21 ნოემბერს საქართველოს საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერი აქცია მოწოდებით: „თავისუფლება მიშას“.
აქციის ორგანიზატორმა, გიორგი ნოზაძემ, წაიკითხა ესპანეთის მთავრობის მეთაურის, პედრო სანჩესის მიმართ შედგენილი ტექსტი და მოუწოდა ემიგრანტებს ხელი მოაწერონ აღნიშნულ პეტიციაზე. ხოლო აქციაზე შეკრებილმა ქართველებმა სურვილისდა მიხედვით დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია მოკლე განცხადებებით. მათ შორის განცხადება გააკეთა აქციის მონაწილე ესპანეთის მოქალაქემ, რომელიც აქციაზე ბანერით მივიდა.
მანამდე კი ბარსელონას შეკრებას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა მადრიდში ჩატარებული აქცია იგივე მოთხოვნებით, რომელიც 20 ნოემბერს შედგა მადრიდში, საქართველოს საელჩოს შენობასთან.