უძრავი ქონების შეძენა ესპანეთში უცხოელებისთვის

უძრავი-ქონების-შეძენა-ესპანეთში-უცხოელებისთვის1536X1024

ყოველწლიურად, ათასობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს უძრავ ქონებას ესპანეთში საცხოვრებლად, ინვესტიციის მიზნით, დასასვენებლად ან ახალი ცხოვრების დასაწყებად. თუმცა, ბევრმა არ იცის რა პროცედურების გავლაა საჭირო და რა რისკები შეიძლება არსებობდეს უძრავი ქონების შეძენის პროცესში.

GEOLEXIS SLP-ში, რომელიც ესპანური, მრავალპროფილური იურიდიული კომპანიაა ქართულენოვანი მომსახურებით, ამ რთული და ჩახლართული პროცესების მარტივად გადალახვაში ეხმარება ქონების შეძენის მსურველ უცხოელებს.

კომპანია, სრულ იურიდიულ მხარდაჭერას უწევს მის კლიენტებს, რათა უძრავი ქონების შეძენა განხორციელდეს მაქსიმალური სამართლებრივი უსაფრთხოებით, ყოველგვარი უსიამოვნო სიურპრიზისა და ფინანსური რისკის გარეშე ამიტომ, სტატიაში მოგიყვებით, თუ რა სერვისებით შეგილიათ ისარგებლოთ და რიდგან უნდა დაიზღვიოთ თავი.

შეუძლია თუ არა უცხოელს უძრავი ქონების შეძენა ესპანეთში?

დიახ. ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, მიუხედავად იმისა არის თუ არა ესპანეთის რეზიდენტი, უფლებამოსილია შეიძინოს ბინა, სახლი, კომერციული ფართი, მიწის ნაკვეთი ან ნებისმიერი სხვა ტიპის უძრავი ქონება ესპანეთის ტერიტორიაზე.

უძრავი ქონების შესაძენად არ არის აუცილებელი ესპანეთში ბინადრობის ნებართვის ქონა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ესპანეთში უძრავი ქონების შეძენა ავტომატურად არ გაძლევთ ბინადრობის ნებართვას და არც ესპანეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას.

ქონების შეძენა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თქვენ ხდებით ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე.

ესპანეთში ცხოვრების ან ბინადრობის უფლების მისაღებად აუცილებელია შესაბამისი საიმიგრაციო პროცედურების გავლა, რომლებიც გათვალისწინებულია ესპანეთის საიმიგრაციო კანონმდებლობით.

რა დოკუმენტები სჭირდება უცხოელს უძრავი ქონების შესაძენად?

1. მოქმედი პასპორტი

სავალდებულოა მყიდველის იდენტიფიკაციის დადასტურება მთელი პროცესის განმავლობაში.

2. NIE (უცხოელის საიდენტიფიკაციო ნომერი)

NIE აუცილებელია ნებისმიერი სახის უძრავი ქონების შესაძენად ესპანეთში.

NIE-ის გარეშე შეუძლებელია:

  • ნასყიდობის აქტის გაფორმება;
  • გადასახადების გადახდა;
  • საკუთრების რეგისტრაცია.

GEOLEXIS დაგეხმარებათ NIE-ის მიღებაში როგორც ესპანეთში ყოფნისას, ასევე საქართველოსა თუ სხვა ქვეყნიდან დისტანციურად.

3. საბანკო ანგარიში ესპანეთში

მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევაში კანონით სავალდებულო არ არის, პრაქტიკაში ესპანური საბანკო ანგარიშის გახსნა რეკომენდებულია და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიცაა.

ანგარიში საჭიროა:

  • თანხის გადარიცხვისთვის;
  • გადასახადების გადასახდელად;
  • კომუნალური გადასახადების დასარეგისტრირებლად;
  • ბინის თანამესაკუთრეთა გადასახადების გადასახდელად;
  • იპოთეკური სესხის გასაფორმებლად.

ჩვენი იურიდიული გუნდი ასევე გაგიწევთ დახმარებას არარეზიდენტებისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის პროცესში.

საიდან უნდა მოდიოდეს ქონების შესაძენი თანხა?

დღესდღეობით ბანკები, ნოტარიუსები და სახელმწიფო ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის დაცვას.

ამიტომ მყიდველმა უნდა დაადასტუროს თანხის კანონიერად მიღების წყარო.

შესაძლოა მოთხოვნილი იყოს:

  • საბანკო ამონაწერები;
  • საგადასახადო დეკლარაციები;
  • შრომითი ხელშეკრულებები;
  • სხვა ქონების გაყიდვის დოკუმენტები;
  • მემკვიდრეობის დოკუმენტები;
  • ჩუქების დოკუმენტები;
  • ბანკის ცნობა.

