,,უსაკნო პატიმრები“ ქართველი ემიგრანტი -ია ჭიკაძე

,,უსაკნო-პატიმრები“-ქართველი-ემიგრანტი-ია ჭიკაძე1080x1080

,,უსაკნო პატიმრები“-ქართველი ემიგრანტი -ია ჭიკაძე/ესპანეთის ყველაზე ცხელ ქალაქ  კორდობაში  ხუთი წლის წინ ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა,  რომ სამსახურიც ჰქონდა და არც ფინანსური პრობლემა აწუხებდა, უბრალოდ ადგა და წამოვიდა:

,,მინდოდა, რაღაც შემეცვალა, თითქოს, მომწყინდა ერთფეროვნება. თავდაპირველად, არ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ აგერ, უკვე 5 წელია, აქ ვარ“,-

ამბობს პროფესიით იურისტი,  33 წლის ია ჭიკაძე.

როგორც ია  გვიხსნის, ემიგრანტობა  რთულია, რადგან ადამიანის უცხო ქვეყანაში ცხოვრება,  საკუთარი ოჯახისგან და საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნას გულისხმობს:

,,ძნელი ყოფილა  ემიგრანტობა: მოწყვეტილი ხარ შენ ოჯახს, გარემოს, ახლობლებს, შენთვის ყველაფერს ნაცნობს და საყვარელს.

თავდაპირველად, ვერ ვგრძნობდი, ასეთი სიმძაფრით, მონატრებას, მაგრამ მერე, დროთა განამავლობაში, უფრო გაძლიერდა ეს გრძნობა და მის ტყვედ ვიქეცი.

სოციალურმა ქსელმა და ვიდეო ზარებმა ჩაანაცვლა ურთიერთობები და ყოველი ზარი უფრო ანახლებს მონატრების გრძნობებს და დისტანცია კიდევ უფრო იზრდება თითქოს

მძაფრი ემოციების და ნოსტალგიის ფონზე სამსახური 7 თვის შემდეგ  იშოვნა და სწორედ ასე გახდა  3 ბავშვის ძიძა.

იასთვის ესეც სიახლე იყო, იმის მიუხდავად, რომ ძალიან უყვარს ბავშვები. ამბობს, რომ ამ სიახლეს თავი კარგად გართვა და მასზე დაკისრებული  პასუხისმგებლობაც სწორად გაიაზრა…

ესპანეთში გატარებულმა დრომ  ქართველ ემიგრანტს თავიდანვე მიანიშნა, რომ სამსახურთან ერთად, აუცილებელი იყო ესპანეთში ყოფნა სწავლისთვის გამოეყენებინა და რაღაც ახალი შეესწავლა:

,,ენების ცენტრში  რამდენიმე  უცხო ენის  შესწავლა დავიწყე. პროფესიით იურისტი ვარ და ამ პრფესიით  საქართველოში ვმუშაობდი.

ძალიან მინდა, ესპანეთში მაგისტრატურა გავიარო და რაც შეიძლება, მალე დავბრუნდე საქართველოში. ორ უნივერსიტეტში შევიტანე განაცხადი და ახლა პასუხის მოლოდინში ვარ.

იცით,  ერთ რამეს მივხვდი, რომ  რამდნი წელიც არ უნდა ვიყო სხვა ქვეყანაში, რამდენად კარგადაც არ უნდა ვცხოვრობდე  აქ, ის  ისეთი

ახლობელი ვერასდროს  გახდება, როგორც  -ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე. საქართველოს ვერაფერი შემიცვლის“…

ია ჭიკაძე, ახლა უკვე საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, სხვა ქართველ ემიგრანტებს რჩევას აძლევს:

,,ქართველ ვეტყოდი, რომ თავს გაუფრთხილდნენ. რთულია, ძალიან რთული… არავინ იცის, რისი გადატანა უწევთ ოჯახებისთვის, იმისთვის,

რომ მათ არაფერი მოაკლდეთ, აქ იკლებენ საკაუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ყველაფერს.

შორიდან ყველაფერი ადვილია. მეც ასე მეგონა, სანამ მე არ გავხდი ემიგრანტი.  ,,უსაკნო პატიმრებსვეძახი ემიგრანტებს, რომელიც 24/7 -ზე მუშაობენ, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის“…

იას წინ რთული გზა აქვს. ეს გზა ესპანეთში განათლების მიღებასა და საქართველოში დაბრუნებაზე გადის,-იქ,  სამშობლოში, სადაც მას დიდი ხანია, ელიან…

ნატალია მეგუთნიშვილი

სტატიის ავტორი

ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI