
ქარიშხალი DANA-ს დამანგრეველი და ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ესპანეთში, სახელმწიფომ გადამწყვეტი ზომების მიღება დაიწყო, რაც ითვალისწინებს დაზარალებულ ზონებში მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებას.
ამ ეტაპზე, ეს კანონი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ასპექტში, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებით, დამტკიცდა უპრეცენდენტო საემიგრაციო კანონმდებლობა.
მოკლედ რომ ვთქვათ: 2024 წლის 6-ე სამეფო დეკრეტით განსაზღვრულ (დაზარალებულ) მუნიციპალიტეტებში 2024 წლის 28 ოქტომბრის 4 ნოემბრამდე რეგისტრირებულ (ჩაწერის მქონე) პირებს, ესპანეთში ცხოვრების დროის განსაზღვრის მიუხედავად, შეუძლიათ მიიღონ ბინადრობის ნებართვა (Real Decreto-ley 6/2024), განსაკუთრებული გარემოებების გამო (autorización de residencia por circunstancias excepcionales sobrevenidas).
ავტომატურად გაუხანგრძლივდათ ვადები იმ უცხოელებს, რომლის საბუთების ვადაც იწურებოდა 2024 წლის 30 ივლისიდან 2025 წლის 1 აპრილამდე.
ეს კანინი, ვრცელდება მხოლოდ იმ უცხოელ რეზიდენტებზე, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კანონი ეხება მათაც, ვისაც, თუნდაც მერიაში (ayuntamiento) ჩანიშნული ჰქონდა ვიზიტი ჩაწერისთვის და სტიქიური უბედურების გამო ვეღარ განახორციელა რეგისტრაცია (უნდა გქონდეთ ამ შემთხვევის დამადასტურებელი რაიმე მოწმობა).
იმისთვის, რომ თქვენზე გავცელდეს ეს კანონი, აუცილებელია პირობაა რომ მომთხოვნი პირი არ იყოს ნასამართლევი ესპანეთსა და იმ ქვეყნებში, სადაც ადრე ცხოვრობდა.
აგრეთვე, არ უნდა გქონდეთ დეპორტი ესპანეთიდან.
სახელმწიდოსგან, ემიგრანტებისთვის მიცემული ვადაა 60 დღე კანონის ძალაში შევლიდან ანუ, 12 თებერვლიდან.
კანონი შეეხება აგრეთვე, ამავე პირების ოჯახის წევრებს და შეუძლიათ ნებართვის მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ ისინი 2024 წლის 4 ნოემბრამდე იყვნენ რეგისტრირებულნი ან ცხოვრობდნენ მთავარ განმცხადებელთან ერთად.
ოჯახის წევრებად ითვლებიან: მეუღლე ან რეგისტრირებული პარტნიორი, არასრულწლოვანი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები, და მშობლები, რომლებიც არიან ფინანსურად დამოკიდებული განმცხადებელზე.
ამ შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იყოს ნათესაური კავშირის დამამტკიცებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც იქნება ესპანეთში ლეგალიზებული (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა).
ამრიგად, იპოვე შენი მუნიციპალიტეტი, ქვემოთ წარმოდგენილ სიაში და საბუთების გაკეთების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდი ჩვენს ოფისს. მოგემსახურებით ხარისხიანად და უმოკლეს ვადებში (მოგეხმარებით საბუთების მოგროვებაში და ლეგალიზებაში).
+34 652 62 28 84
თამარ ბურდული