სწორად მომზადებული დოკუმენტაცია თავიდან აგარიდებთ შეფერხებებსა და პრობლემებს გარიგების გაფორმებისას.

რა რისკები არსებობს უძრავი ქონების შეძენისას?

ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ნოტარიუსთან მისვლა. რეალურად, ქონებას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები:

  • იპოთეკური ვალდებულებები;
  • ყადაღა ან დაყადაღება;
  • სასამართლო შეზღუდვები;
  • ბინის თანამესაკუთრეთა დავალიანებები;
  • ურბანისტული დარღვევები;
  • უკანონო მფლობელები ან ოკუპა;
  • რეესტრის მონაცემებთან შეუსაბამობა;
  • აუცილებელი ლიცენზიების არარსებობა;
  • მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები.

ასეთი რისკების წინასწარი შემოწმების გარეშე ქონების შეძენამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

როგორ ვიცავთ ჩვენ ჩვენს კლიენტებს?

ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერამდე GEOLEXIS ახორციელებს ქონების სრულ იურიდიულ აუდიტს.

ჩვენ ვამოწმებთ:

✓ ქონების ნამდვილ მესაკუთრეს;

✓ ქონების რეესტრულ მდგომარეობას;

✓ იპოთეკებს, ყადაღებსა და სხვა შეზღუდვებს;

✓ თანამესაკუთრეთა დავალიანებებს;

✓ ურბანისტულ სტატუსს;

✓ გამყიდველის დოკუმენტაციას;

✓ გარიგების სამართლებრივ რისკებს;

✓ წინასწარ ხელშეკრულებას (Arras);

✓ ნასყიდობის საბოლოო აქტს.

ჩვენი მიზანია, კლიენტმა ზუსტად იცოდეს, რას ყიდულობს და იყოს სრულად დაცული.

რა ხარჯები აქვს მყიდველს?

უძრავი ქონების ფასის გარდა, როგორც წესი, საჭიროა შემდეგი ხარჯების დაფარვა:

  • ქონების გადაცემის გადასახადი (ITP) მეორადი საცხოვრებლის შემთხვევაში;
  • დღგ (IVA) და AJD ახალი საცხოვრებლის შემთხვევაში;
  • ნოტარიუსის ხარჯები;
  • საკუთრების რეესტრის ხარჯები;
  • შეფასების ხარჯები (თუ იპოთეკაა);
  • საბანკო ხარჯები, საჭიროების შემთხვევაში.

გარიგების დაწყებამდე ყოველთვის რეკომენდებულია მთლიანი ხარჯების წინასწარ გაანგარიშება.

შესაძლებელია თუ არა ქონების შეძენა ესპანეთში ჩამოსვლის გარეშე?

დიახ.

ჩვენი ბევრი კლიენტი უძრავ ქონებას ყიდულობს საქართველოდან ან სხვა ქვეყნიდან, მინდობილობის (Power of Attorney) მეშვეობით.

ასეთ შემთხვევაში GEOLEXIS წარმოადგენს მყიდველს, აკონტროლებს გარიგების ყველა ეტაპს და უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

რატომ GEOLEXIS?

ჩვენ კარგად გვესმის უცხო ქვეყნის მოქალაქეების საჭიროებები და ვიცით, რომ სხვა ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა ხშირად დაკავშირებულია გაურკვევლობასა და რისკებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სრულ იურიდიულ კონსულტაციას;
  • NIE-ის მიღებას;
  • ქონების სამართლებრივ შემოწმებას;
  • რისკების ანალიზს;
  • ხელშეკრულებების მომზადებასა და შემოწმებას;
  • წარმომადგენლობას მინდობილობით;
  • ნოტარიუსთან სრულ მხარდაჭერას;
  • საბანკო ანგარიშის გახსნაში დახმარებას;
  • კოორდინაციას სააგენტოებთან, ბანკებთან და ნოტარიუსებთან;
  • მომსახურებას ქართულ, ესპანურ, რუსულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

დაიცავით თქვენი ინვესტიცია ხელმოწერამდე

უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში.

ნუ აიღებთ ზედმეტ რისკს.

GEOLEXIS SLP ინდივიდუალურად ამოწმებს თითოეულ გარიგებას, რათა თქვენ შეძლოთ უძრავი ქონების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და სრული სამართლებრივი გარანტიებით შეძენა.

დაგვიკავშირდით ვოტსაფზე და ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი უძრავი ქონების მოძიებასა და შეძენაში ესპანეთში, სრული სამართლებრივი დაცვითა და პროფესიონალური მხარდაჭერით.

geolexis

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI