სიღნაღიდან- სიცილიის ხელოვნების საერთაშორისო ოსკარამდე / მარია გოგიძე – ხატიაშვილი, პროფესიით პედაგოგი და შემოქმედებითი ადამიანი, ბარსელონაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტია, ფესვებით კახეთიდან.
გადაწყვეტილება- გამხდარიყო ემიგრანტი, სამშობლოში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა განაპირობა.
2004 წელს, 40 წლის ასაკში ჩამოვიდა ესპანეთში და მას შემდეგ უამრავი დაბრკოლება გადალახა იძულებითი ემიგრაციის პირობებში, თუმცა-
მიზანი, შვილებს ჰქონოდათ ევროპული განათლება და ყოფილიყვნენ, წარმატებულები, მიღწეულია…
ემიგრანტების ახალმა თაობამ ესპანეთში მიიღო უმაღლესი განათლება, ახლაც, ზოგი სწავლის პროცესშია, ზოგმა კი უკვე კარიერულ ზენიტს მიაღწია.
რაც შეეხება თავად ქართველ ხელოვანს, 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო საკუთარი ოცნებების ასრულება, როდესაც წლების წინ მივიწყებული საყვარელი საქმიანობა გაიხსენა და შიგადაშიგ, შესვენებებზე ხატვა დაიწყო.
უკვე უამრავი ნახატი რომ მოუგროვდა და ნამუშევრებს კედლებზე ვეღარ ატევდა, მოუნდა მისი შემოქმედება საჯარო გამხდარიყო და ინტერნეტით დაიწყო ფოტოების გაგზავნა სხვადასხვა ინტერნეტ გამოფენებზე:
ჟირონაში, კომპოსტელაში, იტალიაში და მაიამიში.
როგორც თავად ამბობს „მიზნების მიღწევა გასულ წელს დაიწყო“.
თავდაპირველად ესპანეთში დაფუძნებული ასოციაციის – „ქართული სახლი ესპანეთში“ პრეზიდენტი, დიანა ციხისთავი დაეხმარა, როდესაც საბადელის კულტურის ცენტრში ასოციაციის მიერ გამართულ გამოფენაზე, მარიას ნამუშევრები გამოიფინა.
დღეს კი უკვე იტალიის საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო გამოფენა ყოველ წელს ტარდება იტალიაში სიცილიაში, კატანიას პინტორესკულ სოფელ- Chiaramonte Gulfi-ში.
მარია გოგიძე – ხატიაშვილს, უკვე გადაეცა პრემია-„ ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ოსკარი 2023“
ამჟამად, მისი ნამუშევრების ნაწილი გაგზავნილია ქ-რომში, სადაც პარალელურ რეჟიმში იმართება მეორე გამოფენა „Roma Art Event Expo 2023”, მაგრამ თავად ვეღარ ახერხებს დასწრებას.
ჩვენი საამაყო ემიგრანტი სავარაუდოდ მხოლოდ ამ წარმატებას არ დასჯერდება და კიდევ მეტ სიახლეს შემოგვთავაზებს.
ჩვენი საემიგრაციო გაზეთის მხრიდან კი ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, მარიას ოჯახიდან მეორე თაობის წარმატებულ ემიგრანტებზეც მოგიყვებით.