სკოლის რეკრეაციულ ზონებში ნიღბები გაუქმდა. რაც იმას ნიშნავს რომ კატალონიელი ბავშვები, სკოლის შიდა ეზოებში და ღია სივრცეებში, ნიღაბს აღარ გაიკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ კატალონიის პედიატრიის ასოციაცია, ასევე ითხოვს, სრულად იქნას ამოღებული ნიღბების მოხმარება კლასებშიც,
თუმცა მთავრობის წარმომადგენელი, პატრიცია პლაჯა აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ-ჯერობით არ განიხილება:
„ნიღბები მაშინ გაუქმდება სკოლებში, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა, რასაც განაპირობებს პანდემიური მდგომარეობა {…} სცენარი არ იძლევა წლევანდელი სასკოლო წლის, ნიღბების გარეშე დასრულების შესაძლებლობას {…} თავდაპირველად არ გვეგონა, თუ კი საჭირო გახდებოდა ხელახალი შეზღუდვების დაწესება“
დღეიდან ასევე გაუქმდა ნიღბების ტარების ვალდებულება კატალონიის ქუჩებშიც.
მთავრობის განცხადების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება განაპირობა ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემცირებამ.
დღესვე, 10 თებერვლიდან, კატალონიაში იხსნება ღამის გასართობი ობიექტები რაც ნელ-ნელა, ღამის ცხოვრებას დაუბრუნებს ჩვეულ რიტმს.
აგრეთვე უკვე გამოცხადდა, რომ ჟენერალიტეტი აღარ დააფინანსებს ანტიგენის ტესტებს (TAR) აფთიაქებში.
აუცილებლობის შემთხვევაში ტესტის ჩატარება, კვლავ პოლიკლინიკებში იქნება შესაძლებელი.
სკოლებში კოვიდ დადებითთან კონტაქტის შემთხვევაში, პროტოკოლის დღევანდელი პირობებია:
ბოლო სამი თვის განმავლობაში თუკი მოსწავლე იყო კოვიდ დადებითი, ტესტის საჭიროება აღარ იარსებებს.
თუკი მოსწავლე უკვე კარანტინშია ამ შემთხვევაშიც აღარ იქნება ანტიგენის ტესტი საჭირო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისა სკოლიდან მოხდება რეცეპტის გააქტიურება სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის.
სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის არსებული ცენტრები- 6 წლიდან ზევით გადაგზავნილი იქნებიან ავტორიზებულ აფთიაქებში. 6 წელზე მცირე ასაკის ბავშვები ტესტირებას გაივლიან პოლიკლინიკებში. დაწყებითი კლასების აცრილი პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებიც შესაძლოა უსიმპტომოები იყვნენ- გადამისამართებულები იქნებიან აფთიაქებში.
პოზიტივის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ თქვენს საგანმანათლებლო ცენტრს და პედიატრს და დარჩეთ იზოლაციაში 7 დღე.
ბოლო სამი დღე თუ არ იქნებით სიმპტომური, განმეორებითი ტესტის გარეშე, მე-7-ე დღეს, დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
წყარო: ადგილობრივი პრესა და ტელევიზია