უდიდესი ტრაგედია ქართველი ემიგრანტების ოჯახში

უდიდესი ტრაგედია ქართველი ემიგრანტების ოჯახში/ 3 წლის ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 9 მაისს ქ. ტორევიეხაში (ალიკანტე, ესპანეთი) მოხდა.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, მეზობლებმა 3 წლის გოგონა საღამოს საათებში ტერასაზე აუზის მახლობლად იპოვეს უგონო მდგომარეობაში, როდესაც ადგილზე სასწრაფო დამარების ეკიპაჟი მივიდა ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

გოგონას ადგილზევე ჩაუტარდა უმაღლესი დონის კარდიოპულმონალური რეანიმაცია და გადაყვანილი იქნა ტორევიეხას ჰოსპიტალში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერდხდა.

როგორც ირკვევა, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის დედა სახლში იმყოფებოდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, როდესაც უმცროსი ბავშვი ატირდა და დედამ საძინებელში მიაკითხა, ამ დროს 3 წლის გოგონა ტელევიზორს უყურებდა მისაღებ ოთახში.

როგორც ჩანს გოგონამ ამ დროს მოახერხა აივანზე გასვლა და ტრაგედიაც მაშინ დატრიალდა.

მასმედიის ინფორმაციით, მომხდარ დეტალებს ადასტურებენ მოწმეები და პოლიციაც ჩართულია საქმის სრულფასოვან გამოძიებაში.

ჩვენ მოვინახულეთ ბავშვის დედის პირადი გვერდი სოც. ქსელში, სადაც დედა ვიდეოჩანაწერში ყვება მომხდარის შესახებ, რომ ბავშვთან ახლოსაც არ მიუშვეს, ამბობს რომ სისხლის კვალიც კი არ ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ მე-6-ე სართულიდან გადმოვარდა ბავშვი.

დედა საზოგადოებას თხოვს, ადელინას სული ლოცვებში მოიხსენიონ.

(დედის ვიდეოს ეთიკიდან გამომდინარე ვერ შემოგთავაზებთ).

ჩვენ სოც. ქსელით დავუკავშირდით დედას და შევთავაზეთ, თუკი რაიმე სახის დახმარება ჭირდებოდათ ემიგრანტების მხრიდან, ოჯახს ჩვენთვის მოემართა, თუმცა ჯერ-ჯერობით პასუხი არ დაუბრუნებიათ. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.

ჩვენი გაზეთის რედაქციის, „ქართველები ბარსელონაში“ და სრულიად ქართველი ემიგრანტების სახელით, ოჯახს ვუცხადებთ სამძიმარს და ვუსურვებთ გამძლეობას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI