ქართველი ემიგრანტი ევროპარლამენტში ესპანეთს წარადგენს, როგოც ახალგაზრდა ელჩი.
მოგეხსენებათ ემიგრაციაში რთულია თვითდამკვიდრება, თუმცა ემიგრანტები მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მაინც ახერხებენ მწვერვალების დაპყრობას.
ესპანეთმა ამჯერად უნიკალური შანსი მისცა ქართველ ახალგაზრდა იურისტს, ლუკა როსტომაშვილს.
რომელიც 5000-მდე კონკურსანტში გამოარჩია ალიკანტეს უნივერსიტეტმა და 5 საუკეთესო იურისტს შორის მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ლუკა როსტომაშვილი გვატყობინებს, რომელ ტექსტსაც ქვემოთ წაიკითხავთ.
„ბავშვობაში როდესაც ვხედავდი, თუ როგორ უსამართლოდ იჩაგრებოდა ჩემს ირგლივ მყოფი ადამიანები (სიმართლე გითხრათ არც მე მქონია მარტივი ბავშვობა), მაშინვე მიხვდი, რომ მე ჩემი და ჩემი ხალხის უფლებებისთვის უნდა მებრძოლა.
არცერთი წამით არ ვნანობ იმ განვლილ ურთულესს გზასს იურისტობამდე, რადგან მინდა ყველა სიბოროტეს სიკეთით და სამართლის გზით ვუპასუხო.
ამ ყველაფრის შემდეგ ალიკანტეს უნივერსიტეტმა გამოაცხადა პროექტი სადაც იურისტებს შეგვეძლო მონაწილეობა და 5 საუკეთესო იურისტს შეარჩევდნენ, როგორც ესპანეთის სახელით წარდგენილ ახალგაზრდა ელჩებს.
ევროპარლამენტში მოხვედრა ეს იყო ალბათ წარმოუდგენელი ოცნება კონკურსში მონაწილეობას 5000-მდე იურისტი იღებდა.
თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ სწორ ადგილას ხართ შეიძლება არ გყავთ მდიდარი მამა ან დედა, ან ნაცნობი
მაგრამ ისეთმა ქვეყანამ როგორიც ესპანეთია დააფასოს თქვენი თავდაუზოგავი შრომა.
მე ვამაყობ, რომ ევროპარლამენტში მოვხვდი ჩემი შრომით და საკუთარ თავში რწმენით (რომელიც უფალთან არის ასოცირებული)!
იმის მიუხედავად, რომ ჩემი მიზანი იყო ესპანეთის წარდგენა, გულმა მაინც არ მომითმინა და მე მაინც ჩემი ტკბილი საქართველო ვახსენე. იმ დოზით რაც შევძელი, რადგან სადაც არ უნდა წავიდე ჩემი გული საქართველოს ეკუთვნის !
ძვირფასო ემიგრანტებო, მინდა იცოდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია, ნებისმიერი თქვენი შვილი იმსახურებს მსგავს უფლებებს და მადლიერი ვიქნები, რომ ეს პოსტი გააზიაროთ, რომ ეს იყოს მაგალითი, რომ შეუძლებელი არაფერია.
ვოცნებობ ერთ დღეს იმდენი შევძლო ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა ყველგან და ყოველთვის, თუმცა ამჯერად, როგორც საჯარო მოხელის სტატუსით.
დარწმუნებული ვარ უფალმა უკეთ იცის, როდის რა უნდა მოხდეს
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გამომწერებს, გულშემატკივრებს იმისთვის, რომ ჩემი ირწმუნეთ.
დიდი პატივისცემით ლუკა როსტომაშვილი“.
ჩვენი გაზეთის რედაქცია, ულოცავს წარმატებას ლუკას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას საქართველოს და ესპანეთის სასახელოდ.