ქართველი გოგონა Miss Teen Spain-ის კონკურსანტია

ქართველი-გოგონა-Miss-Teen-Spain-ის-კონკურსანტია750 X 750

ქართველი გოგონა Miss Teen Spain-ის კონკურსანტია. 14 წლის თიკა ნატროშვილი, ესპანეთის მოზარდთა შორის გამართულ სილამაზის კონკურსში რომელიც 20 თებერვალს გაიმართება, ვალენსიის სახელით წარსდგება.

სილამაზის კონკურსი ტარდება გოგონებში 14-დან 19-ი წლის ჩათვლით, იგი ასაკით კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეა.

ქართველმა გოგონამ პორტფოლიო გადაგზავნა კონკურსის ორგანიზატორებთან, რომლებიც მისით დაინტერესდნენ და მადრიდში მიიწვიეს სადაც წარმატებით გაიარა „ქასთინგი“.

ახლა კი მადრიდში პროფესიონალურ დონეზე ასწავლიან პოდიუმზე სიარულს (უმრავლესობა არაპროფესიონალი მოდელია), ავარჯიშებენ და ამზადებენ, მნიშვნელოვანი წინა საფინალო კონკურსისთვის „Premilinar“, რომელიც გაიმართება 6 თებერვალს.

19 მონაწილიდან, მხოლოდ 10 გოგონა გადავა ფინალურ ტურში.

მოიწონეთ თიკას ფოტო. ამისთვის უნდა დააწკაპუნოთ ფოტოზე და გადახვიდეთ ინსტაგრამზე.

გავესაუბრეთ თიკას და მოგვიყვა, რომ: მისთვის გურჯაანიდან ესპანეთში გადმობარგება საკმაოდ მძიმე გადასატანი აღმოჩნდა.

მისი ოჯახი დაახლოვებით ოთხი წელია რაც ესპანეთში ცხოვრობს და უკვე გავლილი აქვს ადაპტაციის რთული პერიოდი.

თუმცა ამბობს, რომ თავდაპირველად სამშობლოს და მეგობრების დატოვება არ აღმოჩნდა იოლი 10 წლის თიკასთვის რომელიც სკოლაში მიღებისას ერთი კლასით დაბლა დაწიეს.

თიკა გვიყვება, რომ მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, სკოლაც და ახალი მეგობრებიც ყველანი გვერდში დაუდგნენ. ადგილობრივები მაქსიმალურად დაეხმარნენ საზოგადოებასთან სწრაფ ინტეგრაციაში.

ამბობს რომ ძალიან ეამაყება ქართული წარმომავლობა და მეგობრებს ხშირად ესაუბრება ჩვენს ქვეყანაზე.

უნდა, რომ ჩენი ქვეყანა მაქსიმალურად პოზიტიური კუთხით დაანახოს ესპანელ მეგობრებს და თავადაც კარგი მაგალითი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

რაც ელჩედან ვალენსიაში გადმოვიდნენ საცხოვრებლად მეტი ქართველი თანატოლი გაიცნო და უკვე უამრავი მეგობარი ყავს როგორც ქართველი ისე ესპანელი.

მოდელობა თიკას ოცნებაა და მისი ოჯახი მაქსიმალურად ხელს უწყობს მიზნის მისაღწევად.

„Missteenspain“-ის კონკურსანტს მომავალი პროფესიაც უკვე შერჩეული აქვს, აპირებს პროფესიულად გააგრძელოს სწავლა როგორც მოდის დიზაინერმა.

მომავალმა მოდელმა და დიზაინერმა ასევე დიდი მადლობა გადმოგვცა გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვის და გამოხატული სითბოსთვის.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თიკას საკონკურსო პერიოდს და სამომავლოდ ჩვენს მკითხველს გავაცნობთ ყველა მის მიღწევას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI