საშობაო დღესასწაულები ესპანეთში

საშობაო-დღესასწაულები-ესპანეთში750X422

საშობაო დღესასწაულები ესპანეთში: ამ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ ტრადიციულ საშობაო დღესასწაულებს და სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებებს ესპანეთში.

მოგეხსენებათ, კათოლიკური სამყარო შობას 25 დეკემბერს ზეიმობს. ესპანეთში წლების წინ  დასვენების დღეებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ნებისმიერი მომსახურების მიღება „ფიესტების“ დროს, ეს ვრცელდებოდა შაბათ-კვირაზე, განსაკუთრებით კი საშობაოდ.

ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა. თუმცა ახლაც თვეებით ადრე მოგიწევთ თადარიგი დაიჭიროთ, საახალწლო ზეიმისთვის.

La lotería de Navidad (საშობაო ლატარია)

იმართება 22 დეკემბერს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რომელსაც პრაქტიკულად მთელი ქვეყანა თამაშობს.

ტრადიციულად  ერთმანეთს საშობაოდ ლატარიის ბილეთსაც ჩუქნიან. მაქსიმალური პრემია დაახლოვებით 4 მილიონია და ყოველ წელს იზრდება,  მანამდე კი უზარმაზარი რიგები დგას ლატარიის ბილეთების ჯიხურებთან რომელშიც, თუ ოდესმე „Gordo“, ანუ პრემია გათამაშებულა იქ ბილეთების შეძენა იღბლიანად ითვლება.

Lotería del Niño (საბავშვო ლატარია) – ვისაც 22 დეკემბერს არ გაუმართლებს შეუძლია კიდევ სცადოს ბედი 6 იანვარს.

Nochebuena (შობის ღამე)

24-დეკემბრის ღამეს ესპანურად ეძახიან „ნოჩებუენას“ (Nochebuena), იგივეა რაც „კარგი ღამე“.

24 დეკემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა,  საღამოს მთელი ოჯახი იკრიბება და იმართება ტრადიციული საშობაო ვახშამი. 25 დეკემბერი კი უკვე დასვენების დღეა მთელს კათოლიკურ სამყაროში, ასევე იმ მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც სადაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას.

ტრადიციულად „ნოჩებუენას“ სუფრაზე დომინირებს ცხვრის ხორცი ან ზღვის პროდუქტები.

La misa del gallo (განთიადის წირვა)

ვახშმის შემდგომ გამთენიისას მორწმუნე ოჯახები ესწრებიან წირვას,  რომელსაც მოიხსენიებენ როგორც, წირვა მამლის ყივილზე.

ტრადიციულად, მაიორკაზე ყველაზე გამორჩეულად აღნიშნავენ წირვას „სიბილას ღაღადი“ (El canto de la Sibila) რომელიც წარმოადგენს ლიტურგიულ მუსიკალურ დრამას „სამყაროს აღსასრულის“ შესახებ.

ეს ლიტურგია, იუნესკოს შეყვანილი ყავს არამატერიალური ძეგლების ნუსხაში.

ნათელმხილველი ქალი „სიბილა“ წარმოადგენს წინასწარმეტყველ ქალას, რომელიც მოთქმით გვამცნობს სამყაროს აღსასრულს.

როგორც ცნობილია ეს ტრადიცია ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნებსა და რომაელებში, ზოგადად ევროპაში, თუმცა, ახლა მხოლოდ აქა-იქა თუა შემორჩენილი.

La pastorela de Braojos de la Sierra (ბრაოხოს მთის მწყემსური)

ქ. ბრაოხოში რომელიც მდებარეობს მადრიდის ჩრდილოეთში, მაღალმთიან რეგიონში. განსაკუთრებული ცერემონიით ხვდებიან „ნოჩებუენას“.

შობის ღამეს წირვაზე მწყემსის კოსტიუმებში გამოწყობილი ადგილობრივები, ცეკვავენ „პასტორელას“ (მწყემსურს).

25 დეკემბერი კი უკვე  შობის დღეა (Día de Navidad) და მთელი ქვეყანა ისვენებს.

