ქართველი ემიგრანტების მიმართვა პედრო სანჩესს-ქართველი ემიგრანტების ჯგუფმა ბარსელონასა და მადრიდში საქართველოს საკონსულოს და საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაანონსა, სახელწოდებით „თავისუფლება მიშას“.
ბარსელონა, კვირას 21 ნოემბერს 17:00
მადრიდი, შაბათს 20 ნოემბერს 17:00
ასევე ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად შეიქმნა პეტიცია რათა გაიგზავნოს წერილი ესპანეთის სამეფოში, მთავრობის მეთაურის პედრო სანჩესის მიმართ, მხარი დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მულტი ფუნქციურ კლინიკაში. ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ შეძლოს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება. პეტიცია სულ რამდენიმე საათია რაც დაიდო და უკვე მოყვა დიდი გამოხმაურება ემიგრანტების მხრიდან.
ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმართვა, ესპანეთის მთავრობის მეთაურს, პედრო სანჩესს.
ბატონო პედრო სანჩეს, მოგესალმებით ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. მადლობას ვუხდით ესპანეთის სამეფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოს მოქალაქეების ესპანეთში მიღებასა და ინტეგრაციაში. ჩვენ უკვე წლებია ვცხოვრობთ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში და წვლილი შეგვაქვს ქვეყნის წინ სვლასა და სტაბილურობაში, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებს.
მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე რაც მე-3 პრეზიდენტის გარშემო ხდება, ეს გახლავთ სრული აცდენა სამართლებრივ კანონებთან და შეუსაბამობა საერთაშორისო ნორმებთან. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47 დღეა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოს მთავრობა არ იძლევა ნებართვას, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი გადაყვანილ იქნას მულტი ფუნქციურ კლინიკაში ადეკვატური მკურნალობისთვის.
მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება დასწრებოდა საკუთარი საქმის სასამართლო პროცესს, ამავე დროს ექსპრეზიდენტი ციხეში ყოფნის გარდა უდიერი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლია, რომლის ვიდეო მტკიცებულებაც მოიპოვება სოციალურ ქსელში, რომელიც თავად საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
47 დღეა საქართველოს მთავრობა ჩვენს თვალწინ კლავს ადამიანს ციხეში და ამას აკეთებს ღიად და საჯაროდ. გვაყურებინებს ადამიანის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, გვხდის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის თანამონაწილეს.
გთხოვთ ბატონო პრემიერო, ჩვენი ემიგრანტების თხოვნაა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყონ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და გადაყვანილ იქნეს მრავალ პროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მოხდება მისი მკურნალობა, რადგან მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
შემდგომ კი უფლება მიეცეს დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს, ასევე უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა პირდაპირ ეთერში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში.
პატივისცემით
ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.