სიკვდილის კაფსულა თვითმკვლელობისთვის

სიკვდილის-კაფსულა-თვითმკვლელობისთვის750X500

სიკვდილის კაფსულა თვითმკვლელობისთვის სახელად „საკრო“, შვეიცარიაში კანონის თანახმად, უკვე ძალაში შევიდა და ადამიანების სიკვდილს ბევრად „გაამარტივებს“. ეს ერთი შეხედვით დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის მოწყობილობა, ჩვეულებრივი სიკვდილის ოთახია, თვითმკვლელებისთვის, რომელიც ავსტრიელმა ექიმმა ფილიპ ნიჩკემ შექმნა, ხოლო ვიზუალურად დახვეწა ჰოლანდიელმა დიზაინერმა ალექსანდრე ბანინკმა. თანამედროვე აპარატის მეშვეობით, სიკვდილი ხელმისაწვდომი გახდა ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.

მოგეხსენებათ ევთანაზია ჩვენი საზოგადოების დიდი კრიტიკის საგანს წარმოადგენს. როდესაც დანარჩენ მსოფლიოში არალეგალურადაა მიჩნეული, აღნიშნული მეთოდი სავსებით ლეგალურია გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორისაა: კანადა, ბელგია, ლუქსემბურგი, კოლუმბია, იაპონია და შვეიცარია. ამ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ „ღირსეული სიკვდილის“ უფლება.

საუბარია ავადმყოფებზე, რომლებიც უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი და ხანგრძლივი, მტანჯველი სნეულებისგან იტანჯებიან. კანონი ითვალისწინებს პაციენტის თანხმობას აღნიშნულ პროცედურაზე.

თვითმკვლელობისთვის-განკუთვნილი-კაფსულა-საკრო656X656
„სიკვდილის ექიმად“ ცნობილი ფილიპ ნიჩკე

რატომ გახდა საჭირო ამ მოწყობილობის გამოგონება? როგორც „სიკვდილის ექიმად“ წოდებული ფილიპ ნიჩკე აცხადებს, მას სურს წერტილი დაუსვას ადამიანების ნელ-ნელა, წამებით სიკვდილს და ამიტომ, სიკვდილის უფლება გამოსავალია. ექიმს ეს მეტსახელი მას შემდეგ შეარქვეს, რაც 2001 წელს ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალური გახდა. ის იყო პირველი ექიმი, ვინც კანონი სისრულეში მოიყვანა.

ავსტრალიელი ექიმის გამოგონებამ ევთანაზიის პროცედურა მართლაც გაამარტივა, რადგან ყველა მოქმედებას თავად პაციენტი ასრულებს და მიყვება ინსტრუქციას, რომელსაც აპარატი კარნახობს, რათა პაციენტმა საკუთარი ხელით დაასრულოს სიცოცხლე სრულიად უმტკივნეულოდ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მეორე პირის ჩარევა საჭირო აღარ არის.

პროტოკოლი სულ რაღაც ხუთწუთიანი ხანგრძლივობისაა. აპარატი სრულიად ჰერმეტულია და ღილაკზე თითის მიჭერით ჰაერი იჟღინთება ნიტროგენის ნივთიერების სასიკვდილო დოზით, რის შედეგადაც პაციენტი მომენტალურად იძინებს. თუ კი თვითმკვლელი ბოლო მომენტში შეიცვლის აზრს, შეუძლია შეწყვიტოს პროცესი და განგაშის ღილაკზე დააჭიროს.

„საკრო“ ამსტერდამის დამკრძალავ გამოფენაზე უკვე წარადგინეს წელს და ბაზარზე ყველასგან გამორჩეული მოდელია. ის აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობით.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა სპეციალური ზღვარი უნდა დადგინდეს მსურველებზე ვინც, „საკროს“ გამოყენებას გადაწყვეტს. ვარაუდობენ, რომ პაციენტის ასაკობრივი ზღვარი აუცილებლად უნდა იყოს არა ნაკლები 50 წლისა და იგი არ უნდა იმყოფებოდეს დეპრესიაში, რათა გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად საღად აზროვნებდეს.

ინფორმაცია ითარგმნა და ვრცელდება: Cronicaglobal და La vanguardia-ზე დაყრდნობით.

მოიწონეთ ფეისბუქ გვერდი: ქართველები ბარსელონაში

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI