უსახლკაროდ დარჩენილ ლიპარტელიანების ოჯახს, საზოგადოებისგან დახმარება სჭირდება…

უსახლკაროდ-დარჩენილი-ლიპარტელიანების-ოჯახს,-საზოგადოებისგან-დახმარება-სჭირდება...

უსახლკაროდ დარჩენილი ლიპარტელიანების ოჯახს, საზოგადოებისგან დახმარება სჭირდება… სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ნანარში იანვრის სუხიან ღამეს მათ სახლში გაჩენილმა ხანძარმა 7 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა.

მათ შორისაა 4 ბავშვი, ავადმყოფი დედა, პაპა და  ბებია.  ობლებს  ბებია, დოდო ლიპარტელიანი,  ზრდის, ამბობს, რომ  ოჯახის ყველა წევრზე ის ზრუნავს:

,,ყველა მე მაბარია… ბავშვებს მამა გარდაეცვალათ, ხანძრის გამო კი, სახლიდან მხოლოდ კედლები დაგვრჩა, ვერაფერი გავიტანეთ, ტანსაცმელიც კი, აღარ გვაქვს“,-ამბობს ,,ყველას მარჩენალი“ ბებია და  ცრემლების შეკავება  უჭირს.

ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ  დროებით  თავი მეზობლის, გოჩა მუსელიანის, ოჯახს შეაფარეს.

ლიპარტელიანებს  ყველა შეძლებისდაგვარად ეხმარება: ნათესავებს და უბრალოდ, კეთილ ადამიანებს,  პირველადი მოხმარების საგნები  და საკვები  მიაქვთ;  

დახმარებას აგროვებს ,,სვანეთის სიკეთის ფონდი“, მერია; გახსნილია სპეციალური ანგარიშიც, სადაც თანხის ჩარიცხვა და ლიპარტელიანების

დახმარება ყველა  ადამიანს შეუძლია, ვისაც სიკეთის გაცემა და გაჭირვებული და  საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილ ოჯახზე ზრუნვა  სურს.

მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია მოგვაწოდა თამუნა ნაჭყეპიამ და დაგვაკავშირა დაზარალებულ ოჯახთან.

ანგ. ნომერი:

TBC BANK- მიმღები: ჩემი რეგიონი

GE06TB7226536080100010

დახმარებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოჯახს:

T: (00995)599281196

ნატალია მეგუთნიშვილი

ნატო მეგუთნიშვილი

                                                                           

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI