სიცოცხლე და სამართლიანი სასამართლო … “თავისუფლება მიშას”.

Tamaz Elizbarashvili

სიცოცხლე და სამართლიანი სასამართლო …”თავისუფლება მიშას”– თამაზ ელიზბარაშვილმა რომელიც წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ოპოზიციაში იყო, მოულოდნელად ფეისბუქ გვერდზე გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისამართით მხარდამჭერი განცხადება ლოზუნგით „თავისუფლება მიშას“ რის შემდეგაც ელიზბარაშვილის, თქმით მისი პერსონის მიმართ აგრესია წამოვიდა  საზოგადოების გარკვეული სეგმენტის მხრიდან, ასევე განაცხადა, რომ აგროჰაბის მენეჯერმა აღარ მიჰყიდა საკვები ნარჩენები რომლითაც ძაღლების თავშესაფარი ცხოველებს კვებავს დანამატის სახით.

ფრაგმენტი პოსტიდან:

„მე, თამაზ ელიზბარაშვილი, არც მიშისტი ვარ და არც ბიძინისტი. მე ჩემი ლამაზი საქართველოს ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და ვდგავარ მის სადარაჯოზე. ყოველთვის გამაჩნია საკუთარი აზრი, მეზიზღება საქართველოს მოსისხლე მტერი – პუტინი.

დღეს, როცა ის ციხეშია, მე გვერდით გადავდე წყენა და ბრაზი და მოვითხოვე მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა: სიცოცხლე და სამართლიანი სასამართლო ლოზუნგით,
“თავისუფლება მიშას”.
ამის გამო, ზოგმა სულით მდაბიო ადამიანმა უკადრებელი იკადრა, ზოგმა დაშინება მოინდომა, ზოგმა კი წყევლა-კრულვით ამიკლო ტელეფონზე თუ სოციალურ ქსელში. ყველაზე ამაზრზენი საქციელი კი ჰიპერმარკეტ “აგროჰაბის” მეპატრონემ ჩაიდინა. კვირაში სამჯერ მათგან ვყიდულობდი ძაღლების თავშესაფრის ბინადრებისთვის საკვებს სიმბოლურ ფასში. ჩემი ამ პოსტის შემდეგ კი საერთოდ შემიწყვიტა ცხოველებისთვის საკვების მოყიდვა.
სამწუხაროა, ჩემს ლამაზ საქართველოში ასეთი პატარა კაცუნები რომ ცხოვრობენ. ძალიან მეწყინა მათი ასეთი საქციელი, მაგრამ ისევ ჩემი ლამაზი საქართველოსთვის მინდა, რომ ეს წყენა დიდხანს გულით არ ვატარო“.

ფრაგმენტი პოსტიდან როდესაც აგროჰაბის წარმომადგენელმა უარყო ელიზბარაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია:

„აგროჰაბი, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, სამარცხვინო და მდაბიო საქციელი ჩაიდინეთ. მაგრამ ვეცდები წყენა გულში არ დავიტოვო, არც მომხმარებელს მივმართავ თხოვნით შეწყვიტონ თქვენთან ვიზიტი და უფრო მეტიც, პირადად მეც ვივლი თქვენთან პროდუქტების შესაძენად“. (თამაზ ელიზბარაშვილი)

თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელსაც ყველაზე უკეთ ცხოველთა თავშესაფრის გამო იცნობენ. წლების მანძილზე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და მიუსაფარ ძაღლებს იფარებს, საჭიროებისდამი უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მწვავე დაპირისპირებაში იმყოფებოდა ნაციონალურ მოძრაობასთან და ციხეშიც კი მოუწია ყოფნა, თუმცა ბოლო დროს მისი განწყობა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეცვლილია და მისთვის სამართლიან სასამართლოს ითხოვს.

წყარო:

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI