაციას, ან პირს, რომელიც ეწინააღმდეგება კრემლის ინტერესებს, საკმარისია მხოლოდ ეწოდოს უცხოეთის „გავლენის აგენტი“ იმისთვის რომ სრულიად შეეზღუდოს ნებისმიერი აქტიურობა.
ამ კანონის დახმარებით რუსეთში დახურეს არასამთავრობო ორგანიზაციები და გააქრეს ნებისმიერი დამოუკიდებელი, ნეიტრალური საინფორმაციო საშუალების, თუ ორგანიზაციის არსებობის შესაძლებლობა.
პრორუსი ძალებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი ხალხის სპონტანური პროტესტი იმის საპირწონედ რასაც ევროკავშირის კარის დახურვის პერსპექტივას იძლევა და ზღუდავს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
8 მარტს ქართველი მანდილოსნებისთვის მისალოცი ბარათი, წყლის ჭავლთან მებრძოლი ევროკავშირის დროშიანი ქალბატონის ფოტო გახდა.
საზოგადოების პროტესტს მყისიერად შეუერთდა ქართველი ემიგრანტების თვითორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან და პროტესტის ტალღამ მოიცვა ყველა, პოლიტიკურად აქტიური თუ პასიური ადამიანი, განურჩევლად მისი საცხოვრებელი ადგილისა.
მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტი დაიწყო ქართული ოცნების განცხადებით იმის შესახებ, რომ კანონს გაიწვევს პარლამენტიდან, როგორც იურისტები ამბობენ „საქმე ასე მარტივად არ არის“ და გარკვეული პროცედურების გამო კვლავაც საჭირო გახდება კენჭისყრის ჩატარება, სადაც კანონპროექტი უნდა „ჩავარდეს“.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული მმართველი პარტიის მიმართ ევროპული გეზის შენარჩუნების შესახებ, შიშობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპროტესტო მუხტის ჩასაქრობად გაავრცელა ეს განცხადება და რეალურად შეიძლება სულ სხვა გეგმები ჰქონდეთ.
ამიტომ საპროტესტო აქციის მონაწილეები არ ფიქრობენ დაშლას მანამდე სანამ მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულება.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვა და ერთი მოსმენით მიღება საშინლად აზიანებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროინტეგრაციას, სამაგიეროდ გვაახლოებს რუსეთთან.
და კიდევ, ემიგრანტების აქტიურობა და საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე დგომა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ევროპის გულში შეგვიძლია გავაჟღეროთ ქართველების სათქმელი.
გაეცანით ქართული კანონპროექტის ანალიზიდან საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს მიერ ECHR-ისა და
ICCPR-ის ფარგლებში ნაკისრი არაერთი ვალდებულება, მათ შორის, გაერთიანების
თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დისკრიმინაციისგან
დაცვის ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
კანონპროექტი არსებითად დაასუსტებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას,
რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ ნდობა და
მხარდაჭერა შემცირდება. არასამთავრობო სექტორი და მედია ვერ განახორციელებენ
ეფექტიან დამოუკიდებელ კონტროლს, ვერ გაუწევენ მოქალაქეებს მნიშვნელოვან
დახმარებას და ვერ შეუწყობენ ხელს დემოკრატიის გაძლიერებას.
წინამდებარე დოკუმენტი მომზადდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო
ცენტრის (ICNL) და არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მიერ
USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.
გაეცანით ქართული კანონპროექტის ანალიზს სრულად დააწკაპუნეთ აქ