Belén Viviente de Beas (ბეას ცოცხალი საშობაო სცენა)

ბელენი წარმოადგენს ქრისტეშობის სცენას. ესპანეთში საშობაოდ თითქმის ყველა ოჯახში, თუ მაღაზიის ვიტრინაში შევხდებით ბიბლიური სცენების ამსახველ ფიგურებს.

ქ. ბეა რომელიც ანდალუსიაში მდებარეობს გამოირჩევა ბიბლიური სცენების ცოცხალი შესრულებით, რომელსაც ადგილობრივები ასახიერებენ სპეციალურად მოწყობილ საშობაო ქალაქში. ეს ტრადიცია ქ. ბეაში უკვე 50 წელზე მეტია რაც მოქმედებს.

Caga Tió (საშობაო ხის მორი)

ემიგრანტის-საშობაო-კურიოზი-Caga-Tió

კატალონიაში 24 დეკემბერს ბავშვები საშობაო ხის მორს, Caga Tió-ს უტყაპუნებენ ჯოხებს რათა უკანალიდან გამოყაროს ტკბილეულობა.

ეს ყველაზე ტრადიციული საშობაო რიტუალია კატალონიაში.

El Apalpador Gallego (გალისიური აპალპადორი)

საშობაო-დღესასწაულები-ესპანეთში345X348

იგივე თოვლის პაპა. მთებში მცხოვრები მენახშირე, რომელიც ყოველი წლის 24 და 31 დეკემბერს მთებიდან ჩამოდის. პატარებისთვის ჩამოაქვს საჩუქრები და იმავე რაოდენობის წაბლით ასაჩუქრებს თითოეულ ბავშვს, რამდენსაც ყოველი მათგანი იწონის.

გალიციური აპალპადორი ასევე ცნობილია გურმანობით და ზრუნავს ბავშვები კარგად დანაყრებული დატოვოს. მისი სახელი აპალპადორიც სწორედ ამას ნიშნავს.

Olentzero (ოლენჩერო)

ოლენჩეროდ ცნობილი ადგილობრივი თოვლის პაპა. ბასკეთსა და ნავარაში, საშობაო საჩუქრებით დატვირთული ჩამოდის ბავშვებთან, ყოველი წლის 25 დეკემბერს.

თან გზადაგზა კამფეტებს ისვრის. იგი, რაღაცით აპალპადორისა და სამი მეფის ნაზავია, ასევე კაღა ტიოსაც წააგავს რადგან ამავე დროს მორიცაა.

ლეგენდის თანახმად, მორისა და ცეცხლის კონტაქტის შედეგად, დაიბადა ოლენჩერო. ის გალისიური თოვლის პაპის მსგავსად მენახშირეა და საწყისი წარმართულ კულტურაში უნდა ვეძებოთ.

Los reyes magos – გრძნეული მეფეები (სამი მოგვი- ქართ.)

საშობაო-დღესასწაულები-ესპანეთში349X348

იგივე სამი მეფის დღე, აღინიშნება 5 იანვრის ღამეს. ეს დღე ჩვეულებრივი სამუშაო დღეა.

6 იანვარი უკვე დასვენების დღეა მთელს ქვეყანაში.  

ესპანეთის მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში, ტარდება გრანდიოზული საზეიმო მსვლელობები, რომელიც ერთგვარი კარნავალია.

გზადაგზა ელფები, ჯადოსნური და ბიბლიური პერსონაჟები ყოველ მხარეს აბნევენ კამფეტებს.

დღესასწაული უკავშირდება ბიბლიურ გადმოცემას, რომლის თანახმადაც, სამმა მოგვმა, მოინახულა ახალშობილი იესო და მიუძღვნა, ძვირფასი საჩუქრები.

ამიტომ ტრადიციულად ესპანეთში ბავშვები მეფეებსაც უგზავნიან წერილებს და ითხოვენ საჩუქრებს.

ყველაზე პომპეზური სანახაობა შეგიძლიათ იხილოთ ქ. გრანადაში, რომელიც უკვე 200 წელია ლიდერობს მთელს ესპანეთში.

და ამ ბოლო გრანდიოზული ცერემონიით სრულება საშობაო დღესასწაულების ეპოქა ესპანეთში.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI